მონოციტების რეცეპტორული პროფილის დისრეგულაცია ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის მქონე პაციენტებში
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2025.06.24საკვანძო სიტყვები:
CLL, Monocytes CD180 TLR4 Receptor dysregulation, Innate immunityანოტაცია
ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია (ქლლ) ხასიათდება იმუნური სისტემის სერიოზული დისრეგულაციით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ინფექციური გართულებების რისკს. მონოციტები, როგორც ფაგოციტური უჯრედების მნიშვნელოვანი კომპონენტი, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თანდაყოლილი იმუნური პასუხის მოდულაციაში. წარმოდგენილ კვლევაში შესწავლილია CD180 და TLR4 რეცეპტორების ექსპრესია ქლლ-ით ახლად დიაგნოზირებულ 17 პაციენტსა და 9 ჯანმრთელ მოხალისეზე. ჩვენს მიერ გამდინარე ციტომეტრიის მეთოდით დადგინდა, რომ ქლლ პაციენტებში მონოციტების ზედაპირზე CD180-ის (51.2±7.6) და TLR4-ის (72.4±6.3) ექსპრესია მნიშვნელოვნად შემცირებულია ჯანმრთელ პირებთან შედარებით (CD180: 75.9±7.1; TLR4: 86.4±4.9). CD180-ის დაქვეითება სტატისტიკურად სარწმუნო აღმოჩნდა (p=0.0273), ხოლო TLR4-ის შემთხვევაში გამოვლინდა შემცირების აშკარა ტენდენცია (p=0.0877). მიღებული შედეგები მიუთითებს მონოციტების აქტივაციისა და ანთებითი სიგნალიზაციის დისფუნქციაზე, რაც შესაძლოა განაპირობებდეს ინფექციებისადმი მომატებულ მგრძნობელობას და ხელს უწყობდეს ლეიკემიური პროცესების პროგრესირებას. კვლევა ხაზს უსვამს მონოციტურ-რეცეპტორულ პროფილში დისრეგულაციის მნიშვნელობას ქლლ-ის იმუნოპათოგენეზში და მიუთითებს დამატებითი ანტიმიკრობული მხარდაჭერის აუცილებლობაზე.
Downloads
წყაროები
Anand M, Nadkarni J S, et al. ,,Dysregulated cytokine production by monocytes from chronic lymphocytic leukemia patients“ PMID: 10850341 DOI: 10.1089/cbr.1998.13.43
Crassini, K. R., Best, O. G., & Mulligan, S. P. (2018). Immune failure, infection and survival in chronic lymphocytic leukemia. Haematologica, 103(7), e329.
Edwards K, Manoussaka M, Sayed U, et al. MD-1 downregulation is associated with reduced cell surface CD180 expression in CLL. Leukemia Res. 2024;143:107540.
Maffei R, Bulgarelli J,et al. ,, The monocytic population in chronic lymphocytic leukemia shows altered composition and deregulation of genes involved in phagocytosis and inflammation“ Vol. 98 No. 7 (2013): July, 2013
Marhelava K, Jakubowska J, et al. “Monocytes in B-Cell Malignancies: Their Role in Disease Progression and Therapy Resistance” Published: 12 November 2025.
Rybka J, Butrym A, et al. The expression of Toll-like receptors in patients with B-cell chronic lymphocytic leukemia. Arch Immunol Ther Exp (Warsz). 2016;64:147–150.
Tsertsvadze T, Mitskevich N, et al. Phagocytosis and expression of Fcγ-receptors and CD180 on monocytes in chronic lymphocytic leukemia. Georgian Med News. 2017 Sep;(270):88–93.
