XX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული თეატრალური მხატვრობის ძირითადი ტენდენციები ( 1920–30–იანი წწ.): თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრის დადგმების გაფორმებები

XX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული თეატრალური მხატვრობის ძირითადი ტენდენციები ( 1920–30–იანი წწ.)

თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრის დადგმების გაფორმებები

ავტორები

  • მანანა კაშია საპატრიარქოს წმინდა აბუსერისძე ტბელის სახელობის ხიჭაურის სასწავლო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

თეატრალურ–დეკორაციული ხელოვნება, სცენოგრაფია, კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი, ირაკლი გამრეკელი, ვ. სიდამონ–ერისთავი, ბ. ბრეხტი, ერ. პისკატორი

ანოტაცია

ქართულ თეატრალურ-დეკორაციულ მხატვრობას, რომელმაც განვითარების ხანგრძლივი და რთული გზა განვლო ისევე, როგორც  სახვითმა ხელოვნებამ, ქართული ხელოვნების ისტორიის თანამედროვე კვლევებში ნიშანდობლივი ადგილი უკავია.  ქართველი სცენოგრაფების შემოქმედება  ფართოდ არის ცნობილი საერთაშორისო ასპარეზზე. ამ მიმართულებით არსებული მასალა, საფუძველს გვაძლევს ვისაუბროთ  ტრადიციების განმსაზღვრელ მნიშვნელობაზე თანამედროვე თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნების  მხატვრული ენის ჩამოყალიბების საკითხში და ზოგადად, მდიდარი ტრადიციების, ისტორიული გამოცდილების მქონე სცენოგრაფიის  ქართული „სკოლის“ არსებობაზე, რომელიც დასაბამს XX საუკუნის 1920-იანი წლებიდან  იღებს,  დღესაც ღირსეულად აგრძელებს გზას და არაერთი მხატვრის ინტერესის სფერო ხდება.

თავიანთ კვლევებსა და  ნაშრომებში სპეციალისტები ერთსულოვნად თანხმდებიან,  რომ თეატრი ცოცხალი ორგანიზმია, ხოლო თეატრალურ–დეკორაციული ხელოვნება, თითქმის ყოველ ათეულ წელიწადში,  ეტაპობრივი მნიშვნელობის ცვლილებებს განიცდის.  ამდენად, სცენოგრაფიის ქართულ სკოლაზე საუბარი, მისი  განვითარების პროცესის სრულყოფილი და მრავალმხრივი განხილვა შეუძლებელია, როგორც მემკვიდრეობის საფუძვლიანი გადააზრების, ასევე, ახალი ფორმების, რეჟისორისა და მხატვრის შემოქმედებითი ურთიერთკავშირის პრინციპების ანალიზისა და მათი განმსაზღვრელი კონკრეტულ–ისტორიული და კულტურული სიტუაციების გააზრების გარეშე.

საქართველოში, თეატრალური ხელოვნების განვითარება, რუსეთიდან საქართველოში ახლად დაბრუნებული კოტე მარჯანიშვილის სახელს უკავშირდება. როგორც ქ. კინწურაშვილი აღნიშნავს: კ. მარჯანიშვილის მიერ სწორად  დასახულმა გეზმა  განაპირობა  სცენოგრაფიის მყარი საფუძველი, ისევე, როგორც საერთოდ  თეატრალური ხელოვნებისა.  სწორედ  მისი თაოსნობით,  მეოცე საუკუნის 20-იან წლებში, ქართულ თეატრში მოდის არაერთი ახალგაზრდა ნიჭიერი მხატვარი (ირ. გამრეკელი, დ. კაკაბაძე, ლ. გუდიაშვილი, ე. ახვლედიანი და სხვ.), რომელთა ძიებებისა და მიგნებების, სასცენო სივრცის კონსტრუირების   ნოვატორული  საშუალებების შედეგად საფუძველი ჩაეყარა ხელოვნების დამოუკიდებელ დარგს – ქართულ პროფესიულ თეატრალურ მხატვრობას. სცენა გათავისუფლდა შაბლონური, ე.წ. „მორიგე“ დეკორაციებისგან, რამაც ეროვნულ სცენაზე სხვადასხვა ავანგარდული მიმდინარეობისთვის დამახასიათებელი გამომსახველობითი ხერხების დამკვიდრებას შეუწყო ხელი.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

მანანა კაშია, საპატრიარქოს წმინდა აბუსერისძე ტბელის სახელობის ხიჭაურის სასწავლო უნივერსიტეტი

საპატრიარქოს წმინდა აბუსერისძე ტბელის სახელობის ხიჭაურის სასწავლო უნივერსიტეტის ასისტენტი,

ივანე ჯავახიშვილის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი

წყაროები

1. ალიბეგაშვილი გაიანე., ,,თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნება“, წიგნში ,, ქართული საბჭოთა სახვითი ხელოვნება“, თბილისი ხელოვნება“,1973.

2. ალიბეგაშვილი გაიანე, ,,კინოსა და თეატრის მხატვრები“, საბჭოთა ხელოვნება“ N3, 1966.

3. Алибегашвили Г.В., ,,Оформление постановок театров им Руставели и Марджанишвили“. ქართული ხელოვნება. თბილისი, სერია 13,1974.

4. ანთელავა-მამალაძე ლ, ,, სივრცე-დროის ტრანსფორმაციის საკითხი XX საუკუნის ქართულ მხატვრობაში“ , ჟურნალი. ,, საქართველოს სიძველენი“, N13,2009.

5. ბელაშვილი თამარ, ,, რუსთაველის თეატრის სცენოგრაფია 1950-2000 წწ “, თბილისი, 2019.

6. ბელაშვილი თამარ, ,, ექსპრესიონისტულ–კონსტრუქტივისტული ძიებანი XX საუკუნის პირველი ათწლეულების ქართულ სცენოგრაფიაში“, https://www.georgianart.ge ელექტრონული ჟურნალი, ARS GEORGICA“, სერია B, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი, 2010.

7. Березкин Виктор Иванович, ,, Искусство сценографии мирового театра. От истоков до середины XX века“. УРСС.1997.

8. თუმანიშვილი ელენე, ,,სანდრო ამეტელისა და ირაკლლი გამრეკელის თეატრი“, ჟურნალი ,,საბჭოთა ხელოვნება“ N 7, 2007.

9. თუმანიშვილი ელენე, ,,შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში დაცული კოლექციის ზოგადი დახასიათებისათვის“, (XX საუკუნის 20–40–იანი წლების ესკიზები)“, https://www.georgianart.ge ელექტრონული ჟურნალი, ARS GEORGICA“, სერია B, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი, 2010.

10. თუმანიშვილი ელენე, ,,საცენოგრაფიის განვითარების ტენდენციების შესახებ“, ესკიზები)“,, https://www.georgianart.ge ელექტრონული ჟურნალი, ARS GEORGICA“, სერია B, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი, 2010.

11. კიკნაძე ვასილ, ,,საუბრები რეპეტიციაზე“, ჟურნალი ,,საბჭოთა ხელოვნება“ N5, 1964.

12. კინწურაშვილი ქეთევან, ,,მისაბაძი და შთამაგონებელი“. გაზეთი ,,ლიტერატურული საქართველო“ N11.10, 1985.

13. კინწურაშვილი ქეთევან, ,,ძიების გზით“, ჟურნალი ,,საბჭოთა ხელოვნება“ N1,

1980.

14. კინწურაშვილი ქეთევან, ,,სცენოგრაფი თემურ ნინუა“, ჟურნალი ,, ცისკარი“ N10 , 1980.

15. კინწურაშვილი ქეთევან, ,,О Грузинской сценографии", журнал ,,Литературная Грузия", N1, 1981.

16. Кузнецов Эраст, ,,Советские художники театра и кино“, зборник ,,Советский художник“,1976.

17. ო'კლეი მარიანა, ,,ქართული სცენოგრაფიის ისტორიისთვის“, https://www.georgianart.ge ელექტრონული ჟურნალი, ARS GEORGICA“, სერია B, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი, 2010.

18. Рудницкий Константин Лазаревич, ,,Реж. Мейерхолд“, издательство ,,Наука“, Москва, 1969.

19. შავგულიძე ქეთევან, ,,ნოვატორული მხატვრული საშუალებები ელ. ახვლედიანის სცენოგრაფიაში (1920–30–იანი წლები)“, თბილისი, 2003.

20. თბილისის თეატრისა და კინოს მუზეუმში დაცული ესკიზები და წერილები.

21. საილუსტრაციო მასალა., https://www.google.com/.

22. ჩანაწერი –ინტერვიუ ცნობილ ქართველ რეჟისორ, ბ–ნ რობერტ სტურუასთან საუბრისას XX საუკუნის ქართული სცენოგრაფიის შესახებ, 2009

გამოქვეყნებული

2026-08-13

როგორ უნდა ციტირება

კაშია მ. (2026). XX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული თეატრალური მხატვრობის ძირითადი ტენდენციები ( 1920–30–იანი წწ.): თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრის დადგმების გაფორმებები. მუზეუმი და გლობალიზაცია. Retrieved from https://journals.4science.ge/index.php/mg/article/view/5030

გამოცემა

სექცია

ისტორია

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...