ჩხარი - ქალაქური ტიპის ისტორიული დასახლების აღორძინება (ცენტრის ისტორიული იერის აღდგენა, მუზეუმის ახალი შენობის პროექტირება, კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია)
საკვანძო სიტყვები:
ჩხარი, ქალაქური ტიპის დასახლება, საკაჟია, საგვარჯილე, ოქონის გორა, უთხოვარის კორომიანოტაცია
ჩხარი, რომელიც დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის, უმდიდრესი ისტორიული წარსულისაა.
არქეოლოგიური მონაცემებით ჩხარის მიდამოები ქვის ხანიდან (საკაჟია, საგვარჯილე) მოყოლებული ყველა არქეოლოგიური პერიოდის ძეგლითაა წარმოდგენილი.
ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით - „არს მთის ძირას ჩხარი. ეს ყოფილა ქალაქი, არამედ აოხრდა ლევან დადიანისაგან. აქ არს დაბა“. ჩხარი კვლავ აღდგა XVIII საუკუნის 30-იან წლებში და დიდხანს ინარჩუნებდა ქალაქის ფუნქციას. XIX საუკუნეში აქ იყო - სკოლა, სასამართლო, ბიბლიოთეკა, მთელს იმერეთში განთქმული ბაზრობა.
XX საუკუნის დასაწყისში ჩხარში დაარსდა სახელმწიფო თეატრი, საავადმყოფო, საფოსტო განყოფილება, დამყარდა სატელეფონო კავშირი თბილისთან, აშენდა 45 ცხ. ძალიანი ელექტროსადგური, მოეწყო პირველი კინოჩვენება, გაიხსნა საბავშვო ბაღი, ფოტო-ატელიე, ღვინის ქარხანა, სალარო, ბანკი, დაარსდა პედაგოგიური სასწავლებელი, რადიოკვანძი, გაიხსნა საავტომობილო მიმოსვლა - ზესტაფონი-ჩხარი, დაარსდა მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (1962).
ჩხარში მუშაობდა კონიაკის, შამპანურის, ლიმონათის, კრამიტის, აგურის, კედლის ფილების ქარხნები; სამკერვალო ცეხი, საყოფაცხოვრებო სამსახური.
ჩხარელი და მეზობელი სოფლების მოსახლეობის დიდი ნაწილი დაკავებული იყო ამ საწარმოებში, რითიც მოგვარებული იყო მათი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები.
ჩხარის საქალაქო ცხოვრება, მისი სოციალურ-ეკონომიკურ-კულტურული ფუნქციონირება, შეწყდა 1950 წელს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რამაც გამოიწვია ისტორიულად ჩამოყალიბებული აბრეშუმის გზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის ინტერესების უგულვებელყოფა და შესაბამისად სოფლების დაცარიელება.
ჩხარის რეგიონისათვის სოციალურ-ეკონომიკურ-კულტურული ფუნქციის აღდგენის (დაბრუნების) აუცილებელ კომპონენტად მიგვაჩნია მისი კულტურულ-საგანმანათლებლო ფუნქციის წინ წამოწევა, რისი მრავალმხრივი რესურსიც არსებობს, და რომელიც ტურისტული განვითარების საფუძველიც გახდება.
ამ რესურსის მთავარი კომპონენტებია - ჩხარის ჯერ კიდევ შემორჩენილი ქალაქური ტიპის უბნების და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია, კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია, არქეოლოგიური ძეგლების - საკაჟიასა და საგვარჯილეს მღვიმეების, ისტორიულ ძეგლების - ოქონის გორაზე მაცხოვრის სახელობის ერთნავიანი ბაზილიკა და ციხის ნანგრევები, წმინდა გიორგის ეკლესია სამრეკლოთი და გალავნით, ბუნების ძეგლის - უთხოვარის კორომი, ტურისტულ სანახაობად ქცევა.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ვახუშტი ბატონიშვილი, 1973. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ტ. 4. თბილისი.
გამყრელიძე გ., მინდორაშვილი დ., ბრაგვაძე ზ., კვაჭაძე მ. და სხვ. 2013. ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი (რედ. და პროექტის ხელმძღვ. გ. გამყრელიძე) თბ.