ხაზოვანი სკლეროდერმია ( კლინიკური შემთხვევის აღწერა)
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2026.02.13საკვანძო სიტყვები:
Linear Scleroderma, venous phlebosclerosis, clinical caseანოტაცია
ლოკალიზებული სკლეროდერმია, რომელიც ასევე ცნობილია როგორც მორფეა, იშვიათი და ტიპიურად არასისტემური აუტოიმუნური აშლილობაა. ლოკალიზებული სკლეროდერმიის პათოგენეზი შესწავლილია შემაერთებელი ქსოვილის სისხლძარღვთა დარღვევებისა და აუტოიმუნური რეაქციების მეტაბოლური დარღვევების გათვალისწინებით. ენდოთელური უჯრედების ცვლილებები გამომწვევი ფაქტორის როლს ასრულებს. სისხლძარღვთა დაზიანება იწვევს ეპითელური უჯრედების აქტივაციის დისფუნქციას და კაპილარების გამტარიანობის დარღვევას, რასაც მოჰყვება კომპლექსური ურთიერთქმედება ენდოთელური უჯრედების დისფუნქციასა და მიკროვასკულარულ დაზიანებას შორის, ანთება, აუტოიმუნური რეაქციები და ფიბრობლასტების გააქტიურება.
კეროვანი სკლეროდერმია ხშირად ვითარდება ტრავმის ადგილზე. წარმოდგენილია ლიტერატურული მონაცემების ანალიზი, რომელიც ეხება სკლეროდერმიის განვითარებას სხვადასხვა სამკურნალო და ესთეტიკური ჩარევების შემდეგ. აღწერილია ხაზოვანი სკლეროდერმიის განვითარების შემთხვევა პაციენტში, რომელიც დაავადებულია აუტოიმუნური თირეოიდიტით და სიმსუქნით. ხაზოვანი სკლეროდერმიის კერა განვითარდა ვენების ფლებოსკლეროზირების უბანზე.
Downloads
წყაროები
Cristian Papara, David A De Luca, Katja Bieber et al Morphea: The 2023 update Front Med, 13 February 2023.
Mutasim D.F Practical Skin Pathology, Springer. 2015.
Тимошина В.А, Шиманская И.Г., Хартоник А.А. Локализованная склеродермия; Дерматология. Косметология, 2017; 3(1):42 -51.
Порошина Л.А, Ачинович С.Л. Патогистологическая картина при очаговой склеродермии. Актуальные проблемы медицины. Сборник научных статей Республиканской научно - практической конференции с международным участием том 2 Выпуск 23 Гомель 2022. с.196-9
Порошина Л.А., Юрковский А.М. Сонографический метод диагностики ограниченной склеродермии Медицинские новости 2022; 10, 38-42
Squoros D., Apalla; Ioannides D., et al. Dermatoscopy of common inflammatory Disorders Dermatol Clin 2018 36(4), 359-68.
Paulina Szezepanik - Kulak, Anna Michalak - stoma, Dorata krasowska Usefulness of Dermatroskopy in Localized Scleroderma (LoS, Morphea). Diagnosis and Assessment - Monocentric Cross - Section Study. J.Clin. Med. 2022 Jan.30; M (3):764


