ნამარხი ნაკვალევების ახალი ადგილსაპოვებელი აჭარა-თრიალეთის ნაოჭა-შეცოცებითი სარტყლის (საქართველო) შუაეოცენურ (ლუტეციური) ვულკანოგენურ-დანალექ სერიაში: კვლევის წინასწარი შედეგები

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.52340/pajig.2024.136.07

საკვანძო სიტყვები:

აჭარა-თრიალეთის ნაოჭა-შეცოცებითი სარტყელი, შუა ეოცენი, ნამარხი ნაკვალევები

ანოტაცია

საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი ტექტონიკური ერთეულის – აჭარა-თრიალეთის ნაოჭა-შეცო­ცე­ბითი სარტყ­ლის (ათნშს) შუაეოცენური (ლუტეციური) ვულკანოგენურ-და­­ნალექი სე­რი­ის კომ­­­ბი­ნი­რე­ბული იქნოლოგიურ-სედიმენტოლოგიური კვლევები ტარ­­­­დე­­ბა 2023 წლი­დან. მათი წინასწარი შედეგები მოცემულია ამ ნაშრომში. ათნშს-ის ცენტრალურ სეგ­მენტ­ში, ბორ­ჯომის ხეობაში, ჩვენ მიერ დადგენილია ნამარხი ნაკვა­ლე­ვების შემცვე­ლი ერთი ახალი გამოსავალი. გამოვ­ლინ­და, აღიწერა და ინტერპრე­ტი­რე­ბულ იქნა რვა იქნო­ტაქსონი. ნა­მარ­ხი ნაკვალევების კომ­­პ­ლექსის და სედიმენტო­ლო­გი­უ­რი ანალიზის საფუძველზე, აღდგენილია ნალექდაგ­რო­­ვების გარემო. შუაეოცენური (ლუტეციური) ვულკანოგენურ-დანალექი სერია ათნშს-ის დამახა­სი­­ა­თებელი ლითოსტრატიგრაფიული ერთეულია და უმნიშვნელოვანეს როლს ასრუ­ლებს  მისი დასავლური და ცენტრალური სეგმენტების აგებულებაში. ათნშს-ის ცენტრალურ სეგმენტში ბორჯომის რაიონი ტიპიურია შუაეოცენური (ლუ­­ტეციური) ვულკანოგენურ-დანალექი სერიისთვის, სადაც მკაფიოდ გაირჩევა ერთ­მა­ნე­თის­გან დიფერენცირებული ბაზალტ-ტრაქიანდეზიტ-დელენიტური ქვაბისხე­ვის წყე­­ბით გაყოფილი ორი ბაზალტური დონე: ქვედა - ლიკანის წყება და ზედა - დვირის წყება (Beradze et al.,1985; Adamia et al., 2022). შესწავლილი ჭრილი ნამარხი ნაკვალევების ადგილსაპოვებლით არდაგანი 4 (GPS კოორ­­დი­ნატები: 41°81.999′N, 043°41.232′E) მდებარეობს ბორჯომის ანტიკლინის ციცაბო, სამხ­რეთ ფრთაში, დასახლება არდაგანის სამხრეთ-აღმოსავლეთით 900 მ-ში, მდ. გუჯა­რე­­თის მარჯვენა ნაპირზე, ბორჯომ-ბაკურიანის გზის გასწვრივ. ნამარხი ნაკვალევების კომ­პ­ლექსი შედგება შემდეგი ფორმებისგან: Avetoichnus luisae Uchman & Rattazzi, Chondrites affinis (Brongniart), Ch. intricatus (Brongniart), Ch. targionii (Brongniart), Phycosiphon incertum Fischer-Ooster, Planolites isp.,  Scolicia  isp., Thalassinoides isp.. ჭრილ­­­ში ნამარხი ნაკვალევები დაკავშირებულია ქვედალიკანის  სიზრქის ზედა ნაწილ­თან, რომელიც აგებულია ვულკა­ნო­გენური, იისფერი და ზეთისხილისფერ-ნაცრის­ფე­რი თხელშრეებრივი ქვიშაქვებისა და ძალზე თხელშრეებრივი (0,5- 1 სმ) ლამქვების მორიგეობით. ნამარხი ნაკვალევების კომპლექსი ყველაზე ახლოსაა Nereites-ის იქნოფაციესის Nereites-ის იქნოსუბფაციესთან, რომელიც ტიპიურია ლამით და სილით მდიდარი ნალ­ექ­ე­ბ­­ისთვის ღრმა ზღვის დეპოზიციური სისტემების დისტალურ ნაწილში (გამოტანის კო­ნუ­სის გარე ნაწილი) (Seilacher, 1974; Uchman, Wetzel, 2012). ეს დასტურდება ჰორი­­ზონ­­ტა­ლუ­რი, კვების და კვება-გადაადგილების ნაკვალევების (Avetoichnus, Phycosiphon, Scolicia ) და ქემიქნიების (Chondrites) დომინირებით და შეესაბამება არდა­­გა­ნი 4-ის ჭრილის ლამით და სილით მდიდარ  ფაციესს. ამრიგად, ბორჯომის ხეობის შუაეოცენურის ქვედა ნაწილის (ქვედალუტეციური) ნალექები ასახავს ფსკერულ დინებებთან დაკავშირებულ ღრმა ზღვის ნალექდაგ­რო­ვე­ბის გარე­მოს. აჭარა-თრიალეთის რიფტული აუზის ფარგლებში პალეოცენურ-ქვედაე­ო­ცენურ­ში არსებული სედიმენტაციური გარემო (Beridze et al., 2021; Lebanidze et al., 2023) შენარ­ჩუ­ნე­ბულია შუაეოცენურის დასაწყისშიც.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფიები

ზურაბ ლებანიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გეოლ.-მინერ. მეცნიერებათა დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.

ალფრედ უჰმანი, Jagiellonian University

კრაკოვის (პოლონეთი) იაგელონიის უნივერსიტეტის გეოლოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტის სრული პროფესორი.

თამარ ბერიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

გეოლოგიის მაგისტრი, დოქტორანტი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახ. გეოლოგიის ინსტიტუტის ვულკანოლოგიისა და სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი.

რუსუდან ჩაგელიშვილი, Georgian National Museum

გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გეოლოგია-პალეონტოლოგიის ფონდის მთავარი კურატორი.

კობა ლობჟანიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

გეოლოგიის მაგისტრი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახ. გეოლოგიის ინსტიტუტის ვულკანოლოგიისა და სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი. 

ნინო კობახიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დოქტორანტი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახ. გეოლოგიის ინსტიტუტის პეტროლოგიის, მინერალოგიის, გეოქიმიისა და ლითოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი. 

სოფიო ხუციშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

გეოლოგიის მაგისტრი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახ. გეოლოგიის ინსტიტუტის სტრატიგრაფიისა და პალეონტოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი.

დავით მაქაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დოქტორანტი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალ. თვალჭრელიძის სახ. მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის მყარი სასარგებლო წიაღისეულის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილების მთავარი ინჟინერი.

ნინო ხუნდაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გეოლოგიის მაგისტრი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალ. თვალჭრელიძის სახ. მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის გეოეკოლოგიისა და გამოყენებითი გეოქიმიის სამეცნიერო–კვლევითი განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი.

წყაროები

Adamia Sh. (ED). (2004). Geological Map of Georgia 1: 500,000. Tbilisi, Georgia. Department of Geology, Nodia Institute of Geophysics.

http://www.ig-geophysics.ge/Georgia_Geology_1.jpg.

Adamia Sh., Chkhotua T., Gavtadze T., Lebanidze Z., Lursmanashvili N., Sadradze N., Zakaraia D., Zakariadze G. (2015). Tectonic setting of Georgia – eastern Black Sea: a review. In: Sosson M., Stephenson R., Adamia S. (Eds). Tectonic Evolution of the Eastern Black Sea and Caucasus //Geological Society, London, Special Publications, 428, pp. 10-40.

Adamia Sh., Sadradze N., Alania V., Talakhadze G., Khmaladze K., Sadradze G. (2022). Geology and Geodynamics of the Lithosphere of Georgia; 1:200000-scale Digital Geological Map and Explanatory Note of Georgia. Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Mikheil Nodia Institute of Geophysics, Proceedings, vol. LXXIV, pp. 1-169.

Adamia Sh., Sadradze N., Zakaraia D., Tsereteli N., Zakariadze G., Migineishvili R. (2013). Gudauri-Mtskheta-Borjomi-Tbilisi. In: Tectonic Evolution of the Eastern Black Sea and Cauca¬sus//Field Guide: June 26-29. Darius Program, pp. 77-85.

Adamia Sh., Zakariadze G., Lordkipanidze M., Salukvadze G. (1974). The geological structure of Achara. In: Gamkrelidze, P., Rubinshtein, M. (Eds). Problems of the Geology of the Achara-Trialeti//Proceedings of the Geological Institute of the Academy of Scinces of the GSSR. “Metsniereba”, Tbilisi, 44, pp. 60-69 (in Russian).

Alania V., Beridze T., Enukidze O., Chagelishvili R., Lebanidze Z., Maqadze D., Razmadze A., Sad¬radze N., Tevzadze N. (2021). The geometry of the two orogens convergence and collision zones in Central Georgia: new data from seismic reflection profiles. In: Bonali F., Mariotto F., Tsereteli N. (Eds.). Building Knowledge for Geohazard Assessment and Management in the Caucasus and other Orogenic Regions//NATO Science for Peace and Security, Series C: Envi¬ron¬mental Security, Springer, Dordrecht, pp. 73-88.

Alania V., Chabukiani A., Chagelishvili R., Enukidze O., Gogrichiani K., Razmadze A., Tsereteli N. (2017). Growth structures, piggyback basins and growth strata of Georgian part of Kura foreland fold and thrust belt: implication for Late Alpine kinematic evolu-tion//Geological Society, London, Special Publications 428, pp. 171-185.

Banks C., Robinson A., Williams M. (1997). Structure and regional tectonics of the Achara-Trialeti fold belt and the adjacent Rioni and Kartli foreland basins. Republic of Georgia. In: Robinson, A.G. (Ed.). Regional and Petroleum Geology of the Black Sea and Surrounding Region//AAPG Memoir. 68, pp. 331-346.

Beradze R., Gamrekeli G., Bandzava D., Kavtaradze S., Areshidze R., Labadze I., Zhgenti A., Geguchadze L., Lebanidze Z., Sabanadze M., Sagiridze L. (1985). Report (#16838) of the Trialeti geological-prospecting party about 1:25000 scale mapping within the sheets К-38-75-Б-в, г and К-38-75-Г-а, б (the central part of the Achara-Trialeti economic region) on the basis of conducted works in 1982–1985// Geological-Geophysical expedition for regional exploration, Trialetian geological mapping party, Geological Department of the Ministry of Geology of the Georgian SSR, Tbilisi, 1-400. Catalogue of the geological fund of the National Agency of Mineral Resources, Georgia, pp. 1-400 (in Russian).

Beridze T., Lebanidze Z., Uchman A., Lobzhanidze K., Khutsishvili S., Chagelishvili R., Koba¬kh¬id¬ze N., Makadze D., Khundadze N., Koiava K. (2021). Ichnological-sedimentological indi¬¬ca¬tors of deep-sea environment in Lower Eocene deposits of the Borjomi region (Geor¬gia) // In: 35th Meeting of Sedimentology: Prague, Czech Republic 21–25 June 2021, Book of Abstracts (eds. Bábek O., Vodrážková S.), Palacký University of Olomouc, pp. 55-56.

Buatois L.A., Mángano M.G. (2011). Ichnology: Organism-substrate interactions in space and time. Cambridge University Press, Cambridge, pp. 1–358.

Corrado S., Gusmeo T., Schito A., Alania V., Enukidze O., Conventi E., Cavazza W. (2021) Validating far-field deformation styles from the Adjara-Trialeti fold-and-thrust belt to the Greater Caucasus (Georgia) through multi-proxy thermal maturity datasets. Marine and Petroleum Geology, 130: 105-141.

Gamkrelidze I., Lobzhanidze G. (1984). Geology of Central Adjara-Trialeti and the Problem of Borjomi Mineral Water//Proceedings of Geological Institute of Academy of Sciences of GSSR. 83, pp. 1-81 (in Russian).

Gamkrelidze P. (1949). Geological Structure of Achara-Thrialethi Fold System//Academy of Scinces of the GSSR, pp. 1-507 (in Russian).

Geology of the USSR. (1964). Gamkrelidze P. (ed). Georgian SSR., v. X, Moscow, Nedra Publisher, pp. 1–655 (In Russian.).

Gusmeo T., Cavazza C., Alania V., Enukidze O., Zattin M., Corrado S. (2021) Structural inver¬sion of back-arc basins - The Neogene Adjara-Trialeti fold-and-thrust belt (SW Georgia) as a far-field effect of the Arabia-Eurasia collision. Tectonophysics, 803: 228702.

Koiava V. (1988). Litology//TSU Publisher, pp. 1-591 (in Georgian).

KU Ichnology. Trace fossils. Invertebrate.

Lebanidze Z., Koiava K., Khutsishvili S., Chagelishvili R., Khundadze N., Beridze T. (2016). Trace Fossils in the Paleogene Deposits of Borjomi Area (the Central Segment of the Achara-Trialeti Fold and Thrust Belt, Georgia): Preliminary Data of Ichnological Studies. In: Baucon A., Neto de Carvalho., Rodrigues J. Ichnia 2016: Abstract Book //UNESCO Geopark Naturtejo/ International Ichnological Association, Castelo Branco, Portugal, pp. 42-43.

Lebanidze Z., Uchman A., Beridze T., Kobakhidze N., Lobzhanidze K., Makadze D., Khutsishvili S., Chagelishvili R., Koiava K., Khundadze N. (2023). Ichnofacies Interpretation of Trace Fossils Occurrences in the Paleocene-Lower Eocene Deposits of the Borjomi Canyon//Bulletin of the Georgian National Academy of Sciences 17, N3, pp. 49-54.

Lordkipanidze, M. 1980. Alpine volcanism and geodynamics of the central segment of the Mediterranean belt. Proceedings of A. Janelidze Geol. Inst. of Academy of Sciences of GSSR, 69, pp. 1–162 (in Russian).

Lordkipanidze M., Meliksetian B., Djarbashian R. (1989). Mesozoic-Cenozoic magmatic evolu¬tion of the Pontian Crimean-Caucasian region//Mem. Soc. Géol. France. 154, pp. 103–124.

Nadareishvili G. (1999). Cretaceous volcanic formations of Georgia. Proceedings of A. Janelidze Geological Institute of Academy of Scinces of Georgia, 114, pp. 79-194 (In Russian.).

Obruchev S. (1923). Geological outline of the Borjomi region//Proceedings of Institute of Applied Mineralogy and Petrography 1, pp. 1–104 (In Russian).

Seilacher A. (1974). Flysch trace fossils: evolution of behavioural diversity in the deepsea. Neues Jahrb. Geol. Paläont. Monatsh pp. 233–245.

Sosson M., Stephenson S., Sheremet Y., Rolland Y., Adamia S., Melkonian R., Kangarli T., Yego¬rova T., Avagyan A., Galoyan G., Danelian T., Hässig M., Meijers M., Müller C., Saha¬kyan L., Sadradze N., Alania V., Enukidze O., Mosar J. (2016). The Eastern Black Sea-Cauca¬sus region during Cretaceous: new evidence to constrain its tectonic evolution. Compte-Rendus Geosciences, 348, pp. 23–32.

Tari G., Vrsic A., Gumpenberger T., Mekonnen E., Hujer W., Fallah M., Tevzadze N., Jania¬sh¬vili A., Pace P., Ricciato A., Alania V., Enukidze O. (2021) Eocene volcaniclastic re¬ser¬voir rocks in the Kartli Basin, Georgia: a fractured reservoir sequence. Journal of Petro¬leum Geology 44, pp. 413–434.

Uchman A. (2008). Stop 8, Zbludza, Beloveža Formation (Eocene) and Bystrica Formation (Eocene): Outer fan ichnology and sequential colonization of turbidites. In: Pieńkowski, G. & Uchman, A. (Eds), The Second International Congress on Ichnology, Cracow, Ichnolo¬gi¬cal sites of Poland: The Holy Cross Mountains and the Carpathian Flysch, The Pre-congress and Post-congress Field Trip Guidebook. Polish Geological Institute, Warsaw, pp.124–131.

Uchman A., Rattazzi B. (2011). The new complex helical trace fossil Avetoichnus luisae igen. n. et isp. n. from the Cainozoic deep-sea sediments of the Alpine realm: a non-graphoglyptid mid-tier agrichnion. Neues Jahrbuch für Geologie und Paläontologie – Abhandlungen, Band 260, Heft 3, pp. 319–330.

Uchman A., Wetzel A. (2012). Deep-sea fans. In: Bromley, R.G., Knaust, D. (Eds.), Trace fossils as indicators of sedimentary environments. Dev. Sedimentol, 64, pp. 643–671.

Uchman, A., Lebanidze, Z., Beridze, T., Kobakhidze, N., Lobzhanidze, K., Khutsishvili, S., Chage¬li¬sh¬vili, R., Makadze, D., Koiava, K., Khundadze, N. (2020). Abundant trace fossil Polykampton in Paleogene deep-sea flysch deposits of the Lesser Caucasus in Georgia: palaeoecological and paleoenvironmental implications. Palaeogeography, Palaeoclimatology, Palaeoecology 558: 109958.

Yilmaz A, Engin T., Adamia S., Lazarashvili T. (Eds.). (2001). Geological Studies of the Area Along Turkish-Georgian Border//Mineral Reseaarch and Exploration Institute (MTA) of Turkey, Ankara, 388 p.

Zakariadze G., Dilek Y., Adamia S., Oberhänsli R., Karpenko S., Bazylev B., Solov’eva N. (2007). Geochemistry and geochronology of the Neoproterozoic Pan-African Transcaucasian Massif (Republic of Georgia) and implications for island-arc evolution of the late Precam¬b¬rian Arabian–Nubian Shield//Gondwana Research 11, pp. 92–108.

Zakariadze G., Karamata S., Korikovsky S., Ariskin A., Adamia S., Chkhotua T., Sergeev S., Solov’eva N. (2012). The Early-Middle Paleozoic oceanic events along the southern European margin: The Deli Jovan Ophiolite Massif (NE Serbia) and paleooceanic zones of the Great Caucasus//Turkish Journal of Earth Sciences 21, pp. 635–668.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-12-11

როგორ უნდა ციტირება

ლებანიძე ზ., უჰმანი ა., ბერიძე თ., ჩაგელიშვილი რ., ლობჟანიძე კ., კობახიძე ნ., … ხუნდაძე ნ. (2024). ნამარხი ნაკვალევების ახალი ადგილსაპოვებელი აჭარა-თრიალეთის ნაოჭა-შეცოცებითი სარტყლის (საქართველო) შუაეოცენურ (ლუტეციური) ვულკანოგენურ-დანალექ სერიაში: კვლევის წინასწარი შედეგები. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის შრომები, (136), 78–90. https://doi.org/10.52340/pajig.2024.136.07

გამოცემა

სექცია

Articles