მეტალურგიული წიდა და მისი მნიშვნელობა ლითონწარმოების ტექნოლოგიების რეკონსტრუქციის პროცესში
DOI:
https://doi.org/10.52340/gmg2023.01.013საკვანძო სიტყვები:
კოლხეთი, უძველესი რკინის მეტალურგია, არქეოლოგიური წიდაანოტაცია
უძველესი რკინის მეტალურგიის საკითხების შესწავლისას მნიშვნელოვან ინტერესს წარმოადგენს ის მატერიალური მტკიცებულებები, რომლებიც რკინის საწარმოო სახელოსნოსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზეა წარმოდგენილი: გამოსადნობი ქურა, მადნეული, წიდა, რკინის ლუგვი და სხვ. აღსანიშნავია, რომ ცივი ბერვის ქურებში რკინის მიღების პროცესზე გავლენას ახდენდა მრავალი ფაქტორი, უპირველეს ყოვლისა, მადნის ტიპი, საწვავის ხარისხი, თიხის მახასიათებლები, ღუმელის დიზაინი, ჰაერის მიწოდების მეთოდი, ტემპერატურა, წიდის და ლუგვის ქურიდან ამოღების მეთოდი. ვინაიდან ამ ფაქტორების შესაძლო კომბინაციები საკმაოდ დიდია, შესაბამისად, წიდები და უძველესი მეტალურგიული წარმოების სხვა ნაშთები ხასიათდება ძალიან დიდი მრავალფეროვნებით. ამიტომ, ოპტიმალური მიდგომა, რომელიც შეიძლება რეკომენდებული იყოს უძველესი მეტალურგიური ძეგლების შესწავლისას, არის მასალების ზუსტი აღწერა, ანალიზი და შეძლებისდაგვარად, მათი კორელაცია (ურთიერთკავშირი /თანაფარდობა) რკინის წარმოების სხვადასხვა ეტაპთან.
უძველესი ლითონწარმოების ტექნოლოგიის რეკონსტრუქციის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ზოგჯერ ერთადერთ წყაროდ განიხილება მეტალურგიული წიდა, რომლის სამეცნიერო პოტენციალი საკმაოდ მაღალია. უცხოურ სამეცნიერო სივრცეში ჩამოყალიბებულია წიდების ყოვლისმომცველი კვლევის პროგრამები, გამოქვეყნებულია ამ მიმართულებით არაერთი სპეციალური ნაშრომი თუ სტატია, სადაც წარმოდგენილია წიდის ტიპები, რომელთა თითოეული სახეობა დაკავშირებულია წარმოების კონკრეტულ ციკლთან (ლითონწარმოებასთან ან მჭედლობასთან), ნაჩვენებია წიდების ინდივიდუალური ფიქსაციისა და გეოსტატისტიკური ანალიზის, ასევე, გეოქიმიური ანალიზის მნიშვნელობა, რაც შესაძლებელს ხდის, შეფასდეს მიღებული რკინის ხარისხი, მოხდეს უძველესი მეტალურგიის საბადოების იდენტიფიცირება და სხვ. სამწუხაროდ, ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ჯერ-ჯერობით არ გვაქვს წარმოდგენილი წიდების კვლევასთან დაკავშირებული სპეციალური მონოგრაფია ან სტატია, თუმცა ქართული მეტალურგიის შესწავლისადმი მიძღვნილ ზოგიერთ ნაშრომში არის საუბარი წიდების კვლევაზე. ამდენად, აღნიშნულ სტატიაში ჩვენ შევეცადეთ გვეჩვენებინა წიდების კვლევის მნიშვნელობა რკინის მეტალურგიული წარმოების რეკონსტრუქციის პროცესში. უცხოელი მეცნიერების გამოცდილებისა და ჩვენი ზოგიერთი დაკვირვების საფუძველზე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია წარმოვადგინოთ არქეოლოგიურ წიდაში „დაშიფრული“ ძირითადი სამეცნიერო ცოდნა და ამ საწარმოო ნარჩენის ინფორმაციულობის შესაძლებლობა და მნიშვნელობა.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ინანიშვილი გ., მაისურაძე ბ., გობეჯიშვილი გ. / Inanishvili G., Maisuradze B., Gobejishvili G.
საქართელოს უძველესი სამთამადნო და მეტალურგიული წარმოება (ძვ.წ. III – I ათასწლეულები), თბილისი.
ინანიშვილი გ. / Inanishvili G.
ქართული მეტალურგიის სათავეებთან (ძვ.წ. IV-I ათასწლეულები), თბილისი.
რეხ¬ვი¬აშ¬ვი¬ლი ნ. / Rekhthiashvili N.
მჭედლობა რაჭაში, თბილისი.
რეხ¬ვი¬აშ¬ვი¬ლი ნ. / Rekhthiashvili N.
ქართული ხალხური მეტალურგია (რკინა-მჭედლობა), თბილისი.
ხახუტაიშვილი ნ. / Khakhutaishvili N
ჭოროხის აუზის რკინის საწარმოო კერის კიდევ ერთი სახელოსნო უბანი, კრ. გონიო-აფსაროსი, VIII, ბათუმი.
Bachmann H. / ბაჰმან ნ.
The Identification of Slag from Archaeological Sites. London: Occasional Publication.
Borovský T., Kijac J., Buľko1 B., Domovec M., Havran J. / ბოროვცკი ტ., ბულკოლ ვ., დომოვეცი მ., ჰავრან ჯ.
The influence of slag composition on the distribution of manganese between slag and metal in the electric furnace, Acta Metallurgical Slovaca. 2012. Vol. 18, No. 1.
Crew P., Salter C. / ქრიუ პ., სოლტერ კ.
Currency Bars with Welded Tips, Bloomery Ironmaking during 2000 years: Seminar in Budalen. Volume III. Trondheim: University of Trondheim.
Crew P. / ქრიუ პ.
CaO enrichment in slags: the influence of fluxing or of fuel ash? Early Ironworking in Europe, II conference, Plas Tan y Bwlch.
Crew P. / ქრიუ პ.
Twenty-five years of bloomery experiments: perspectives and prospects, accidental and experimental Archaeometallurgy, HMS Occasional Publication No. 7. London.
Dungworth D., Wilkes R. / დუნგვორტ დ., უილკს რ.
An investigation of hammer scale, Research Department Report. Series N26.
Erb-Satullo N., Gilmour B., Khakhutaishvili N./ერბ-სატულო ნ.,გილმოურ ბ., ხახუტაიშვილი ნ.
Late Bronze and Early Iron Age copper smelting technologies in the South Caucasus: The view from ancient Colchis c. 1500-600 BC, Journal of Archaeological Science, 49.
Erb-Satullo N., Gilmour B., Khakhutaishvili N./ერბ-სატულო ნ.,გილმოურ ბ., ხახუტაიშვილი ნ.
The ebb and flow of copper and iron smelting in the South Caucasus, Radiocarbon, 60.
Erb-Satullo N. / ერბ-სატულო ნ.
The innovation and adoption of iron in the ancient Near East, Journal of Archaeological Research, 27, 557-607.
Erb-Satullo N., Gilmour B., Khakhutaishvili N./ერბ-სატულო ნ.,გილმოურ ბ., ხახუტაიშვილი ნ.
The metal behind the myths: Iron smelting in the southeastern Black Sea region, Antiquity, 94, 401-419.
Mortimer C. / მორტიმერ ს.
Mortimer C. Chemical analysis of metalwork and metalworking debris. The historical Metallurgy society: Archaeological datasheet № 12. 1995.
McDonnell J. / მაკდონელ ჯ.
Smelting and smithing slags. Ancient monuments laboratory. Report 3970.
McDonnell J. / მაკდონელ ჯ.
Tap slags and hearth bottoms or how to identify slags, Current archaeology. 1983. No. 86.
McDonell J. / მაკდონელ ჯ.
A model for the formation of smithing slags // Materialy archeołogiczne XXVI. Krakǒw.
Paynter S., Blakelock E., Hatton G. / პეინტერ ს., ბლეიკლოკ ე., ჰეტონ გ.
Bloomery iron smelting – experimentation and archaeology // Plas Tan y Bwlch. Snowdonia National park. Reseacrh report series 25.
Piaskowski J. / პიასკოვსკი ჯ.
Classification of the strictures of slag inclusions in early objects made of bloomery iron, Archaeologia Polona. Wroclaw; Warszawa; Krakow; Gdansk. Vol. XVII.
Piaskowski J. / პიასკოვსკი ჯ.
Correlation between the phosphorus content in iron ore or slag and that in bloomery iron, Archaeologia Polona. Wroclaw; Vol. VIII. Warszawa; Krakow.
Piaskowski J. / პიასკოვსკი ჯ.
Phosphorus in iron ore and slag, and in bloomery iron, Archeomaterials 3. Vol. 3. Pp.47-59.
Pleiner R. / პლეინერი რ.
Iron in Archaeology: The European Bloomery Smelters. Archeologický ústav AVČR.
Rosenqvist A. / როზენკვისტ ა.
Report on chemical and mineralogical analyses of Norwegian ores, slags and iron, Berichte und Mitteilungen zur Urgeschichte, Fruhgeschichte und Mittelalterarchaologie. 1983. Band 40.
Serneels V., Crew P. / სერნილს ვ., ქრიუ პ.
Ore-slag relationships from experimentally smelted bog-iron ore, Early Ironworking in Europe, archaeology and experiment. International Conference Plas Tan y Bwich.
Sperl G. / სპერლ გ.
Comparative studies in early iron slags, Bergund Huttenmannische Monatshefte (124).
Tylecote R. / ტილეკოტ რ.
Metallurgy in archaeology. London: Edward Arnold (Publishers) LTD, 1962. 387 p.
Tylecote R. / ტილეკოტ რ.
The Early History of Metallurgy in Europe
Tholander E., Blomgren S. / თოლანდერ ე., ბლომგრენი ს.
On the classification of ancient slags by microstructure examination, ISKOS, vol. 5, Proceedings of the Third Nordic Conference on the Application of Scientific Methods in Archaeology, Mariehamn, Finland
Wang Q., Crew P. / ვანგ ქ., ქრიუ პ.
Three ores, three irons, three knives, The World of Iron. London: publisher by Archetype Books, Columbia, MD., USA
Водясов Е., Зайцева О. / Vodyasov E., Zaitseva O.
Что может рассказать археологу железный шлак, Вестник Томского государственного университета. История. 2017, N 47.
Кожевников Н. / Kozhevnikov N.
Шлаки и другие материальные свидетельства древней металлургии железа, Известия лаборатории древних технологий ИрГТУ, вып. 2, 2004.
Хахутаишвили Д. / Khakhutaishvili D.
К истории древнеколхидской металлургии железа. В сборнике «Вопросы древней истории», IV, Тбилиси.
Хахутаишвили Д. / Khakhutaishvili D.
Новооткрытые памятники древнеколхидской металлургии же¬леза. КСИА, 151, Тбилиси.
Хахутаишвили Д. / Khakhutaishvili D.
Сырьевая база и техника производства железа в древней Колхиде. Сб. „История горной науки и техники“, Тбилиси.
Хахутаишвили Д. / Khakhutaishvili D.
Производство железа в древней Колхиды, сб. „Мецниереба“, Тбилиси.