ქისათიბის (საქართველო) დიატომიტის საბადო
DOI:
https://doi.org/10.52340/pajig.2024.136.04საკვანძო სიტყვები:
ქისათიბის საბადო, დიატომიტი, ტუფიანოტაცია
ქისათიბის დიატომიტის საბადო აგებულია მიო-პლიოცენური ასაკის ვულკანოგენებით (გოდერძის წყება). წყების ზედა ნაწილში განლაგებულია დიატომიტის შემცველი 5 ფენა. დიატომიტის შემცველი ქანი, მაკროსკოპულად ნაცრისფერი, ფხვიერი, სუსტად შეცემენტებული, საშუალო მჟავიანობის ლითოკრისტალოკლასტური ფოროვანი ტუფია, რომელიც გვხვდება დიატომიტის თეთრი, წვრილზოლებიანი, ღია ნაცრისფერი და ნაცრისფერი სახეობის სახით. თეთრი ფერის ნიმუშები, მიკროსკოპში ერთგვაროვანია, მთლიანად წარმოდგენილია მღვრიე, თითქმის იზოტროპული ოპალისებრი მასით, რომელიც მცირე რაოდენობით შეიცავს წმინდამარცვლოვან, კრისტალურ მექანიკურ მინარევს (α-კრისტობალიტი, Ca-მონტმორილონიტი, Ca-Na - მინდვრის შპატი). წვრილზოლებიანი, ღია ნაცრისფერი და ნაცრისფერი სახეობები ნატეხური აგებულებისაა, ზოგჯერ მათში როგორც ცალკეული მინერალის (ძირითადად, პლაგიოკლაზი და რქატყუარა), ასევე ქანის სხვადასხვა ზომის ჩანართები გვხვდება. გასულ საუკუნეში, ქისათიბის დიატომიტის საბადოზე მოპოვება როგორც ღია კარიერული წესით, ასევე მიწისქვეშა სამთო გამონამუშევრებით მიმდინარეობდა. ნედლეული, ძირითადად, მიეწოდებოდა საცემენტე მრეწველობას, ცემენტში ჰიდრავლიკური დანამატისათვის, ხოლო მცირე ნაწილი გამოიყენებოდა ქიმიურ მრეწველობაში. ქისათიბის უნიკალური თვისებების მქონე დიატომიტის ასეთი არარაციონალური გამოყენება არ იყო მიზანშეწონილი. ჩვენ მიერ ჩატარებული კომპლექსური ლაბორატორიული და არსებული ტექნოლოგიური კვლევების საფუძველზე, ნათლად იკვეთება ქისათიბის დიატომიტის საბადოს შემადგენელი დიატომიტის თეთრი სახესხვაობის უნიკალურობა. საველე სამუშაოებით, დრონით მიღებული სურათებისა და 3D მოდელების ანალიზით დადგინდა საბადოზე არსებული პრობლემები (ნაკარიერალების და ჩამდინარე წყლების პრობლემა, ჩამოქცეული შახტები და ა.შ.). მათი აღმოფხვრა კი მხოლოდ საბადოს ინვესტიციით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დამუშავებისა და მიღებული პროდუქტის რეალიზებით იქნება შესაძლებელი. თეთრი დიატომიტისაგან შესაძლებელია მივიღოთ მაღალხარისხოვანი ძვირადღირებული პროდუქცია: საფილტრე ფხვნილები შაქრის ხსნარების, ზეთის, ხილის წვენების, ღვინის, ლუდის გასაწმენდად; იგი შეიძლება წარმატებით გამოვიყენოთ მედიცინაში გლიცერინის და ინსულინის გასაწმენდად, სინთეზური ბოჭკოს, ქაღალდის, რეზინის, საღებავისა და სხვ. პროდუქციის წარმოებაში. დიატომიტისაგან დამზადებული პროდუქცია ექსპორტისთვისაც იქნება გამიზნული. ქისათიბის საბადოს რენტაბელური დამუშვება ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Gamkrelidze P.D. (1964). Geology of the USSR, vol. X, Georgian USSR, Mineral Resources; Part II, Publishing House "Nedra", Moscow, 308 p.
Tvalchrelidze A. G. (2006). Minerals and Mineral Resource Base of Georgia, Publishing House "Ore and Metals", Moscow, 320 p.
Geological report on the results of geological exploration and calculation of reserves at the Kisatibi diatomite deposit in the Akhaltsikhe District of the Georgian GSSR on 1-I-1963. Georgia’s coal exploration; Akhaltsikhe Geological Exploration Party. Tbilisi, 1963.
State balance of mineral reserves (2022). "National Agency of Mineral Resources"; Tbilisi.