საბურთალოს სინკლინისა და ლისის ანტიკლინის ფარგლებში განვითარებული მცირეამპლიტუდიანი ტექტონიკური დეფრომაციების სტრუქტურულ-კინემატიკური ინტერპრეტაცია
DOI:
https://doi.org/10.52340/pajig.2024.136.06საკვანძო სიტყვები:
ტექტონიკური დეფორმაცია, კინემატიკა, რღვევებიანოტაცია
მცირეამპლიტუდიანი ტექტონიკური დეფორმაციების (ნაოჭები, რღვევები, სხვადასხვა ფლექსურული ფორმები, რომელიც არ აღემატება რამდენიმე ათეული სანტიმეტრიდან რამდენიმე მეტრამდე და განვითარებულია უფრო დიდი ნაოჭა სტრუქტურების ფარგლებში) გამოვლენა და შესწავლა გვაწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას რეგიონის ტექტონიკის დინამო-კინემატიკიური განვითარების შესახებ. ამ მცირე ზომის დეფორმაციებს, ხშირად, მეორეულ სტრუქტუტებსაც უწოდებენ. ზოგადად, ტექტონიკური დეფორმაციების ხასიათის შეფასებისას, მნიშნელოვანი როლი ენიჭება მათ სივრცობრივ განლაგებას და გარკვეულ მონაკვეთზე სტრუქტურების ინტენსივობის (სიხშირის) დადგენას. ამავდროულად, გათვალისწინებული უნდა იქნას მათი სტრუქტურულ-კინემატიკური პარაგენეზისები. ნაოჭა ზონებში დაფიქსირებული ბუნებრივი ტექტონიკური დეფრომაციების ფორმირების მექანიზმი და გენეზისი მრავალფეროვანია. ეს თავის მხრივ, ასახვას პოულობს ისეთ მაჩვენებლებში, როგორიცაა სტრუქტურების კონტრასტულობა და გავრცობადობა. ზოგ შემთხვევაში, იკვეთება რეგიონული რღვევების დინამიკური ზემოქმედების უბნები (ზონები), რაც ითვალისწინებს არსებული სიღრმული რღვევების მიმდებარე ტერიტორიების ფარგლებში განვითარებული ნარჩენი, მყიფე დეფორმაციების არსებობას, რაც გამოწვეულია აღნიშნული რღვევების გასწვრივი გადაადგილებებით. საბურთალოს სინკლინი და ლისის ანტიკლინი წარმოადგენს ქ. თბილისის ტერიტორიაზე განვითარებულ ძირითად პლიკატურ სტრუქტურებს. ისინი, ზოგადად განედური მიმართულებისაა და ტექტონიკურად განლაგებულია აჭარა-თრიალეთის ნაოჭა ზონის აღმოსავლეთი დაძირვის ფარგლებში. აღნიშნული ნაოჭები აგებულია ზედა ეოცენური და ოლიგოცენურ-ქვედამიოცენური ნალექებით. ორივე ეს ნაოჭი, აღმოსავლეთით, მდ. მტკვრის ხეობაში განიცდის უნდულაციას და იძირება უფრო ახალგაზრდა მიოცენურ-პლიოცენური ნალექების ქვეშ. სტრუქტურული თვალსაზრისით, ლისის ანტიკლინი ასიმეტრიული აგებულებისაა, მისი ჩრდილო ფრთა უფრო ციცაბოა (50-60º), ვიდრე სამხრეთი (25-35º). საბურთალოს სინკლინი ძირითადად ასიმეტრიული აგებულებისაა და მისი ფრთების დახრა არ აღემატება 15-40º-ს. ჩვენ მიერ, აღნიშნული ნაოჭა სტრუქტურების ფარგლებში ჩატარებული საველე სამუშაოების შედეგად, დაფიქსირდა მცირეამპლიტუდიანი ტექტონიკური სტრუქტურები: რღვევები, ნაოჭები და ფლექსურები. გარდა ბუნებრივი გაშიშვლებებისა, ქ. თბილისის ფარგლებში, შესწავლილია ბინათმშენებლობის პროცესში ახლადგაჭრილი ფუნდამენტების ქვაბულები. აქ გამოვლენილი ტექტონიკური სტრუქტურები წარმოადგენს ახალ, პირველად მასალას. როგორც ჩანს, მცირეამპლიტუდიანი რღვევითი სტრუქტურების ინტენსვობა იზრდება დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, ე.წ. თბილისის სუბ-მერიდიანულ სიღრმულ რღვევასთან მიახლოებისას, რაც გვაძლევს საშუალებას დავუშვათ მოსაზრება, რომ ეს გამოწვეულია აღნიშნული რღვევის დინამიკური ზემოქმედებით. ამავდროულად, ეს მონაკვეთი წარმოადგენს ლისის ანტიკლინის საკმაოდ დამრეცად დახრილ (10-15º) პერიკლინურ დაბოლოებას. სწორედ ეს მონაკვეთი წარმოადგენს ცნობილი ვაშლიჯვრის მეწყრული მოვლენების არეალს. ამრიგად, ჩვენ მიერ ლისის ანტიკლინისა და საბურთალოს სინკლინის ფარგლებში გამოვლენილ რღვევით სტრუქტურებს გააჩნია მკვეთრად გამოხატული მერიდიანული და ნაწილობრივ განედური მიმართულებები, რომელთა კინემატიკური ბუნება შეესაბამება ნასხლეტებს, შესხლეტვებს და იშვიათად ნაწევებს. ეს დეფორმაციები მიუთითებს ჩრდილოთი მიმართულების ჰორიზონტალური კუმშვის ვექტორების არსებობაზე. ამავე დროს, მათი ინტენსივობის ზრდა აღმოსავლეთით, მიანიშნებს თბილისის სიღრმული რღვევის დინამიკური ზემოქმედების არეალის არსებობაზე.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Basheleishvili L., Gabarashvili K. (2022). Structural-kinematic interpretation of secondary horizon¬tal and parasitic folds. Proc Al. Janelidze Institute of Geology, vol. 134, pp. 80-87 (in Georgian).
Devdariani E.I. (1971). Geology and oil and gas potential of the eastern subsidence of the Adjara-Tria¬le¬ti folded system. Diss. for candidate of geol- miner. sci. Geol. Inst., pp. 1-143. (in Russian).
Gamkrelidze I., Nadareishvili G., Tsamalashvili T., Basheleishvili L., Nadareishvili S. (2008). On Ge¬nesis of Tbilisi olistostromes. Proc. Al. Janelidze Institute of Geology, vol. 124, pp. 24-29.
Gamkrelidze I., Tsamalashvili T., Nikolaeva E., Godoladze T., Javakhishvili Z., Elashvili M. (2008). Tbilisi Fault and seismic activity of Tbilisi environs (Georgia). Proc. Al. Janelidze Institute of Geology, vol. 124, pp. 30-35.
Laliev A.G. (1964). Maikop series of Georgia. “Nauka”, Moscow, pp. 1-295 (in Russian).
Papava D., Devdariani E., Ageev V. (1971). The results of geological survey works and structural drilling within the eastern subduction of the Adjara-Trialeti folded system. Geological report according to the works of 1968-1970, 209 p. in Russian.
Patalakha E.I. (1985). Tectonofacies analysis of folded structures of the Phanerozoic. “Nedra”, Moscow, pp. 1-168 (in Russian).
Sherman S.I., Bornyakov S.F., Buddo V.Yu. (1983). Areas of dynamic influence of faults (mode-ling results). “Nauka”, Moscow, pp. 1-112 (in Russian).