სპორტული რეაბილიტაციის როლი მედიცინაში - სპორტული მეცნიერებისა და მედიცინის შერწყმა: რეაბილიტაციისადმი მრავალფუნქციური მიდგომა

ავტორები

  • თეონა ლაფერაშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ნერიმან ცინცაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ნატო ზოსიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • თეონა კაიკაციშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2026.01.09

საკვანძო სიტყვები:

Sports Rehabilitation, Medicine-Bridging Sports Science, Medicine

ანოტაცია

სპორტული რეაბილიტაცია დღეს მედიცინის განუყოფელი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარგია, რომელიც სცილდება პროფესიონალი სპორტსმენების ჩვეულებრივ მომსახურების ფარგლებს. მისი როლი მოიცავს არა მხოლოდ ტრავმების შემდგომ აღდგენას, არამედ მათ პროფილაქტიკას, ორგანიზმის ფუნქციური შესაძლებლობების აღდგენას და ხარისხიანი ცხოვრების უზრუნველყოფას სხვადასხვა პოპულაციურ ჯგუფებში.

თანამედროვე სპორტული რეაბილიტაცია დაფუძნებულია მულტიდისციპლინარულ მიდგომაზე, რომელიც აერთიანებს ორთოპედიას, ნევროლოგიას, ფიზიოთერაპიასა და ფსიქოლოგიას. განსაკუთრებით პერსპექტიულია აღმოსავლური პრაქტიკების, როგორიცაა იოგა, ტაიჩი და ციგუნი, ინტეგრაცია, რაც ხელს უწყობს არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოემოციური რეაბილიტაციის პროცესს. აღსანიშნავია, რომ რეაბილიტოლოგის პირადი გამოცდილება სპორტში მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კლინიკურ შედეგებს, რადგან ის საშუალებას აძლევს სპეციალისტს უფრო სიღრმისეულად გაეცნოს დატვირთვების სპეციფიკას და პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებს.

ამრიგად, სპორტული რეაბილიტაცია წარმოადგენს მედიცინის ისეთ დარგს, რომელიც აერთიანებს მეცნიერულ მიდგომას, პრაქტიკულ გამოცდილებასა და ინდივიდუალურ მორგებულობას, რაც საბოლოოდ მიმართულია ადამიანის ჯანმრთელობისა და საერთო კეთილდღეობის ამაღლებისკენ.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

Hollifield, M., N. Sinclair-Lian, T.D. Warner, et al. 2007. Acupuncture for posttraumatic stress disorder — A randomized controlled pilot trial. Journal of Nervous and Mental Disease 195(6):504-513.

«Еще раз о массаже» Автор: Белая Н.А. (1977)

“Holistic healing – Sujok Therapy.” PDF. 2010–2015.

Subhra Basu, Srihari Sharma. Suspension Training, A Viable Resistance Training Mode for Increasing Muscular Fitness in Adults - A Scoping Review. JCHR, 2024; 14(5):1710-1715.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-03-14

როგორ უნდა ციტირება

ლაფერაშვილი თ., ცინცაძე ნ., ზოსიძე ნ., & კაიკაციშვილი თ. (2026). სპორტული რეაბილიტაციის როლი მედიცინაში - სპორტული მეცნიერებისა და მედიცინის შერწყმა: რეაბილიტაციისადმი მრავალფუნქციური მიდგომა. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (1), 62–65. https://doi.org/10.52340/jecm.2026.01.09

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.