ნოზოკომიური ინფექციების სიხშირე, გავრცელება და რისკ-ფაქტორები თბილისის ერთ-ერთი მულტიპროფილური საავადმყოფოს მაგალითზე

ავტორები

  • ელენე ფაღავა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml https://orcid.org/0000-0001-6694-8345
  • მარიამ სანიკიძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • სოფიკო გურამიშვილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ირაკლი მჭედლიშვილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2026.01.19

საკვანძო სიტყვები:

nosocomial infections, healthcare-associated infections, incidence, risk factors, Georgia

ანოტაცია

შესავალი: ნოზოკომიური ინფექციები წარმოადგენს ჯანდაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას, რაც დაკავშირებულია ავადობისა და სიკვდილიანობის ზრდასთან, ჰოსპიტალიზაციის გახანგრძლივებასა და ფინანსურ დანახარჯებთან. საქართველოში მოქმედი ზედამხედველობის რეგულაციების არსებობის მიუხედავად, კლინიკური მონაცემების სიღრმისეული ანალიზი კვლავ შეზღუდულია.

მიზანი: თბილისის ერთ-ერთი მულტიპროფილური საავადმყოფოს მაგალითზე ნოზოკომიური ინფექციების გავრცელების სიხშირის, ძირითადი კლინიკური ფორმების, რისკ-ფაქტორებისა და გამომწვევი მიკროორგანიზმების დადგენა.

მასალა და მეთოდები: ჩატარდა რეტროსპექტული აღწერითი კვლევა 01.01.2023–01.01.2024 პერიოდის განმავლობაში ჰოსპიტალიზებული პაციენტების სამედიცინო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ჩანაწერების გაანალიზების საფუძველზე. შესწავლილ იქნა 2,984 პაციენტის მონაცემები, საიდანაც 2,494 პაციენტი იმყოფებოდა სტაციონარში 48 საათზე მეტხანს და მიეკუთვნებოდა რისკ-ჯგუფს. მონაცემები შეფასდა ჰოსპიტალიზაციის ტიპის, ასაკის, მკურნალობის გამოსავლის, ინვაზიური პროცედურებისა და მიკრობიოლოგიური შედეგების მიხედვით. გამოყენებულ იქნა აღწერითი სტატისტიკური მეთოდები.

შედეგები: დადასტურდა 59 ნოზოკომიური ინფექცია, ინციდენტობა შეადგენდა 2,37%-ს, რაც არ აღემატებოდა საერთაშორისო რეკომენდებულ ზღვრულ მაჩვენებლებს. ლეტალობა შეადგენდა 27,1%-ს. ყველაზე ხშირად გამოვლინდა პნევმონია და საშარდე გზების ინფექცია (33,9% და 33,9%), შემდეგ — სისხლის ნაკადის ინფექცია (22,0%) და ქირურგიული ჩარევის მიდამოს ინფექცია (10,2%). ინფექციების უმრავლესობა დაფიქსირდა გადაუდებლად ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში (88,1%) და 71 წლისა და მეტი ასაკის პაციენტებში (54,2%). ყველა ინფექციასთან ასოცირებული იყო ჰოსპიტალიზაციის გახანგრძლივება და ინვაზიური პროცედურები. ჭარბობდნენ გრამუარყოფითი, მრავალრეზისტენტული პათოგენები, განსაკუთრებით Klebsiella pneumoniae და Acinetobacter baumannii. მარტში ჩატარებული ხელის ჰიგიენის ტრენინგის შემდეგ აღინიშნა ინფექციების კლების ტენდენცია.

დასკვნა: მიუხედავად ნოზოკომიური ინფექციების დაბალი ინციდენტობისა, მაღალი ლეტალობა მიუთითებს მძიმე, ასაკოვან და გადაუდებლად ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა განსაკუთრებულ მოწყვლადობაზე. აუცილებელია ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების გაძლიერება, ზედამხედველობის გაუმჯობესება და მაღალი რისკის ჯგუფებზე მიზნობრივი სტრატეგიების დანერგვა.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფიები

ელენე ფაღავა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტი

მარიამ სანიკიძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტი

სოფიკო გურამიშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტი

ირაკლი მჭედლიშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტი

წყაროები

Allegranzi B. Health care without avoidable infections: the critical role of infection prevention and control. Geneva: World Health Organization; 2016. Report No.: WHO/HIS/SDS/2016.10.

Allegranzi B, Nejad SB, Combescure C, et al. Burden of endemic health-care-associated infection in developing countries: systematic review and meta-analysis. Lancet. 2011;377(9761):228–241. doi:10.1016/S0140-6736(10)61458-4.

European Centre for Disease Prevention and Control. Surveillance of antimicrobial resistance in Europe 2019. Stockholm: ECDC; 2020.

Magill SS, Edwards JR, Bamberg W, et al. Multistate point-prevalence survey of health care–associated infections. N Engl J Med. 2014;370(13):1198–1208. doi:10.1056/NEJMoa1306801.

Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia. Order No. 01-38/N of 7 September 2015 on approval of rules for epidemiological surveillance, prevention and control of nosocomial infections. Tbilisi: Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia; 2015.

Rubi H, Mudey G, Kunjalwar R. Catheter-Associated Urinary Tract Infection (CAUTI). Cureus. 2022 Oct 17;14(10):e30385. doi: 10.7759/cureus.30385. PMID: 36407206; PMCID: PMC9668204

World Health Organization. Antimicrobial resistance: global report on surveillance. Geneva: World Health Organization; 2014.

World Health Organization. Global report on infection prevention and control. Geneva: World Health Organization; 2022.

World Health Organization. Report on the burden of endemic health care-associated infection worldwide. Geneva: World Health Organization; 2011.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-03-16

როგორ უნდა ციტირება

ფაღავა ე., სანიკიძე მ., გურამიშვილი ს., & მჭედლიშვილი ი. (2026). ნოზოკომიური ინფექციების სიხშირე, გავრცელება და რისკ-ფაქტორები თბილისის ერთ-ერთი მულტიპროფილური საავადმყოფოს მაგალითზე. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (1), 115–122. https://doi.org/10.52340/jecm.2026.01.19

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 4 > >> 

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.