სტამბოლის პროტოკოლის სტანდარტებით დოკუმენტირების ფორმა საქართველოს პენიტენციური დაწესებულებების სამედიცინო სამსახურისათვის

სტამბოლის პროტოკოლის სტანდარტებით დოკუმენტირების ფორმა საქართველოს პენიტენციური დაწესებულებების სამედიცინო სამსახურისათვის

ავტორები

  • რუსუდანი ბერიაშვილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2024.04.31

საკვანძო სიტყვები:

Istanbul Protocol, forensic medicine in Georgia, prison documentation form

ანოტაცია

სტამბოლის პროტოკოლის პრინციპების დანერგვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოითხოვს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის პრაქტიკისა და სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების სამართლებრივი ნორმებისა და მეთოდოლოგიის ანალიზს. განსაკუთრებით საყურადღებოა ეფექტური სამედიცინო დოკუმენტირების მეთოდოლოგიის ცვლილება სხვადასხვა ტიპის სამედიცინო დაწესებულებებში, როგორც სამოქალაქო, ასევე პარალელური ჯანდაცვის სისტემებში, როგორიცაა, მაგალითად, სასჯელაღსრულების ჯანდაცვის სისტემა. პროექტის ფარგლებში მოხდა სამედიცინო დოკუმენტირების  რეტროგრადული და მიმდინარე პრაქტიკის ანალიზი, სტამბოლის პროტოკოლის სტანდარტების დანერგვის პერსპექტივის გათვალისწინებით. სასჯელაღსრულების ჯანდაცვის სისტემაში სამედიცინო დოკუმენტირების არაერთი ხარვეზი და სუსტი წერტილი იქნა გაანალიზებული. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა სამედიცინო შემოწმებისა და დაზიანებების დოკუმენტირების პროცესის ყოვლისმომცველობასა და დროულობას, დოკუმენტირების ფორმების სამართლებრივ რეგულირებას, პაციენტთან გასაუბრებისა და სამედიცინო შემოწმების არსებულ პრაქტიკას, ინფორმირებული თანხმობის მოპოვების წესს, ინფორმაციის კონფიდენციალურობის შეზღუდვებს, სამედიცინო საექსპერტო აზრის ჩამოყალიბებისა და გამოკვლევის შედეგების ინტერპრეტაციის სირთულეებს. სტამბოლის პროტოკოლის პრინციპების საქართველოში დანერვის მიზნით პენიტენციური დაწესებულებების სამედიცინო სამსახურისათვის შემუშავებულ იქნა სამედიცინო დოკუმენტირების ახალი ფორმა.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

Iacopino V. et al: Istanbul Protocol implementation in Central Asia: bending the arc of the moral universe. Journal of Forensic and Legal Medicine, vol. 69 (2020). available from:

https://www.sciencedirect.com/science/article/abs/pii/S1752928X19301234

Istanbul Protocol: Manual on the Effective Investigation and Documentation of Torture and Other Cruel, Inhuman or Degrading Treatment or Punishment, available from:

www.ohchr.org/sites/default/files/documents/publications/2022-06-29/Istanbul-Protocol_Rev2_EN.pdf.

Law of Georgia. Criminal Procedural Code of Georgia. available from:

https://www.matsne.gov.ge/document/view/90034?publication=151

Law of Georgia on Patient Rights. available from:

https://www.matsne.gov.ge/en/document/view/16978?publication=7

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

როგორ უნდა ციტირება

ბერიაშვილი რ. (2024). სტამბოლის პროტოკოლის სტანდარტებით დოკუმენტირების ფორმა საქართველოს პენიტენციური დაწესებულებების სამედიცინო სამსახურისათვის. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (4), 115–118. https://doi.org/10.52340/jecm.2024.04.31

გამოცემა

სექცია

Articles

მსგავსი სტატიები

<< < 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...