ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთი არისტარქეს მმართველობის ხანაში
საკვანძო სიტყვები:
არისტარქე, კოლხეთი, მითრიდატე, დიოსკურია, ჰენიოხები, რომიანოტაცია
ძვ.წ. 65 წ. კოლხეთის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო. წინა აზიაში პომპეუსის ლაშქრობის შედეგად ახალი, „რომაული წესრიგი“ დამყარდა. რომის პოლიტიკურ სისტემაში ჩართულ ქვეყნებს შორის აღმოჩნდა კოლხეთიც, რომელიც პომპეუსმა ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოყო. კოლხეთის მმართველად პომპეუსმა დანიშნა ადგილობრივი, პრორომაულად განწყობილი დიდებული არისტარქე. რომის პროტექტორატის ქვეშ მოქცეული კოლხეთის საზღვრები ძვ.წ. 64 წ. ამისოს აქტით განისაზღვრა.
არისტარქე საკმაოდ ენერგიული მმართველი გამოდგა. მისი სამხედრო-პოლიტიკური აქტივობა განსაკუთრებით ჩრდილო-დასავლეთ საზღვრისკენ იყო მიმართული. მას, როგორც ანტიმითრიდატული მოძრაობის ლიდერს, კარგად ქონდა გაცნობიერებული ის ძირეული პრობლემები, რომელიც აქ დაგროვდა პონტოელთა ბატონობის ხანაში. არისტარქემ ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთის უკეთ კონტროლის მიზნით თავის მთავარ რეზიდენციად დიოსკურია გამოაცხადა და ენერგიული ღონისძიებების გატარება დაიწყო. პირველ რიგში, აღმოსაფხვრელი იყო მითრიდატეს მიერ გატარებული ანტიკოლხური პოლიტიკის შედეგები. პონტოელთა ძალაუფლების საყრდენი ამ რაიონში იყო დიოსკურიის ბერძნული მოსახლეობა და ჰენიოხთა მეომარი ტომები. ისინი კვლავ ინარჩუნებდნენ პრომითრიდატულ და ანტიკოლხურ განწყობას. არისტარქემ ჰენიოხების წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლებით შეძლო კოლხეთის საზღვრების გადაწევა მინიმუმ პიტიუნტამდე. ჰენიოხურმა ტომებმა არისტარქეს წარმატებული პოლიტიკის შედეგად აღიარეს კოლხეთის უზენაესობა.
არისტარქემ გარკვეული ღონისძიებები გაატარა დიოსკურიის ბერძნული მოსახლეობის წინააღმდეგაც. არისტარქეს მმართველობის დროს ბოლო მოეღო დიოსკურიის ბერძნულ ოლიგარქიას. როგორც ჩანს, არისტარქემ შეუშვა რომაელი კომერსანტები კოლხეთის ზღვისპირეთში და პირველად დაარღვია ბერძენთა მონოპოლია ვაჭრობაში. არისტარქეს მმართველობის პერიოდში დიოსკურიის მოსახლეობის კოლხური ნაწილი, რომელიც პონტოელთა ბატონობის დროს მეორე პლანზე იდგა, კვლავ დომინანტ ძალად იქცა და ისინი ქალაქის მმართველობის სათავეში მოექცნენ.
ამდენად, არისტარქეს წარმატებული პოლიტიკის შედეგად კოლხეთის გავლენა შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე გაიზარდა. ამ მიმართულებით არისტარქე კოლხი მეფეების პოლიტიკის გამგრძელებლად გამოდის, რომელთა ძალაუფლებაც ერთ დროს თანამ. ტუაფსეს ჩრდილო-დასავლეთით, ძველ ლაზიკამდე (ნიკოფსია) ვრცელდებოდა.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
1. აპიანე. მითრიდატეს ომების ისტორია. ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და შესავალი და საძიებლები დაურთო თ. ყაუხჩიშვილმა. თბ., 1959.
2. ნ. ბერულავა. ქალაქი დიოსკურია ანტიკურ ეპოქაში (ძვ.წ. VI - ახ.წ. III სს.). თბ., 2022.
3. გ. გამყრელიძე, თ. თოდუა. რომის სამხედრო-პოლიტიკური ექსპანსია საქართველოში. თბ., 2006.
4. დიონ კასიოსის ცნობები საქართველოს შესახებ. ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და შესავალი და კომენტარები დაურთო ნ. ლომოურმა. თბ., 1966.
5. თ. დუნდუა. გნეუს პომპეუსის პორტრეტი და ქართული ნუმიზმატიკა. თბ., 2008.
6. მ. ინაძე. ძველი აფხაზეთის ეთნო-პოლიტიკური ისტორიის საკითხები. - მაცნე. ისტორიის,.. სერია, #1, 1992, გვ. 7-20.
7. მ. ინაძე. ანტიკური ხანის კოლხეთის ქალაქები (დიოსკურია-სებასტოპოლისი, ბიჭვინთა). – საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფ¬ილების მოამბე, 1963, #4, გვ. 124-150.
8. მ. ინაძე. ძველი კოლხეთის საზოგადოება. თბ., 1994.
9. ნ. ლომოური. „კოლხიდის“ და „კოლხების“ გაგებისათვის. – თსუ შრომები, ტ. I-B(138). თბ., 1971, გვ. 19-31.
10. გ. მელიქიშვილი. საქართველო ახ.წ. I-III საუკუნეებში. – საქართველოს ისტორიის ნარკვევები, I. თბ., 1970.
11. კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს. (პოლიტიკური ურთიე-რთობები). თბ., 2005.
12. კ. ფიფია. არისტარქე კოლხი. თბ., 2023.
13. კ. ფიფია. ანტონიუსის აღმოსავლური პოლიტიკა და კოლხეთი. - საისტორიო ძიებანი, VII, თბ., , 2004, გვ. 203-210.
14. კ. ფიფია. პონტოს სამეფოდან კოლხეთის გამოყოფის საკითხისათვის. - კრ.: მარი ბროსე-210. თბ., 2012, გვ. 37-51.
15. კ. ფიფია. მანილიუსის კანონი და ,,ზემო კოლხეთი”. - აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, №1 (8), თბ., 2012, გვ. 24-36.
16. ფლავიუს არიანე. მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო. თარგმანი, გამოკვლევა, კომენტარები და რუკა ნ. კეჭაღმაძისა. თბ., 1961.
17. თ. ყაუხჩიშვილი. ბერძენი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. I. თბ., 1967.
18. თ. ყაუხჩიშვილი. სტრაბონის გეოგრაფია. ცნობები საქართველოს შესახებ, თბ., 1957.
19. Аппиан. Гражданские войны. М., 1935.
20. Н. Б. Берулава. Город Диоскурия-Себастополис и рай¬он Су¬хумской бухты в античную эпоху (VI в. до н.э. – III в. н.э.). Тб., 2005.
21. Ю. Н. Воронов. Диоскуриада - Себастополис - Цхум. М., 1980.
22. Ю.Н. Воронов. Научные труды в семи томах. T. IV, Сухум, 2014.
23. К. В. Голенко. Еще о монетах, приписываемых Савмаку. - Вестник древней истории, 1963, № 3.
24. К.В. Голенько. Аристарх Колхидский и его монеты. – Вестник древней истории, 1974, №4, გვ. 105-110.
25. Г. Ф. Дундуа. Нумизматика античной Грузии. Тб., 1987.
26. М. П. Инадзе. Вопросы этнополитической истории древней Абхазии. – Разыскания по истории Абхазии/Грузия, Тб., 1999.
27. Д.Г. Капанадзе. Грузинская нумизматика. М., 1955.
28. Н. Ю. Ломоури. К истории Пон¬тийского царства. Тб., 1979.
29. Г.А. Лордкипанидзе. К истории древней Колхиды. Тб., 1970.
30. О. Д. Лордкипанидзе. Древняя Колхида. Миф и археология. Тб., 1979.
31. Г. А. Меликишвили. К истории древней Грузии. Тб. 1959.
32. Лукан, Марк Анней. Фарсалия или поема о гражданской войне. Перевод Л.Е. Остроумова, pедакция, статья и комментарии Ф.А. Петровского. M., 1993.
33. К. Пипия. Внешняя политика Антония и Восточное Причерноморье. - Кавказ и Мир. Междун¬ародный научный журнал, № 28, 2024, გვ. გვ. 84-89.
34. С. Ю. Сапрыкин. Понтийское царство, М., 1996.
35. Страбон. География. Перевод, статья и комментарий Г. А. Стратановского. Л., 1964.
36. Письма Марка Туллия Цицерона к Аттику, близким, брату Кви¬нту, М. Бруту. т. II, годы 51-46. Перевод и комментарии В. О. Горенштейна. М.-Л.,1950.
37. Т.Т. Тодуа. Колхида в составе Понтийского царства. Тб., 1990.
38. С. М. Шамба. Монетное обращение на территории Абхазии (Vв. до н.э. – XIII в. н.э.), Тб., 1987.
39. Appian. Roman History: The Civil Wars. Translated By H. White. Harvard University Press, 1979.
40. Appian. History of Rome: The Mithridatic Wars. translation by H. White and J. Lendering. Harvard University Press, 2004.
41. Dio’s Roman History. Volume 1. London: W. Heinemann; New York: MacMillan, 1974.
42. A. Jenkins. Recent Asquisitions of Greek Coins by the British Museum. – Numismatic Chronicle, 1959, ser. VI, t. XIX.