ხანდაზმულ პაციენტებზე სამედიცინო მეთვალყურეობის ძირითადი ასპექტები ზოგად პრაქტიკაში
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2025.01.19საკვანძო სიტყვები:
risk factors, prevention, medical supervisionანოტაცია
ჩვენი კვლევის მიზანი იყო ხანდაზმული პაციენტების სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება ზოგად პრაქტიკაში. შრომას საფუძვლად დაედო ხანდაზმულ პაციენტთა მომსახურების აუდიტი, რომელიც ჩატარდა ქუთაისის საოჯახო მედიცინის ცენტრში. შერჩეულ იქნა 85 ხანდაზმული პაციენტის სამედიცინო ისტორია/რუქა.
როგორც ჩატარებული კვლევის შედეგები ცხადჰყოფს, აუცილებელია სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, რომელშიც შედის: დაავადებათა რიგი რისკ-ფაქტორების მოდიფიცირება (ნიკოტინის შეწყვეტა და ალკოჰოლის რაოდენობის შეზღუდვა), ასევე-ოსტეოპოროზის პრევენცია, გრიპის საწინაარმდეგო ვაქცინაცია, სერიოზული დაავადებების (სწორი ნაწლავის კიბო, სარძევე ჯირკვლის კიბო, პროსტატის კიბო) სკრინინგის გაძლიერება. კვლევა გვაჩვენებს, რომ საჭიროა ხანდაზმულ პაციენტთა სამედიცინო განათლება-ლექცია-საუბრებით უზრუნველყოფა. აუცილებელია სამედიცინო პერსონალისათვის აუდიტის დასკვნის გაზიარება და ეფექტური შედეგების მისაღწევად რეაუდიტის ჩატარება.
Downloads
წყაროები
ვებ-გვერდი www.gfma.ge საოჯახო მედიცინა
საქართველოს ზრუნვის პლატფორმა, 2013. სტრატეგიული ხედვის დოკუმენტი.
ა.შ.შ გულის ასოციაციის (AHA) რეკომენდაციები.
ა.შ.შ მაღალი არტერიული წნევის პრევენციის გამოვლენის, შეფასებისა და მკურნალობის გაერთიანებული ნაციონალური კომიტეტის მე-6 მოხსენება (JNCV1)
Elderly care in Sweden.2014.http://sweden.se/ society/elderly-care-in-sweden
Preventing and treating osteoporosis. The practitioner,The Essence of General practice. March 1999 Volume 243
Moulds A.J., Martin Col-Handbook of Emergencies in Primary Care. Oxford U.P 1998
Prescriber’s Journal-Symposium: Care of elderly people, Volume 38, Number 4., 1998