3D ბიოპრინტინგი და ქსოვილების ინჟინერია
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2025.02.13საკვანძო სიტყვები:
3D, bioprinting, tissue, engineeringანოტაცია
ბოლო ათწლეულის განმავლობაში 3D ბიოპრინტინგმა მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა და თანამედროვე ბიოინჟინერიისა და მედიცინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და პერსპექტიულ მიმართულებად იქცა. ეს ტექნოლოგია ახდენს რევოლუციურ ცვლილებებს და ახალ შესაძლებლობებს ქმნის ორგანოთა ტრანსპლანტაციის, რეგენერაციული მედიცინისა და ფარმაცევტული კვლევებისთვის, რითაც ტრადიციულ სამედიცინო მეთოდებს სრულად გარდაქმნის. სტატია მიმოიხილავს ბიოპრინტინგის ტექნოლოგიებს, ბიომელნებსა და მათ მახასიათებლებს, ასევე ბიოპრინტინგის სამ ძირითად ეტაპს: პრებიობეჭდვა, ბიობეჭდვა და პოსტბიობეჭდვა. განხილულია ბიოპრინტირებული ქსოვილები, მათ შორის კანი, ძვალი და ხრტილი, სისხლძარღვები, ღვიძლის ქსოვილი, გული და ნაწლავის ტრაქტი. დასასრულს, ყურადღება გამახვილებულია ბიოპრინტინგის პოტენციურ გამოყენებაზე სამედიცინო სფეროში, მათ შორის, რეგენერაციულ მედიცინაში, პერსონალიზებულ თერაპიაში და ა.შ. ეს ინოვაციური მიდგომა არა მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწილია, არამედ უკვე ცვლის თანამედროვე მედიცინის პარადიგმას, რაც შესაძლოა მომავალში ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებისა და ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად იქცეს.
Downloads
წყაროები
Ya Ren, Xue Yang, Zhengjiang Ma, Xin Sun, Yuxin Zhang, Wentao Li, Han Yang, Lei Qiang, Zezheng Yang, Yihao Liu, Changxu Deng, Liang Zhou, Tianchang Wang, Jingsheng Lin, Tao Li, Tao Wu, Jinwu Wang. Developments and Opportunities for 3D Bioprinted Organoids – PubMed 2021 Jun 28; doi: 10.18063/ijb.v7i3.364.
Anupama Sapkota. 3D Bioprinting- Definition, Principle, Process, Types, Applications - August 3, 2023.
Zhu, W., Ma, X., Gou, M., Mei, D., Zhang, K., & Chen, S. (2020). Current developments in 3D bioprinting for tissue and organ regeneration. Frontiers in Mechanical Engineering, 6, 589171.
Tripathi, S., Mandal, S. S., Bauri, S., & Maiti, P. (2022). 3D bioprinting and its innovative approach for biomedical applications. Materials and Components in 3D, 6(1), 16-30. https://doi.org/10.1002/mco2.194
Sapkota, A. (2023). 3D Bioprinting: Definition, Principle, Process, Types, Applications. Journal of Bioprinting Research.
Swikriti Tripathi, Subham Shekhar Mandal, Sudepta Bauri, Pralay Maiti. 3D bioprinting and its innovative approach for biomedical applications - PubMed 2022 Dec 24; doi: 10.1002/mco2.194.
