თბილისის სტომატოლოგიური პერსონალის დამოკიდებულება ზოგადი ანესთეზიისა და პროცედურული სედაციის მიმართ

თბილისის სტომატოლოგიური პერსონალის დამოკიდებულება ზოგადი ანესთეზიისა და პროცედურული სედაციის მიმართ

ავტორები

  • ეთერი ბახტაძე სტომატოლოგიური საგანმანათლებლო ცენტრი Dentiveri XXI, თბილისი, საქართველო
  • მარიამ ქარელი შპს Research in Vision, თბილისი, საქართველო
  • მარინა მამალაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2024.06.03

საკვანძო სიტყვები:

dental staff, procedural sedation, general anesthesia, ambulatory dentistry, Georgia

ანოტაცია

შესავალი: დენტოფობია წარმოადგენს ფართოდ გავრცელებულ პრობლემას მსოფლიოში და ერთ-ერთი მიზეზს, რომლის გამოც პაციენტები უარს ამბობენ სტომატოლოგიური მომსახურების მიღებაზე. დენტოფობიის მენეჯმენტი მოიცავს საბაზისო და უფრო ღრმა ტექნიკებს, რომელშიც შედის პროცედურული სედაცია და ზოგადი ანესთეზია. ჩვენი კვლევა მიზნად ისახავდა თბილისის სტომატოლოგიური პერსონალის დამოკიდებულების შესწავლას პროცედურული სედაციისა და ზოგადი ანესთეზიის ამბულატორიულ სტომატოლოგიაში გამოყენების მიმართ.

მეთოდოლოგია: ჯვარედინ-სექციური კვლევა ჩატარდა 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის აპრილამდე პერიოდში თბილისის 20 სტომატოლოგიურ კლინიკაში, რომელთაგან 4 იყენებდა ზოგად ანესთეზიას. კვლევაში მონაწილე პირებმა შეავსეს ქართულ ენაზე ადაპტირებული სპეციალური კითხვარი. მონაცემების სტატისტიკური დამუშავება მოხდა სტატისტიკური პროგრამით IBM SPSS Statistics 26.0. ასოციაციების საპოვნელად გამოყენებულ იქნა Chi-square და ფიშერის ტესტი, ხოლო სტომატოლოგიური პერსონალის სამსახურეობრივი გამოცდილების ეფექტი მათ დამოკიდებულებაზე შეფასდა ლოჯისტიკური რეგრესიით.

შედეგები: ჩვენმა კვლევამ მოიცვა 250 სტომატოლოგიური პერსონალი, რომელთაგან 220 არ იყენებდა ანესთეზიის არც ერთ მეთოდს, ხოლო 30 იყენებდა ზოგად ანესთეზიას. მონაწილეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ (n = 207, 92.5%) იცოდა განსხვავება პროცედურულ სედაციასა და ზოგად ანესთეზიას შორის. 80%-ზე მეტმა იცოდა, თუ რა საანესთეზიო საშუალებები გამოიყენება პროცედურული სედაციის დროს, ხოლო დაახლოებით 70%-მა იცოდა ზოგადი ანესთეზიის დროს გამოყენებული საანესთეზიო საშუალებები. ამასთანავე, მათ, ვისაც ჰქონდათ 10 წელზე მეტი სამსახურეობრივი გამოცდილება, ჰქონდათ უკეთესი ცოდნა აღნიშნული საკითხების მიმართ. მონაწილეთა უმეტესობას მიაჩნდა, რომ აღნიშნული ტექნიკები საჭიროებენ ანესთეზიოლოგის მუდმივ მეთვალყურეობას. სტომატოლოგიური პერსონალის დაახლოებით 70%-ს არაერთხელ სთხოვეს პროცედურული სედაციის ან ზოგადი ანესთეზიის ჩატარება. ამასთანავე, 80%-ზე მეტმა აღნიშნა, რომ ჰყოლია პაციენტი დენტოფობიით, ხოლო 70%-მა, რომ ჰყოლია სპეციალური საჭიროების პაციენტი. გამოკითხული სტომატოლოგიური პერსონალის 80%-ზე მეტმა მხარი დაუჭირა პროცედურული სედაციის დანერგვას საქართველოში.

დისკუსია/დასკვნა: ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ თბილისის სტომატოლოგიური პერსონალის უმრავლესობა მხარს უჭერს პროცედურული სედაციის დანერგვას ამბულატორიულ სტომატოლოგიაში და მიაჩნია, რომ საჭიროა გაიღრმავოს აღნიშნული ტექნიკის, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფია

მარინა მამალაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ოდონტოლოგიის დეპარტამენტი

წყაროები

Seligman LD, Hovey JD, Chacon K, Ollendick TH. Dental anxiety: An understudied problem in youth. Clinical psychology review. 2017 Jul 1;55:25-40.

Cianetti S, Lombardo G, Lupatelli E, Pagano S, Abraha I, Montedori A, Caruso S, Gatto R, De Giorgio S, Salvato R. Dental fear/anxiety among children and adolescents. A systematic review. Eur J Paediatr Dent. 2017 Jun 1;18(2):121-30.

American Academy of Pediatric Dentistry. Behavior guidance for the pediatric dental patient. The Reference Manual of Pediatric Dentistry. Chicago, Ill.: American Academy of Pediatric Dentistry; 2022:321-39.

Green SM, Krauss B. Procedural sedation terminology: moving beyond “conscious sedation”. Annals of emergency medicine. 2002 Apr 1;39(4):433-5.

Benzoni T, Cascella M. Procedural Sedation. [Updated 2023 Jul 3]. In: StatPearls [Internet]. Treasure Island (FL): StatPearls Publishing; 2023 Jan.

Available from: https://www.ncbi.nlm.nih.gov/books/NBK551685/

Sotto JJ, Azari AF, Riley III J, Bimstein E. First‐Year Students’ Perceptions About Pediatric Dental Behavior Guidance Techniques: The Effect of Education. Journal of dental education. 2008 Sep;72(9):1029-41.

Woolley SM, Hingston EJ, Shah J, Chadwick BL. Paediatric conscious sedation: views and experience of specialists in paediatric dentistry. British Dental Journal. 2009 Sep 26;207(6):E11.

Strøm K, Rønneberg A, Skaare AB, Espelid I, Willumsen T. Dentists’ use of behavioral management techniques and their attitudes towards treating paediatric patients with dental anxiety. European archives of paediatric dentistry. 2015 Aug;16:349-55.

Costa LR, Dias AD, Pinheiro LS, Chaves ME, Ferreira RD, Almeida RB, Lima AR. Perceptions of dentists, dentistry undergraduate students, and the lay public about dental sedation. Journal of Applied Oral Science. 2004;12:182-8.

Agency for Regulation of Medical and Pharmaceutical Activities in Georgia. Letter N. REG 2 23 00996603. 2023 Sep. 21

Coulthard P. The indicator of sedation need (IOSN). Dental update. 2013 Jul 2;40(6):466-71.

Dziedzic A, Tanasiewicz M, Abed H, Dickinson C, Picciani B. Are special care dentistry services prepared for a global disruption in healthcare? A call for a wider promotion of dental conscious sedation training. InHealthcare 2020 Oct 22 (Vol. 8, No. 4, p. 419). MDPI.

Dionne RA, Yagiela JA, Coteó CJ, Donaldson M, Edwards M, Greenblatt DJ, Haas D, Malviya S, Milgrom P, Moore PA, Shampaine G. Balancing efficacy and safety in the use of oral sedation in dental outpatients. The Journal of the American Dental Association. 2006 Apr 1;137(4):502-13.

Linas N, Faulks D, Hennequin M, Cousson PY. Conservative and endodontic treatment performed under general anesthesia: A discussion of protocols and outcomes. Special Care in Dentistry. 2019 Sep;39(5):453-63.

Bennett JD, Kramer KJ, Bosack RC. How safe is deep sedation or general anesthesia while providing dental care?. The Journal of the American Dental Association. 2015 Sep 1;146(9):705-8.

Mallineni SK, Yiu CK. Dental treatment under general anesthesia for special‐needs patients: analysis of the literature. Journal of investigative and clinical dentistry. 2016 Nov;7(4):325-31.

Chanpong, B., Haas, D.A. and Locker, D., 2005. Need and demand for sedation or general anesthesia in dentistry: a national survey of the Canadian population. Anesthesia progress, 52(1), pp.3-11.

Grisolia BM, Dos Santos AP, Dhyppolito IM, Buchanan H, Hill K, Oliveira BH. Prevalence of dental anxiety in children and adolescents globally: A systematic review with meta‐analyses. International Journal of Paediatric Dentistry. 2021 Mar;31(2):168-83.

Wang YC, Lin IH, Huang CH, Fan SZ. Dental anesthesia for patients with special needs. Acta Anaesthesiologica Taiwanica. 2012 Sep 1;50(3):122-5.

Blayney MR. Procedural sedation for adult patients: an overview. Continuing Education in Anaesthesia, Critical Care & Pain. 2012 Aug 1;12(4):176-80.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-12-02

როგორ უნდა ციტირება

ბახტაძე ე., ქარელი მ., & მამალაძე მ. (2024). თბილისის სტომატოლოგიური პერსონალის დამოკიდებულება ზოგადი ანესთეზიისა და პროცედურული სედაციის მიმართ. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (6), 18–28. https://doi.org/10.52340/jecm.2024.06.03

გამოცემა

სექცია

Articles

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...