დაგვიანებული მიმართვიანობის გავლენა მუცლის მწვავე ქირურგიული პათოლოგიების კლინიკურ გამოსავალზე
PDF (English)

საკვანძო სიტყვები

მუცლის მწვავე ქირურგიული პათოლოგიები
ჰოსპიტალიზაციის დაგვიანება
მეორადი პერიტონიტი
კლინიკური გამოსავალი
ანთებითი მარკერები
ლეტალობა
გადაუდებელი ქირურგია

როგორ უნდა ციტირება

ქამადაძე მ., გულედანი მ., გოგოლაძე მ., რუხაძე მ., & პაპავა ე. (2026). დაგვიანებული მიმართვიანობის გავლენა მუცლის მწვავე ქირურგიული პათოლოგიების კლინიკურ გამოსავალზე. ახალგაზრდა მკვლევარები, 4(2), 135–146. https://doi.org/10.52340/jr.2026.04.02.09

ანოტაცია

შესავალი: მუცლის მწვავე ქირურგიული პათოლოგიები წარმოადგენს სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება. თანამედროვე პრაქტიკაში ჰოსპიტალიზაციის დაგვიანება ხშირი და საყურადღებო მოვლენაა. მოცემული კვლევის მიზანია დადგინდეს დაგვიანების გავლენა მუცლის მწვავე ქირურგიული პათოლოგიების კლინიკურ გამოსავალზე, რაც გადამწყვეტ როლს ასრულებს პაციენტის პროგნოზსა და კეთილდღეობაში.

მეთოდები: კვლევა ეფუძნება რეტროსპექტიულ-ობსერვაციულ მეთოდოლოგიას. კვლევის ობიექტს წარმოადგენდა თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის პაციენტთა ბაზა, რომელთაც 2025 წლის განმავლობაში ჩაუტარდათ გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია აღნიშნული პათოლოგიებით. სულ შესწავლილ იქნა 58 პაციენტის სამედიცინო ისტორია (ფორმა №100). მონაცემები სტატისტიკურად დამუშავდა ელექტრონული ცხრილების, სადიაგნოსტიკო პროტოკოლებისა და კითხვარების გამოყენებით.

შედეგები: კვლევის მიხედვით, პაციენტთა 53% (n=31) იყო მამაკაცი, ხოლო 47% (n=27) — ქალი. ასაკობრივ კატეგორიაში ჭარბობდნენ ხანდაზმულები (62%, n=36). გამოვლინდა მეორადი პერიტონიტების სხვადასხვა ეტიოლოგიური ფორმები, სადაც წამყვანი იყო გასტროინტესტინალური (პერფორაცია) — 25.86% (n=15) და ბილიარული — 18.96% (n=11). ლეტალობის საერთო მაჩვენებელმა შეადგინა 15.5% (n=9), რომელთა უმრავლესი ნაწილი (66.7%, n=6) დაფიქსირდა კლინიკაში 24+ საათის დაგვიანებით მიმართვისას. დადგინდა სტატისტიკურად სარწმუნო დადებითი კორელაცია დაგვიანებულ მიმართვიანობასა და ანთებითი მარკერების დონეს შორის P-value ნეიტროფილების = 0.01; P-value CRP = 0.033).

დასკვნა: დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია პირდაპირპროპორციულად ზრდის დაავადების გართულების ალბათობას, პერიტონიტისა და სეფსისის განვითარების რისკს, აგრეთვე რეანიმაციული მკურნალობის საჭიროებას. ადრეული ჰოსპიტალიზაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია მუცლის მწვავე ქირურგიული პათოლოგიების პროგნოზის გასაუმჯობესებლად.

https://doi.org/10.52340/jr.2026.04.02.09
PDF (English)

წყაროები

1. Townsend CM, Beauchamp RD, Evers BM, Mattox KL. Sabiston textbook of surgery: the biological basis of modern surgical practice. 21st ed. St. Louis, MO: Elsevier; 2021

2. Sartelli M, Chichom-Efobi A, Labricciosa FM, Hardcastle T, Abu-Zidan FM, Abbas AK, et al. The management of intra-abdominal infections from a global perspective: 2017 WSES guidelines for management of intra-abdominal infections. World J Emerg Surg. 2017;12:29

3. Ditillo MF, Dziura JD, Rabinovici R. Is it safe to delay appendectomy in adults with acute appendicitis? Ann Surg. 2006;244(5):656-660.

4. Sabir F, Hanif S, Ashique F, Saeed M, Bibi R, Haider S. Admission with acute abdomen: Presentation, conditions identified and management outcomes. J Ayub Med Coll Abbottabad 2024;36(1):165–9. DOI: 10.55519/JAMC-01-12997

Downloads

Download data is not yet available.