გზა ტრადიციებისკენ - კულტურული ტურიზმის პოტენციალი რაჭა-ლეჩხუმში

გზა ტრადიციებისკენ - კულტურული ტურიზმის პოტენციალი რაჭა-ლეჩხუმში

ავტორები

  • ციცინო დავითულიანი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ფიქრია ჯინჯიხაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

რაჭა–ლეჩხუმი, ზანდურის სახლი, გის რუკები

ანოტაცია

 ჩვენი საკვლევი ტერიტორია მოიცავს მდ. რიონის ხეობაში მოქცეულ ლეჩხუმსა და ქვემო რაჭას. უდიდესი ტურისტული პოტენციალის არსებობის მიუხედავად რეგიონში ტურიზმის განვითარება საწყის ეტაპზეა და ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი.

რაჭა–ლეჩხუმი ის რეგიონია, სადაც კულტურული ტურიზმის განვითარება შეიძლება დაიგეგმოს მდგრადი პრინციპებით – ისე, რომ არც გარემო დაზიანდეს და არც კულტურული მემკვიდრეობა გაქრეს კომერციული ინტერესების ზეწოლით. თანამედროვე ტურიზმის ტენდენციები, ეკო-მეგობრული და ავთენტურ გამოცდილებაზე დაფუძნებული მოგზაურობა არის ის, რაც რაჭა–ლეჩხუმის ბუნებრივ შესაძლებლობებს იდეალურად შეესაბამება.

მდგრადი კულტურული ტურიზმი ხელს უწყობს ადგილობრივი თემების ჩართულობას ტურისტულ საქმიანობაში – საოჯახო ტიპის განთავსების ობიექტების განვითარებით, ადგილობრივი მენიუს პოპულარიზაციით, ტრადიციული რეწვისა და ოსტატობის ჩართვით ტურისტულ აქტივობებში. ეს პროცესები, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას და სამუშაო ადგილების შექმნას, ხოლო მეორე მხრივ – იცავს კულტურულ იდენტობას და აძლევს სტიმულს მის გაგრძელებას. ყველა ზემოაღნიშნულის მაგალითს ლეჩხუმში მდებარე  ,,ზანდურის სახლი” წარმოადგენს. ეს არის მუზეუმი ღია ცის ქვეშ, სადაც ერთ სივრცეში წარმოდგენილია ლეჩხუმის ისტორია, კულტურა, ტრადიციები, საოჯახო მარნისა და სასოფლო ტურიზმის სპეციფიკა. ტურისტებისთვის საინტერესოა მონაწილეობა  მასტერკლასებში, ხალხური სიმღერის საღამოებში, ან ტრადიციული რაჭული ღვინის დაყენების პროცესში. ამ გზით კულტურა აღარ რჩება მხოლოდ ისტორიულ ექსპონატად, არამედ იქცევა ცოცხალ გამოცდილებად  – რომელიც ტურისტს დაუვიწყარ შთაბეჭდილებას უტოვებს და ადგილობრივსაც ეკონომიკურად აძლიერებს. პოსტკოვიდურ პერიოდში აღირიცხა ვიზიტორთა რიცხვის ზრდა, რაც დამატებით სტიმულს ქმნის ტურიზმის სექტორში დასაქმებულთათვის.

ჩვენი კვლევის შედეგების გის ანალიზის საფუძველზე შევქმენით რეგიონის ტურისტული რუკები, რაც ვფიქრობთ მცირე დახმარებას გაუწევს რაჭა–ლეჩხუმში მოგზაურობით დაინტერესებულებს.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფიები

ციცინო დავითულიანი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი, გეოგრაფიის დოქტორი                                                                                                                                                                                                                       

ფიქრია ჯინჯიხაძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტ. პროფესორი, გეოგრაფიის დოქტორი

წყაროები

1. ბლიაძე ნ, (2009)- საირმის სვეტების ისტორია. ქუთაისი, აწსუ

2. დავითულიანი ც, მიქაუტაძე დ, (2008) - საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული დარაიონება. ქუთაისი, აწსუ

3. მამარდაშვილი ფ., (2017) - ცოტაც ბევრია? ,,უსახელაურის“ ღვინის ამბავი. https://iset-pi.ge/ka/blog/182-tsotats-bevria-usakhelauris-ghvinis-ambavi

4. სებისკვერაძე ნ., (2023) - ლეჩხუმის ბუნებრივი ღვინო და დიდი მომავალი https://www.nwa.ge/ka/blog/249?title=lechkhumis-bunebrivi-ghvino-da-didi-momavali&lang=ka

5. ფრუიძე ლ, (2022) - ხვანჭკარა და რაჭული ღვინო.

https://sites.google.com/a/iliauni.edu.ge/natia-chkhaidze/khvanchkara-da-rach

6. სტატისტიკური ინფორმაცია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების შესახებ. https://regions.geostat.ge/regions/racha.php?lang=ka

7. Check 24, (2019)- ხვანჭკარის ისტორია. https://check24.ge/ka/blog/9

გამოქვეყნებული

2026-08-13

როგორ უნდა ციტირება

გამოცემა

სექცია

კულტურული მენეჯმენტი

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...