მაკერის ტექტონიკური ზეწრის (კავკასიონი) შარირებასთან დაკავშირებული კატაკლაზის, მილონიტიზაციის და პოსტტექტონიკური მინერალიზაციის (ბლასტეზის) პროცესები

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.52340/pajig.2024.136.01

საკვანძო სიტყვები:

კავკასიონი, მაკერას ზეწარი, კატაკლაზი, მილონიტიზაცია და ბლასტეზი

ანოტაცია

კავკასიონის სტრუქტურული ზონის იალბუზის ქვეზონის ინფრა­სტრუქტურაზე, დროის ინტერვალში - ტურნეულსა და გვიან ვიზე­ურ­ში საუ­ღე­ლ­ტე­ხილო ქვეზონიდან შარირებულია ბუულგენის კომპლექსის ზედა ნაწილი - მაკერის ტექტონიკური ზეწარი. მაკერის ზეწრის სტრატიფიცირებული ფრანგმეტები ერთმანე­თი­სგან განსხვავდება მეტამორფიზმის ხარისხით, რომელიც მოიცავს მწვანე ფიქლებისა და ეპიდოტ-ამფიბოლიტური ფაციესის P-T პირობებს. ამ ფრაგმენტებმა რეგიონული მე­­­ტა­­მორფიზმი განიცადა შარირებამდე, ბუულგენის კომპლექსში, კალედონური ფაზი­სის გამოვლინების დროს. კავკასიონის იალბუზის ქვეზონის კრისტალონიკუმში გვიან­ვა­რისკული მეტამორფიზმის განვითარებას სხვა ფაქტორებთან ერთად, განსაზღვრავდა მაკერის მძლავრი (2500 მ) ტექტონიკური ზეწრის გადაადგილებისას, მის საგებში განვი­თა­რებული დისიპატური სითბო და მექანიკური ფაქტორები. მაკერის ზეწრის შარი­რე­ბის პროცესთან დაკავშირებული მინერალების გენერაცია მიმდინარეობდა მეტა­მორ­ფი­ზ­მის მწვანე ფიქლების ფაციესის ფარგლებში. მაკერის ზეწრის ინფრასტრუქტურსთან კონტაქტის ზონაში აღინიშნება მათი რეგიონული მეტამორფიზმის ხარისხის მნიშვნე­ლოვანი განსხვავება, ინტენსიურად განვითარებული კატაკლაზის, მილინიტიზაციისა და პოსტექტონიკური კრისტალიზაციის პროცესები. მაკერის ტექტონიკური ზეწრის სა­გებ­ში განვითარებულია ბლასტომილონიტების მძლავრი ზონა. ხახუნის თერმული ეფ­ე­ქტის ენერგია ავტოქთონში უმნიშვნელოა, ხოლო ალოქთონის ქანებში კი უფრო მაღა­ლია. მინერალების მნიშნელოვანი გადაკრისტალება ავტოქთონში შეინიშნება მხო­ლოდ მის უშუალო კონტაქტში. ალოქთონის კონტაქტურ ზონაში ფართოდ არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი გვიანვარისკული გრანიტოიდები და მათთან დაკავშირებული პოსტ­მა­გ­მუ­რი გარ­­­­­­დაქმნები. ტექტოგენეზისის ვარისკული ფაზისის დროს შარირებულმა ზო­გი­ერთმა ფრაგმენტმა გადაადგილება განიცადა ასევე ტექტოგენეზისის პოსტვა­რის­კული ფაზი­სის გამოვლინების დროსაც, სადაც მექანიკური წნეხი მნიშვნელოვნად ჭარბობდა ბლას­ტეზს და წარმოიქმნებოდა ტექტონიკური ბრექჩიები, კატაკლაზიტები და სხლეტ­ვის სარ­­კე­ები. მათთვის დამახასითებელია მნიშვნელოვანი მეტასომატური გარდაქმ­ნე­ბი,  ას­ე­­ვე სიღრმული ტიპის ბლასტომილონიტებში განვითარებული ფიქლებრიობა.

 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

დავით შენგელია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის პეტროლოგიის, მინერალოგიის, გეოქიმიისა და ლითოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

წყაროები

Baranov G.I., Kropachev S.M. (1976). Stratigraphy, magmatism and tectonics of the Greater Caucasus at the Precambrian and Paleozoic stages of development. In the book: Geology of the Greater Caucasus. Moscow: “Nedra”, pp. 45-154 (in Russian).

Chichinadze G. (2010). About the geological structure of the Buulgen series (The Greater Cau¬casus). Proc. dedicated to 100-th birthday anniversary of G. Zaridze and N. Tatrishvili. Al. Jane¬lid¬ze Institute of Geology. New series, vol. 125, pp. 123-128.

Chikhradze G.A. (1979). Lithology of the Lower and Middle Jurassic deposits of the Southern slope of the Greater Caucasus // Proc. of Geological Institute of Acad. Scien. of the Georgian SSR. New series, issue 62. Tbilisi, "Metsniereba", 202 p.

Gamkrelidze I. (1997). Terranes of the Caucasus and adjacent areas //Bull. Acad. Sci. of Georgia. 155, N3, pp. 75-81.

Gamkrelidze I., Shengelia D., Chichinadze G. (1996). Macera Nappe in the Crys¬talline Core of the Greater Caucasus and its geological significance//Bull. Ac¬ad. Sci. of Georgia. 154. N1, pp. 84-89.

Gamkrelidze I., Shengelia D., Chichinadze G., Yuan-his Lee, Okrostsvaridze A., Beridze G., Vardanashvili K. (2020). U–Pb LA–ICP–MS dating of zoned zircons from the Greater Caucasus pre-Alpine crystalline basement: Evidence for Cadomian to Late Variscan evolution. Geologica Carpatica, 71, 3, pp. 249-263.

Gamkrelidze I.P., Shengelia D.M. (2005). Precambrian-Paleozoic regional metamorphism, grani¬to¬id magmatism and geodynamics of the Caucasus. "Nauchnyi Mir", Moscow, 460 p. (in Russian).

Korikovsky S., Shengelia D., Potapenko Yu., Somin M., Chichinadze G. (1997). The map of meta¬mor¬¬phic facies of the crys¬talline basement of the Greater Caucasus; Scale 1:200000, Tbilisi (in Russian).

Korikovsky S.P. (1973). Changes in the composition of muscovite-phengite micas during meta¬mor¬phism. In the book: Phase equilibriums and mineral formation processes. Moscow: “Nauka”, pp. 71-94 (in Russian).

Shengelia D.M. (1968). Granulite facies of the Greater Caucasus //Izv. Academy of Sciences of the USSR., Ser. geol. No. 7, pp. 23-33 (in Russian).

Shengelia D.M., Ketskhoveli D.N. (1969). Rocks of the granulite facies of the Marukhi river gorge in the North Caucasus//Bul. of Acad. of Scien. of the Georgian SSR, vol. 56, 11, pp. 133-136.

Shengelia D.M., Korikovsky S.P., Chichinadze G.L., Mgaloblishvili I.Z., Kakhadze R.G., Poporadze N.G., Somin M.L., Potapenko Yu.Ya., Ketskhoveli D. N., Okrostsvaridze A.V., Shengelia M.D., Tsutsunava T.N., Gerasimov V.Yu., Perchuk A.L. (1991). Petrology of metamorphic complexes of the Greater Caucasus. M.: "Nauka", 232 p. (in Russian).

Shengelia D.M., Mgaloblishvili I.Z. (1984). New data on chloritoid-containing rocks of the Khdestskali river gorge (Greater Caucasus)//Proc. Georgoan Polytechnic Institute. In: Geology and exploration of mineral deposits of Georgia. No. 11 (381). Tbilisi, pp. 16-21 (in Russian).

Tsutsunava T.N. (1988). Petrology of metamorphic rocks of the greenschist facies of the Main Ran¬¬¬¬ge of the Greater Caucasus and the Atsgara nappe//Thesis of a Cand. Diss., 25 p. (in Russian).

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-12-11

როგორ უნდა ციტირება

შენგელია დ. (2024). მაკერის ტექტონიკური ზეწრის (კავკასიონი) შარირებასთან დაკავშირებული კატაკლაზის, მილონიტიზაციის და პოსტტექტონიკური მინერალიზაციის (ბლასტეზის) პროცესები. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის შრომები, (136), 3–15. https://doi.org/10.52340/pajig.2024.136.01

გამოცემა

სექცია

Articles