ჰესტაციის 21კვ. ვადაზე განვითარების მრავლობითი მანკების და დისემბრიონული სტიგმების მქონე აბორტუსის ჩანასახოვანი კბილის პულპის ჰისტოსტრუქტურა

ჰესტაციის 21კვ. ვადაზე განვითარების მრავლობითი მანკების და დისემბრიონული სტიგმების მქონე აბორტუსის ჩანასახოვანი კბილის პულპის ჰისტოსტრუქტურა

ავტორები

  • ქეთევან ჯანგველაძე
  • რამაზ ხეცურიანი
  • მარინა ფაილოძე
  • ნანა ყიფიანი
  • ნინო ხვიჩია
  • ირმა ჯიქია
  • მანანა არაბული
  • ანზორ გოგიბერიძე

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2026.01.11

საკვანძო სიტყვები:

Histostructure, Dental Pulp, Aborted Fetus, Congenital Malformations

ანოტაცია

კბილის პულპა მეზენქიმური წარმოშობის მრავალუჯრედიანი ქსოვილია, რომელიც შეიცავს სისხლძარღვებს, ნერვებს, იმუნურ უჯრედებს, უმწიფარ (მეზენქიმურ სტრომულ) უჯრედებს, შემაერთებელ ქსოვილში არსებული უჯრედული და ბოჭკოვანი ელემენტების უმეტესობას. კბილის განვითარება პირველადი პირის ღრუს ამომფენი გარსიდან - ექტოდერმიდან ხდება. მინანქარი ყალიბდება - თავის ნაწილის ექტოდერმიდან, ექტომეზოდერმიდან კი ყალიბდება - დენტინი, პულპა, ცემენტი და პერიოდონტი.

პულპის ძირითადი ფუნქცია დენტინის გამომუშავებაა. პულპა დენტინს კვებავს ოდონტობლასტური მორჩების მეშვეობით. საკვები ელემენტები ქსოვილის სითხეშია. პულპა ასევე შეიცავს ნერვებს, ამ ნერვებიდან ზოგიერთი კბილის სტრუქტურებს აძლევს მგრძნობელობას, ზოგი კი სისხლძარღვების კუნთოვან ელემენტებზე დამთავრებით თავად პულპის სისხლის მიწოდების რეგულირებას ემსახურება. პულპა კარგად არის დაცული გარეგანი გაღიზიანებისგან, თუ მას დენტინის ხელუხლებელი კედელი აკრავს. მას შეუძლია ძალიან ეფექტური რეაქციის განვითარება გაღიზიანების ზემოქმედების შემთხვევაში, იქნება ეს მექანიკური, თერმული, ქიმიური თუ ბაქტერიული ხასიათის. თავდაცვითი რეაქცია შეიძლება გამოიხატოს არარეგულარული დენტინის წარმოქმნით, თუ გაღიზიანება მსუბუქია, ან ანთებითი რეაქციით უფრო მძიმე გაღიზიანების შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ ხისტი დენტინის კედელი პულპის დაცვად უნდა ჩაითვალოს, ის გარკვეულ პირობებში მის არსებობასაც საფრთხეს უქმნის. პულპის ანთების დროს ჰიპერემია და ექსუდატი იწვევს წნევის მატებას, რამაც სისხლძარღვების ოკლუზიის გამო შეიძლება გამოიწვიოს ნეკროზი - პულპის თვითგანადგურება.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

Ahangari, N.; Doosti, M.; Mousavifar, N.; Attaran, M.; et al. Hereditary thrombophilia genetic variants in recurrent pregnancy loss. Arch. Gynecol. Obstet. 2019, 300, 777–782.

Campello, E.; Spiezia, L.; Adamo, A.; Simioni, P. Thrombophilia, risk factors and prevention. Expert Rev. Hematol. 2019, 12, 147–158.

Dobbenga-Rhodes, Y. Shedding Light on Inherited Thrombophilias: The Impact on Pregnancy. J. Perinat. Neonatal Nurs. 2016, 30, 36–44.

Feller, W. (1968). An Introduction to Probability Theory and Its Applications. Wiley, 3rd edition.

Lockwood, C.J. Inherited thrombophilias in pregnant patients: Detection and treatment paradigm. Obstet. Gynecol. 2002, 99, 333–341.

O’Riordan, M.N.; Higgins, J.R. Haemostasis in normal and abnormal pregnancy. Best Pract. Res. Clin. Obstet. Gynaecol. 2003, 17, 385–396.

Pascual, Z.N.; Langaker, M.D. Physiology, Pregnancy; StatPearls Publishing: Treasure Island, FL, USA, 2021.

Simcox, L.E.; Ormesher, L.; Tower, C.; Greer, I.A. Thrombophilia and Pregnancy Complications. Int. J. Mol. Sci. 2015, 16, 28418–28428.

Szecsi, P.B.; Jørgensen, M.; Klajnbard, A.; Andersen, M.R.; Colov, N.P.; Stender, S. Haemostatic reference intervals in pregnancy. Thromb. Haemost. 2010, 103, 718–727.

Younis, J.S.; Samueloff, A. Gestational vascular complications. Best Pract. Res. Clin. Haematol. 2003, 16:135–51.

Mamaladze, M., et al. Operative Odontology. Tbilisi, 2011. p.313.

Orban, B. Oral Histology and Embryology (1944), 16th edition, 2023

Stringham, N. StatPearls: Anatomy, Connective Tissue. StatPearls Publishing. 2024.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-03-14

როგორ უნდა ციტირება

ჯანგველაძე ქ., ხეცურიანი რ., ფაილოძე მ., ყიფიანი ნ., ხვიჩია ნ., ჯიქია ი., … გოგიბერიძე ა. (2026). ჰესტაციის 21კვ. ვადაზე განვითარების მრავლობითი მანკების და დისემბრიონული სტიგმების მქონე აბორტუსის ჩანასახოვანი კბილის პულპის ჰისტოსტრუქტურა. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (1), 71–74. https://doi.org/10.52340/jecm.2026.01.11

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 > >> 

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...