ანდროგენული ალოპეციის სიმწვავის შეფასება ტრიქოსკოპიული ნიშნების საშუალებით და მათი ჰისტომორფოლოგიურ მონაცემებთან კორელაცია

ავტორები

  • ნინო ხუციშვილი დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
  • ირმა ბუჩუკური პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია, თბილისი, საქართველო
  • გიორგი ტყეშელაშვილი პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია, თბილისი, საქართველო
  • იულია ოვჩარენკო ვ. ნ. კარაზინის სახელობის ხარკოვის ნაციონალური უნივერსიტეტი, ხარკოვი, უკრაინა
  • ნინო ლორთქიფანიძე დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2026.02.01

საკვანძო სიტყვები:

Androgenetic alopecia, Trichoscopy, Biopsy, Clinicopathological correlation

ანოტაცია

შესავალი: ანდროგენული ალოპეცია (აგა) თმის ცვენის ყველაზე გავრცელებლი ფორმაა როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. დაავადების სიმწვავის ობიექტური შეფასება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ის განსაზღვრავს მკურნალობის ტაქტიკას, თერაპიის ინტენსივობასა და კომპლექსური მიდგომის საჭიროებას.

კვლევის მიზანი: ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა ტრიქოსკოპიული ნიშნების კორელაციის განსაზღვრა ჰისტომორფოლოგიურ ნიშნებთან, რაც საშუალებას მოგვცემდა ტრიქოსკოპის საშუალებით შეგვეფასებინა აგა-ის სიმწვავე და ასევე დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული გლუკოკორტიკოიდების ეფექტურობა.

კვლევის მასალა და მეთოდები: კვლევის ეთიკური განაცხადი განიხილა და თანხმობა გასცა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ეთიკის კომიტეტმა. კვლევის დიზაინი: პროსპექტული, დაკვირვებითი, კლინიკო-პათოლოგიური კორელაციის კვლევა. სულ კვლევაში ჩაერთო 64 პაციენტი (41 ქალი და 23 კაცი), რომელთაც კლინიკურად აღენიშნებოდათ სხვადასხვა ხარისხით გამოხატული ქალის და მამაკაცის ტიპის თმის ცვენა და ტრიქოსკოპიულადაც დაუდასტურდათ აგა-ის დიაგნოზი. ყოველ მესამე პაციენტს ჩაუტადა ბიოფსია და მომზადდა საკვლევი მასალა ტრანსვერსული და სიგრძივი ჭრილების საშუალებით.

შედეგები: ჩვენმა კვლევამ გამოავლინა დადებითი კორელაცია ტრიქოსკოპიულ ნიშნებსა და ჰისტომორფოლოგიურ მონაცემებს შორის.

დასკვნა: ტრიქოსკოპი, თავის თმიანი არის დერმოსკოპი, დიაგნოსტირების არაინვაზიური მეთოდია, რომელიც შესაძლებელს ხდის ანდროგენდამოკიდებული უბნის სრულ შეფასებას და დაავადების სიმწვავის დადგენას. აღნიშნული კვლევა რუტინულად უნდა იქნას გამოყენებული აგა-ის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მონიტორინგისათვის. ტრიქოსკოპის საშუალებით ვერ მოხდება დაავადების სტადიის შეფასება კაცის და ქალის ტიპის თმის ცვენის დროს, რომელიც გლობალური ფოტოთი უნდა განისაზღვროს.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

Redler S, Messenger AG, Betz RC. Genetics and other factors in the aetiology of female pattern hair loss. Exp Dermatol. 2017 Apr 28. doi: 10.1111/exd.13373

Blume-Peytavi U, Blumeyer A, Tosti A, Finner A, Marmol V, Trakatelli M, Reygagne P, Messenger A; European Consensus Group. S1 guideline for diagnostic evaluation in androgenetic alopecia in men, women and adolescents. Br J Dermatol. 2011 Jan;164(1):5-15. doi: 10.1111/j.1365-2133.2010.10011.x. Epub 2010 Dec 8. PMID: 20795997

Kidangazhiathmana, Ajithkumar; Santhosh, Parvathy. Pathogenesis of Androgenetic Alopecia. Clinical Dermatology Review 6(2):p 69-74, Jul–Dec 2022. DOI: 10.4103/cdr.cdr_29_21

Kaliyadan, Feroze; Nambiar, Ajit; Vijayaraghavan, Sundeep. Indian Journal of Dermatology, Venereology & Leprology. Sep/Oct2013, Vol. 79 Issue 5, p613-625. 13p. DOI: 10.4103/0378-6323.116730

Oiwoh SO, Enitan AO, Adegbosin OT, Akinboro AO, Onayemi EO. Androgenetic Alopecia: A Review. Niger Postgrad Med J. 2024 Apr 1;31(2):85-92. doi: 10.4103/npmj.npmj_47_24. Epub 2024 Jun 3. PMID: 38826011

Rakowska A, Slowinska M, Olszewska M, Rudnicka L. Acquired Nonscarring Alopecia. In: Rudnicka L, Olszewska M, Rakowska A. Atlas of Trichoscopy. Springer; 2012. p. 221-36.

Elston DM, Ferringer T, Ko CJ, Peckham S, High WA, DiCaudo DJ. Androgenetic alopecia. In: Dermatopathology. 4th ed. Elsevier; 2023

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-06-01

როგორ უნდა ციტირება

ხუციშვილი ნ., ბუჩუკური ი., ტყეშელაშვილი გ., ოვჩარენკო ი., & ლორთქიფანიძე ნ. (2026). ანდროგენული ალოპეციის სიმწვავის შეფასება ტრიქოსკოპიული ნიშნების საშუალებით და მათი ჰისტომორფოლოგიურ მონაცემებთან კორელაცია. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (2), 11–19. https://doi.org/10.52340/jecm.2026.02.01

გამოცემა

სექცია

Articles

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.