აზიური ფაროსანას Halyomorpha Halys წინააღმდეგ გამოყენებული პესტიციდების ეკოტოქსიკოლოგია და მათი ორგანიზმზე შესაძლო მავნე მოქმედების შესწავლა გურიის რეგიონის მოსახლეობაში
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2021.567საკვანძო სიტყვები:
Halyomorpha Halys, Bifenthrin, Pesticidesანოტაცია
საქართველოში აზიური ფაროსანას - Halyomorpha Halys - წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენება პირეტროიდული ჯგუფის - ბიფენტრინის შემცველი პესტიციდები. აღნიშნული ნივთიერებების ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შესაძლებელი ზეგავლენის შესწავლის მიზნით, პესტიციდების მოქმედების არეალში, კერძოდ, გურიის რეგიონში მცხოვრებთა შორის ჩატარდა აღწერილობითი ეპიდემიოლოგიური კვლევა. ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობა მიიღო 96-მა რესპონდენტმა. კვლევის შედეგების გაანალიზების საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ რესპონდენტების პესტიციდებთან კონტაქტმა, რიგ შემთხვევაში, მოახდინა ძირითადი (ექიმის მიერ დადგენილი) დაავადებების პროვოცირება და ჩივილებიც შესაბამისად გამოვლინდა. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ რესპონდენტებს შორის, ერთეულ შემთხვევაში, გამოვლინდა პესტიციდებით მსუბუქი მოწამვლის ფაქტები, რაც გამოწვეული იყო მათივე დაუდევრობით (რასაც თვითონვე აღნიშნავდნენ) და ზოგჯერ, სამწუხაროდ, შეწამვლითი სამუშაობების წინასწარი გაფრთხილების გარეშე ჩატარებით.
Downloads
წყაროები
რა არის აზიური ფაროსანა? ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო, თბილისი 2018.
საერთაშორისო კონფერენცია ,,აზიური ფაროსანა-გლობალური გამოწვევა“. მასალები. თბილისი 2018 წ. 8 მარტი.
მ. გიორგობიანი, ნ. ჩხაიძე, ნ. ცხოვრებაძე, ი. ცხოვრებაძე. დასავლეთ საქართველოს რეგიონებში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გამოყენებული შხამ-ქიმიკატების სამედიცინო-ეკოლოგიური ასპექტები. პროფესორ ვიქტორ ერისთავის 80 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია ,,გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება“, თეზისები, თბილისი, 11-12 ნოემბერი, 2019, გვ.137-139.
ნ. ჩხაიძე, მ. გიორგობიანი, ნ. ჩიგოგიძე, ზ. ჩეკურაშვილი, გ. იაკობაშვილი, ბ. ზურაშვილი. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გამოყენებული პესტიციდების არეალში მცხოვრებთა შორის ჩატარებული ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგები აჭარის რეგიონის მაგალითზე. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, 2020, N3, გვ.22-24.
Burns C., Bodner K., Jammer B., Collins J., Swaen G.The healty worker effect in US workers Occupational Medicine, 2011 chemical industry, 61, 4044.
Dalia Ei-Shafei. Epidemiological Studies. Health and Medicine, 2016, Jul. 23.