ანოტაცია
დღესდღეობით მსოფლიო მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ურბანულ სივრცეებში ცხოვრობს.პირველად, დედამიწის ისტორიაში 2007 წელს, ქალაქში მცხოვრებთა რაოდენობამ გადააჭარბა სოფლის მოსახლეობას.ადამიანთა ცივილიზაციის განვითარებამ XXI საუკუნეში გადალახა ის წერტილი, როდესაც ასფალტ-ბეტონით ნაშენები ქალაქები უფრო მეტ ადამიანს იზიდავენ, ვიდრე მდინარის, ტბის თუ ოკეანის პირას გაშენებული მცირე დასახლებები.სასოფლო დასახლებების და სოფლისთვის დამახასიათებელი საქმიანობის ეპოქა, როგორც ჩანს, დასრულდა და ადამიანები ახალ სოციალურ გარემოსა და სისტემას – ქალაქს ანიჭებენ უპირატესობას.მაგრამ ამ ყველაფერმა წარმოშვა უამრავი ისეთი ეკოლოგიური პრობლემა,რომლებმაც დიდი საფრთხე შეუქმნა ადამიანთა ჯანმრთელობის ხარისხს.ურბანიზაციის პროცესმა სრულიად შეცვალა ადამიანთა ცხოვრების პირობები და გაზარდა მათზე ქიმიური,ფიზიკური და ფსიქიკური დატვირთვა.ქალაქური გარემოს ფორმირება ამკვიდრებს ურბანულ მიკროკლიმატს და წარმოქმნის უამრავ პრობლემას.ქალაქის „ხმაურით დაბინძურება“,წყალმომარაგებისა და სანიტარიული დასუფთავების პრობლემები,საინფორმაციო გადატვირთვა,ურბანული რეგიონების ატმოსფეროს დაბინძურების ხარისხი და ჯანმრთელობისთვის საზიანო სხვა მრავალი საკითხი დღემდე გადაუწყვეტელი რჩება.დადასტურებული ფაქტია,რომ კომპაქტური ქალაქების მოსახლეობაში გაზრდილია დიაბეტის,გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორული დაავადებების რიცხვი.ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება ყოველწლიურად:ინსულტით გარდაცვალების 24%,გულის დაავადებებით სიკვდილის 25% და ფილტვის დაავადებებით გარდაცვალების 43%.ყოველწლიურად 5 წლამდე ასაკის:570 000 ბავშვი იღუპება რესპირატორული ინფექციებით ჰაერის დაბინძურებისა და პასიური მწეველობის გამო,361 000 ბავშვი იღუპება დიარეული დაავადებებით დაბინძურებული წყლის მოხმარებისა და არაადეკვატური ჰიგიენური პირობების შედეგად,200 000 ბავშვი იღუპება გარემოსთან დაკავშირებული შემთხვევითი დაზიანებებით.ყოველწლიურად 3.8 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზს საყოფაცხოვრებო პირობებში კვამლისა და საწვავის წვის პროდუქტების ზემოქმედება წარმოადგენს.სწორედ ამ შემაშფოთებელი მონაცემების გამო მთელი მსოფლიოს ცივილიზებული სამყარო ცდილობს დასახოს და გადადგას ქმედითი ნაბიჯები ურბანული გარემოს დაბინძურების შესამცირებლად.ქალაქების გამწვანება გახლავთ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ამ კუთხით,რადგან ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს,რომ მწვანე რეკრეაციული ზონები და პარკები პოტენციურად სასარგებლო ეფექტს ახდენს მოსახლეობის,როგორც ფიზიკური,ისე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დონეზე.
წყაროები
ვეფხვაძე ნ. ჰიგიენა და სამედიცინო ეკოლოგია.თბილისი.2019.
Gianfredi V, Buffoli M, Rebecchi A, Croci R, Oradini-Alacreu A, Stirparo G, Marino A, Odone A, Capolongo S, Signorelli C. Association between Urban Greenspace and Health: A Systematic Review of Literature. Int J Environ Res Public Health. 2021 May 12;18(10):5137. doi: 10.3390/ijerph18105137. PMID: 34066187; PMCID: PMC8150317.
Marselle MR, Lindley SJ, Cook PA, Bonn A. Biodiversity and Health in the Urban Environment. Curr Environ Health Rep. 2021 Jun;8(2):146-156. doi: 10.1007/s40572-021-00313-9. Epub 2021 May 12. Erratum in: Curr Environ Health Rep. 2021 Sep;8(3):266. PMID: 33982150; PMCID: PMC8115992.
Robbins RN, Scott T, Joska JA, Gouse H. Impact of urbanization on cognitive disorders. Curr Opin Psychiatry. 2019 May;32(3):210-217. doi: 10.1097/YCO.0000000000000490. PMID: 30695001; PMCID: PMC6438716.
Stevenson M, Thompson J, de Sá TH, Ewing R, Mohan D, McClure R, Roberts I, Tiwari G, Giles-Corti B, Sun X, Wallace M, Woodcock J. Land use, transport, and population health: estimating the health benefits of compact cities. Lancet. 2016 Dec 10;388(10062):2925-2935. doi: 10.1016/S0140-6736(16)30067-8. Epub 2016 Sep 23. PMID: 27671671; PMCID: PMC5349496.
Ventriglio A, Torales J, Castaldelli-Maia JM, De Berardis D, Bhugra D. Urbanization and emerging mental health issues. CNS Spectr. 2021 Feb;26(1):43-50. doi: 10.1017/S1092852920001236. Epub 2020 Apr 6. PMID: 32248860.