ალერგიული ჰიპერსენსიტიური ვასკულიტი – კლინიკური შემთხვევის განხილვა

ავტორები

  • მარიამი დავლაშერიძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  • ირინა მუსერიძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  • სალომე ხიმშიაშვილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  • ალექსანდრე კაციტაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  • ნატო კორსანტია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2026.02.17

საკვანძო სიტყვები:

Allergic vasculitis, small-vessel vasculitis, immune complexes, palpable purpura

ანოტაცია

ალერგიული ლეიკოციტოკლასტური ვასკულიტი წარმოადგენს მცირე ზომის სისხლძარღვების ანთებით დაავადებას, რომელიც ვითარდება იმუნური სისტემის ჰიპერსენსიტიური რეაქციის შედეგად სხვადასხვა გამღიზიანებელზე, მათ შორის მედიკამენტებსა და ინფექციურ აგენტებზე. დაავადების პათოგენეზში ცენტრალურ როლს ასრულებს სისხლძარღვთა კედლებში იმუნური კომპლექსების დეპონირება, რაც იწვევს ანთებით დაზიანებას, ენდოთელიუმის დესტრუქციას, ფიბრინოიდულ ნეკროზს და სისხლძარღვთა გამტარობის ზრდას, რასაც კლინიკურად პურპურის განვითარება მოსდევს. კლინიკურად დაავადება ვლინდება ძირითადად ქვედა კიდურებზე ლოკალიზებული პურპურით, რომელსაც შესაძლოა თან ახლდეს ერითემატოზული პაპულები, კვანძები, წყლულები და ნეკროზული ელემენტები. დიაგნოზის დადასტურებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჰისტოპათოლოგიურ კვლევას, რომელიც ავლენს ლეიკოციტოკლასტურ ინფილტრაციას, იმუნოგლობულინებისა და კომპლემენტის დეპოზიტებს.

სტატია აღწერს 35 წლის მამაკაცის კლინიკური შემთხვევას, რომელსაც ქვედა კიდურებზე განუვითარდა პურპურული გამონაყარი და ანგიოედემა, სავარაუდოდ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის მიღების შემდეგ. კლინიკურმა, დერმატოსკოპიულმა და ჰისტოლოგიურმა მონაცემებმა დაადასტურა ალერგიული ჰიპერსენსიტიური ვასკულიტის დიაგნოზი. ჩატარებული სისტემური და ადგილობრივი მკურნალობის ფონზე აღინიშნა გამოხატული კლინიკური გაუმჯობესება და პროცესის რემისია.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფიები

მარიამი დავლაშერიძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

თსსუ, კანისა და ვენსნეულებათა დეპარტამენტი; თბილისი, საქართველო

ირინა მუსერიძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

თსსუ, კანისა და ვენსნეულებათა დეპარტამენტი; თბილისი, საქართველო

სალომე ხიმშიაშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

თსსუ, კანისა და ვენსნეულებათა დეპარტამენტი; თბილისი, საქართველო

ალექსანდრე კაციტაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

თსსუ, კანისა და ვენსნეულებათა დეპარტამენტი; თბილისი, საქართველო

ნატო კორსანტია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

თსსუ, კანისა და ვენსნეულებათა დეპარტამენტი; თბილისი, საქართველო

წყაროები

https://emedicine.medscape.com/article/1083719-overview?st=fpf_login&form=login&scode=msp&socialSite=facebook&icd=login_success_fb_match_fpf

https://onlinelibrary.wiley.com/doi/full/10.1111/j.1365-2559.2009.03443.x

Cutaneus necrotizing vasculitis P. 1599 – Fitzpatrick’s Dermatology in General Medicine 7th edition

ვასკულიტები გვ. 10 -12 ალექსანდრე კაციტაძე „დერმატოლოგია და ვენეროლოგია“

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-06-02

როგორ უნდა ციტირება

დავლაშერიძე მ., მუსერიძე ი., ხიმშიაშვილი ს., კაციტაძე ა., & კორსანტია ნ. (2026). ალერგიული ჰიპერსენსიტიური ვასკულიტი – კლინიკური შემთხვევის განხილვა. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (2), 99–101. https://doi.org/10.52340/jecm.2026.02.17

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 > >> 

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.