პაციენტის კმაყოფილების შეფასება სამედიცინო სერვისებით
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2025.01.15საკვანძო სიტყვები:
patient satisfaction, clinic evaluation, communicationანოტაცია
პაციენტების კმაყოფილების დონე განიხილება, როგორც ზრუნვის ხარისხის განმსაზღვრელი საზომი. ჩვენი კვლევის მიზანია პაციენტის კმაყოფილების განსაზღვრა ჯანდაცვის სერვისებით საქართველოს მოსახლეობაში.
კვლევის მეთოდები: ჩვენს მიერ თვითშევსებადი კითხვარის საშუალებით შესწავლილ იქნა 18-დან 80 წლამდე ასაკის 368 პაციენტის პასუხი, რომლების მკურნალობდნენ კლინიკა ვივამედში, მათ შორის 164 (44.57%) კაცი და 204 (55.43%) ქალი. პაციენტთაგან 313 (85.05%) სარგებლობდა სახელმწიფო დაზღვევით, 26 (7.07%) - კერძო დაზღვევით, 15 (4.08%) - ორივე ტიპის დაზღვევით, ხოლო 14 (3.80%)-ს არ გააჩნდა არანაირი დაზღვევა. კითხვარი მოიცავდა: დემოგრაფიულ მონაცემებს, განათლებას, დაზღვევის სახეს, კმაყოფილებას სამედიცინო პერსონალის მომსახურების, ჰიგიენის და სხვა პარამეტრების მიხედვით. ყველა კითხვას პასუხი გასცა 350-მა რესპონდენტმა. ყველა რესპონდენტმა ხელი მოაწერა ინფორმირებული თანხმობის ფურცელს. კვლევის მონაცემები დამუშავდა აღწერითი სტატისტიკის მეთოდებით.
შედეგები: პაციენტთა უმრავლესობა კმაყოფილია პერსონალის კეთილგანწყობით, 97.7% ექთნების, 98% ექიმების, 95.4% რეგისტრატურის თანამშრომლების. პაციენტთა უმრავლესობა დადებით პასუხს გვაძლევს სამედიცინო პერსონალთან კომუნიკაციის შესახებ (94-98%), პაციენტთა უმრავლესობა კლინიკის მომსახურებას აფასებს როგორც კარგს, შესაბამისად, შეფასების საშუალო ქულა შეადგენს 4.03 ქულას.
დასკვნა: ჩვენი კვლევა ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სფეროში სტრატეგიების დახვეწას - მომსახურების ხარისხისა და პაციენტების კმაყოფილების გასაუმჯობესებლად.
Downloads
წყაროები
Prakash B. Patient satisfaction. J Cutan Aesthet Surg. 2010 Sep;3(3):151-5.
Prayetno AA. The Influence of Service Quality Aspects on Patient Satisfaction and Loyalty in Hospital Health Service Centers. Jurnal Ekonomi. 2024 Oct 21;13(04):40-53.
Almomani R, Al-Ghdabi R, Banyhamdan K. Patients’ satisfaction of health service quality in public hospitals: A PubHosQual analysis. Management Science Letters. 2020;10(8):1803-12.
Chandra S, Ward P, Mohammadnezhad M. Factors Associated with Patient Satisfaction in Outpatient Department of Suva Sub-divisional Health Center, Fiji, 2018: A Mixed Method Study. Front Public Health. 2019 Jul 2;7: 183.
Thornton RD, Nurse N, Snavely L, et al. Influences on patient satisfaction in healthcare centers: a semi-quantitative study over 5 years. BMC Health Serv Res. 2017 May 19;17(1):361.
Kalaja R. Determinants of patient satisfaction with health care: a literature review. European Journal of Natural Sciences and Medicine. 2023;6(1):43-54.
Burgener AM. Enhancing communication to improve patient safety and to increase patient satisfaction. The health care manager. 2020 Jul 1;39(3):128-32.
Asamrew N, Endris AA, Tadesse M. Level of patient satisfaction with inpatient services and its determinants: a study of a specialized hospital in Ethiopia. Journal of environmental and public health. 2020;2020(1):2473469.
Ferreira DC, Vieira I, Pedro MI, Caldas P, Varela M. Patient satisfaction with healthcare services and the techniques used for its assessment: a systematic literature review and a bibliometric analysis. InHealthcare 2023 Feb 21 (Vol. 11, No. 5, p. 639). MDPI.