საქართველოს დიდი ქალაქების ატმოსფერული ჰაერის ზოგადი ჰიგიენური ანალიზი (2018-2020 წწ.)
საკვანძო სიტყვები:
Hygienic analysis, Atmosphere air, Georgiaანოტაცია
ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებლების არსებობა უარყოფითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ამდენად, მნიშვნელოვანია ჰაერის ხარისხის შეფასება მასში კონტამინანტების - შეწონილი ნაწილაკების (PM10 და PM2.5), ასევე NO2-ის, O3-ის, SO2-ის და CO-ის არსებობის თვალსაზრისით. დადგინდა, რომ, წინა წლებთან შედარებით, უკანასკნელ პერიოდში ადგილი აქვს ჰაერის ხარისხის მაჩვენებლების რამდენადმე გაუმჯობესებას, თუმცა დამაბინძურებლების შემცველობა მაინც აღემატება დასაშვებ სიდიდეებს. ძირითადად ეს შეეხება იმ ქალაქების ატმოსფერულ ჰაერს, სადაც ავტოტრანსპორტის გადაჭარბებული რაოდენობა მოძრაობს. ქ. რუსთავის შემთხვევაში ავტოტრანსპორტის შიგაწვის ძრავის გამონაბოლქვს ემატება სამრეწველო დაბინძურებაც. სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო ქ. რუსთავის ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები შეწონილი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) მიხედვით მაღალია და შესაბამისად 1.8-ჯერ და 1.5-ჯერ აღემატება დადგენილ სტანდარტებს. ეს აუცილებელს ხდის გატარდეს პრევენციული ღონისძიებები ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რაც, შესაბამისად, დადებითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.
Downloads
წყაროები
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამიისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო, მოკლე მიმოხილვა საქართველოს გარემოს დაბინძურების შესახებ, 2018,2019,2020 წ.
https://www.who.int/airopollution/ambient/health-impacts/en/ Ambient air pollution: Health impacts.
Manisalidis I., Stavropoulou E., Stavropoulos A., Bezirtzoglou E. Environmental and Health Impacts of Air Pollution: A Review. Front. Public Health, 20 February 2020 https://doi.org/10.3389/fpubh.2020.00014
https://www.epa.gov/sites/production/files/2014-05/documents/huff-particle.pdf Overview of particle Air Pollution (PM2.5 and PM10).
Particulate Matter (PM) Basics. https://www.epa.gov/pm-pollution/particulate-matter-pm-basics#PM
WHO. Air Pollution. WHO.http://www.who.int/airpollution/en/ (accessed Oct 5, 2019)