ანტიოქსიდანტური ფერმენტების აქტივობა ალოქსან-ინდუცირებული დიაბეტის დროს (ექსპერიმენტული კვლევა)

ანტიოქსიდანტური ფერმენტების აქტივობა ალოქსან-ინდუცირებული დიაბეტის დროს (ექსპერიმენტული კვლევა)

ავტორები

  • კახა აბულაძე
  • ნატალია პავლიაშვილი
  • თამარ სანიკიძე
  • მანანა ნამორაძე

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2022.721

ანოტაცია

ჩვენი კვლევის მიზანს შეადგენდა სისხლის ანტიოქსიდანტური სისტემის აქტივობის შეფასება ვირთაგვებში ალოქსან-ინდუცირებული დიაბეტის დროს. შაქრიანი დიაბეტი ვირთაგვებში გამოწვეული  იყო  12%-იანი ალოქსანის წყალხსნარის  (200 მგ/კგ) ერთჯერადი ინტრაპერიტონეული ინექციით. გლუკოზის დონე იზომებოდა ალოქსანის მიღებიდან 1, 2, 3, 10, 15 და 30 დღის შემდეგ. კვლევაში ჩართული იყო ვირთაგვები, რომელთა სისხლში გლუკოზის დონე ალოქსანის მიღებიდან მე-2 დღეს აღემატებოდა 250 მგ/დლ-ს.გამოკვლეული იყო ანტიოქსიდანტური ფერმენტების, სუპეროქსიდის დისმუტაზას (SOD) და კატალაზას (კატა) აქტივობა სისხლის შრატში.კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ ფერმენტული ანტიოქსიდანტური სისტემების აქტივობა ვირთაგვების სისხლში მკვეთრად იზრდებოდა ალოქსანის ინექციიდან პირველი 3 დღის განმავლობაში, რაც შეიძლება იყოს გამოწვეული ორგანიზმის კომპენსატორული რეაქციით ალოქსანით გამოწვეული ოქსიდაციური სტრესის საპასუხოდ. შემდეგ SOD-ის და Car-ის აქტივობა მცირდება, რაც გამოწვეული უნდა იყოს წარმოქმნილი ჟანგბადის რეაქციული ნაერთებით დეტოქსიკაციის პროცესში ანტიოქსიდანტური ფერმენტების ინაქტივაციით.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

Mrowicka M. The role of disorders of the prooxidant-antioxidant system in diabetes etiopathology. Postepy Hig Med Dosw (Online) 2011; 16, 65:534-41.

Asmat U, Abad K, Ismail K. Diabetes mellitus and oxidative stress - A concise review. Saudi Pharm J. 2016; 24(5): 547–553.

Sharma VK, Kumar S, Patel HJ, Hugar S. Hypoglycemic activity of Ficus glomerata in alloxan-induced diabetic rats. International Journal of Pharmaceutical Sciences Review and Research 2010; 1(2):18-22.

Giacco F, Brownlee M. Oxidative stress and diabetic complications. Circ Res. 2010; 107(9): 1058–1070.

Bajaj S, Khan A. Antioxidants and diabetes. Indian J. Endocrinol. Metab. 2012; 16: S267-S271.

Yuan Y, Jiao X., Lau WB, Wang Y, Christopher TA, Lopez BL, Lopez BL, RamachandraRao SP, Tao L, Ma X-L. Thioredoxin glycation: A novel posttranslational modification that inhibits its antioxidant and organ protective actions. Free Radical Biol. Med. 2010; 49: 332-338.

Ojiako AO, Chikezie PC, Ogbuji CA. Renal and hepatic antioxidant status of hyperglycemic rats treated with single and combinatorial herbal formulations. Pharmacogn.Commun. 2015; 5: 148-159.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-01-29

როგორ უნდა ციტირება

კახა აბულაძე, ნატალია პავლიაშვილი, თამარ სანიკიძე, & მანანა ნამორაძე. (2022). ანტიოქსიდანტური ფერმენტების აქტივობა ალოქსან-ინდუცირებული დიაბეტის დროს (ექსპერიმენტული კვლევა). ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (1). https://doi.org/10.52340/jecm.2022.721

გამოცემა

სექცია

Articles
Loading...