ორსულთა სტომატოლოგიური სტატუსი და სამკურნალო - პროფილაქტიკურ ღონისძიებათა ორგანიზაციის სრულყოფის გზები

ორსულთა სტომატოლოგიური სტატუსი და სამკურნალო - პროფილაქტიკურ ღონისძიებათა ორგანიზაციის სრულყოფის გზები

ავტორები

  • თამარ შიშნიაშვილი
  • ანა ზუბადალაშვილი
  • თამარ სულაძე
  • რუსუდან კვანჭახაძე

DOI:

https://doi.org/10.52340/jecmj.2021.376

საკვანძო სიტყვები:

dental status, pregnant women, prevention, treatment

ანოტაცია

ორსულობის დადგომისთანავე, როგორც წესი, აღინიშნება კბილის კარიესისა და პაროდონტის ქსოვილთა დაავადებების ინტენსივობის ზრდა, რაც დაკავშირებულია მთლიანად ორგანიზმისა და პირის ღრუს უჯრედებში და ორგანოებში მიმდინარე ცვლილებებთან. ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენს კბილის მაგარ ქსოვილთა პათოლოგიის სიმძიმისა და გავრცელების ანალიზი და ორსულთათვის სამკურნალო - პროფილაქტიკურ ღონისძიებათა შემუშავებისა და მათი რეალიზაციის სრულყოფა. ჩატარდა კომპლექსური ეპიდემიოლოგიური კვლევა ქ. თბილისში მცხოვრებ 18 – 40 წლის 170 ორსულში ჯანმოს მიერ რეკომენდებული მეთოდით. კვლევის შედეგები მოწმობენ ორსულთა შორის კბილის კარიესის ფართო გავრცელებას (61%-დან 98.8%-მდე) და მაღალი ინტენსივობის (2.55 -დან მდე). კბილის კარიესის ინტენსივობის მონაცემები უარესდება გესტაციის პერიოდის ხანგრძლივობასთან ერთად, ამასთანავე, ყველაზე მაქსიმალური ინტენსივობის მატება გამოვლინდა ორსულობის მეორე ტრიმესტრში. ჩატარებული ანალიზი ცხადყოფს ორსულებში პაროდონტის ქსოვილთა პათოლოგიების მნიშვნელოვან გავრცელებაზე (PMA ინდექსის მიხედვით). პათოლოგიის დონე მატულობდა ორსულთა ასაკისა და ორსულობის ვადების ზრდასთან თანხვედრით (41.7%-დან  78.8%-მდე). პაროდონტის ქსოვილებში ყველაზე გამოხატული ცვლილებები დაფიქსირდა ორსულობის მეორე ტრიმესტრის ბოლოს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პაროდონტის გართულებაში პათოლოგიის სიმძიმის ხარისხი მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული პირის ღრუს ჰიგიენასთან. ამრიგად, ორსულობის პერიოდში სტომატოლოგიური ჯანმრთელობის დაბალი მაჩვენებლები და სტომატოლოგიური სტატუსის გაუარესება მიუთითებენ ძირითად სტომატოლოგიურ დაავადებათა ყველა გამომწვევ რისკ-ფაქტორთა ზედმიწევნით შესწავლისა და დიაგნოსტიკის აუცილებლობაზე და შესაბამისად, სრული კომპლექსური გამოკვლევის შედეგების მიხედვით მოხდეს სამკურნალო-პროფილაქტიკურ ღონისძიებათა ყველა ეტაპის დაგეგმვა და რეალიზაცია.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

Анисимова Е.Н., Аскомит Л.А., Цветкова А.А., Гилинкова А.М. Алгоритм оказания стоматологической помощи беременным – труды МГМСУ им А.И. Евдокимова, М, 2015.

Бетраков А.В., Батракова Т.В. Особенности стоматологической хирургической помощи беременным в условиях амбулаторного приема: учебное пособие-СПБ.: Человек, 2015, 38с.

В.К. Леонтьев, Г.Н. Пахомов. Профилактика стоматологических заболевании // М. 2016, 416с.

Дедова Л.Н. Терапевтическая стоматология. Болезни периодонта // Минск, 2016, 270с.

Димитриева В.Ф., Дроздова Р.К., Железняк В.А. и др. Профилактика стоматологических заболеваний у беременных. // Санкт-Петербург, Спец Лит, 2018, 9-15.

Иванов А.С. Основы Стоматологии: учеб. пособие/СПБ.: Спец Лит, 2016, 223с.

Dedova L. N., Dubovets A. V. Periodontal diseases in pregnant women. // Vitebsk, Stomatologist 2016, 3, 13-17.

Fogacci M. No association between periodontitis, preterm birth or intrauterine growth restriction: experimental in Wistar rats. // American Journal of obstetrics and Gynecology, 2016, 214 (6), 749.

Gumus P. Evaluation of the gingival inflammation in pregnancy and postpartum via 25-hydroxy-vitamin D3, prostaglandin E2 end TNF–a levels in saliva. // Archives of Oral Biology, 2016, 63 (3), 1-6.

Laine M.A. Effect of pregnancy on periodontal and dental health. // Acta odontology Scand. 2012, Oct, 60 (5), 257-264.

Laurence S. Periodontal disease and adverse pregnancy outcomes: a prospective study in a low-risk population. // Journal of Obstetrics and Gynecology Canada. 2016, 38 (4), 346-350.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-07-07

როგორ უნდა ციტირება

თამარ შიშნიაშვილი, ანა ზუბადალაშვილი, თამარ სულაძე, & რუსუდან კვანჭახაძე. (2021). ორსულთა სტომატოლოგიური სტატუსი და სამკურნალო - პროფილაქტიკურ ღონისძიებათა ორგანიზაციის სრულყოფის გზები. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (3). https://doi.org/10.52340/jecmj.2021.376

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...