საქართველოში გავრცელებული და კულტივირებული ზოგიერთი მცენარის წინასწარი გამოკვლევა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობაზე

საქართველოში გავრცელებული და კულტივირებული ზოგიერთი მცენარის წინასწარი გამოკვლევა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობაზე

ავტორები

  • მარინა სუთიაშვილი
  • ქეთევან შალაშვილი
  • თამარ საღარეიშვილი
  • ჯემალ ანელი
  • ნანა ქავთარაძე

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2025.06.06

საკვანძო სიტყვები:

flavonoids, flavonols, triterpenes, Datisca cannabina, datin-3-rutinoside

ანოტაცია

საქართველოს ფლორის 11 ოჯახის, 25 გვარის, 34 სახეობის, 74 საანალიზო ნიმუშზე ჩატარდა წინასწარი კვლევები ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების (ბან) - ფლავონოიდების და ტრიტერპენული მეორეული მეტაბოლიტების შემცველობაზე. ობიექტების წინასწარი ანალიზით დადგინდა მათი უმეტესობის მიწისზედა ორგანოებში ფლავონოიდების შემცველობა. იშვიათი გამონაკლისი აღმოჩნდა Datisca cannabina L., რომლის მიწისქვეშა ნაწილებში დადასტურდა ფლავონოლების არსებობა. ფლავონოიდების შემცველობით გამოირჩევა სახეობები: Polygonatum glaberrimum, Echium vulgare, Cerinthe minor, Datisca cannabina, Rhododendron brachycarpum, Rhododendron delavayi, Rhododendron ungernii, Astragalus brachycarpus, Cercis siliquastrum, Cytisus caucasicus, Cytisus hirsutissimus, Onobrychis kachetica, Genista patula, Vaccaria segetalis, Hypericum perforatum, Stachys iberica, Satureja laxiflora, Clematis orientalis.

Datisca cannabina-ს ფესვებიდან გამოყოფილი და იდენტიფიცირებულია ფლავონოლური გლიკოზიდი 2´, 3, 5 - ტრი-ჰიდროქსი - 7 - მეთოქსი - ფლავონ - 3 – O - [O – α – L - რამნოპირანოზილ - (1→6) – β – D - გლუკოპირანოზიდი ანუ დატინ-3-რუტინოზიდი (დატინოზიდი).

ტრიტერპენული ბუნების მეორეული მეტაბოლიტების შემცველობით გამოირჩევიან: Astragalus brachycarpus, Cerinthe minor, Echium vulgare, Datisca cannabina, Rhododendron brachycarpum, Rhododendron delavayi, Rhododendron ungernii, Cercis siliquastrum, Cytisus caucasicus, Cytisus hirsutissimum.

გაანალიზებული ნიმუშებიდან ტრიტერპენულ ნაერთთა შემცველობაზე პირველად იქნა გამოკვლეული საქართველოში გავრცელებული შემდეგი სახეობები: Argyrolobium biebersteinii, Astragalus brachycarpus, Datisca cannabina, Cerinthe minor, Echium vulgare, Polygonatum glaberrimum, Rhododendron brachycarpum, Rhododendron delavayi, Spartium junceum, Vaccaria segetalis, Rhododendron ungernii, Genista patula, Clematis orientalis.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

მ. ალანია, ქ. შალაშვილი, თ. საღარეიშვილი, ნ. ქავთარაძე, მ. სუთიაშვილი, ჯ. ანელი. ფენოლური ნაერთები საქართველოში გავრცელებულ და კულტივირებულ ზოგიერთ მცენარეში, თბილისი, 2023, 334 გვ.

ქ. შალაშვილი, თ. საღარეიშვილი, მ. სუთიაშვილი ჯ. ანელი, მ. ალანია. საქართველოში გავრცელებული და კულტივირებული ზოგიერთი მცენარის წინასწარი გამოკვლევა ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების (ფლავონოიდები, ტრიტერპენოიდები) შემცველობაზე. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, 2022, 8, 75-84.

М. Д. Алания, Э. П. Кемертелидзе, Н Ф Комиссаренко. Флавоноиды некоторых видов Astragalus L. флоры Грузии, «Мецниереба», 2002, 151 с.

რ. გაგნიძე. საქართველოს ფლორის კონსპექტი ნომემკლატურული ნუსხა. თბილისი, “უნივერსალი”, 2005, 247 გვ.

E.F. Bryant. A note on the differentation between flavonoid-glycosides and their aglycones, J. Amer. Pharm. Ass. Sci, 1950, 39 (8): 480-482.

Государственная фармакопея Российской Федерации XIV изд., I, Москва, 1720 с.

მ. სუთიაშვილი. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები და ქიმიური კომპონენტები საქართველოს ფლორის ზოგიერთ სახეობაში, თბილისი, 2018, 110 გვ.

T. T. Pangarova, G. G. Zapesochnaya. Structure of the flavonoids from Datisca cannabina. II, Chemistry of Natural compounds, 1974, 10 (6): 810-811.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-12-04

როგორ უნდა ციტირება

სუთიაშვილი მ., შალაშვილი ქ., საღარეიშვილი თ., ანელი ჯ., & ქავთარაძე ნ. (2025). საქართველოში გავრცელებული და კულტივირებული ზოგიერთი მცენარის წინასწარი გამოკვლევა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობაზე. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (6), 47–53. https://doi.org/10.52340/jecm.2025.06.06

გამოცემა

სექცია

Articles

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...