კლინიკისათვის ანტიბიოტიკების რაციონალული ესენციური პრეპარატების ნუსხის შემუშავება
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2024.04.14საკვანძო სიტყვები:
Development, list, rational, essential, antibiotic, preparations, clinicანოტაცია
კვლევის მიზანს წარმოადგენდა თბილისის მრავალპროფილიანი კლინიკისათვის ანტიბიოტიკების ესენციური ნუსხის შედგენა და შესაბამისი ფარმაკოეკონომიკური სარგებლის გაანგარიშება. რისთვისაც კვლევის პირველ ეტაპზე მოხდა ჯანმოს ესენციური მედიკამენტებისა და საქართველოს ეროვნული ესენციური მედიკამენტების სიის საფუძველზე კლინიკისათვის აუცილებელი ანტიბიოტიკების ნუსხის შემუშავება. კვლევის მეორე ეტაპი მოიცავდა კლინიკაში არსებული ანტიბიოტიკების ჩამონათვალის ანალიზს; შემდგომ ეტაპზე კლინიკის საჭიროებიდან გამომდინარე შესწავლილ იქნა ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ანტიბიოტიკები, მათი ფასსარგებლის გათვალისწინებით. კლინიკის მიერ გამოყენებული ანტიბიოტიკების არსებული სიიდან ჩვენს მიერ ამოღებულ იქნა ძვირადღირებული ბრენდები, რომლებიც ჩავანაცვლეთ მისაღები ხარისხის გენერიული პრეპარატებით. შეთავაზებული ანტიბიოტიკები შეამცირებს დანახარჯებს როგორც კლინიკისათვის, აგრეთვე პაციენტებისათვისაც. მედიკამენტების ჩანაცვლების დროს გათვალისწინებული იყო ორი ფაქტორი - ხარისხი და ფასი. აქედან გამომდინარე შეირჩა ისეთი მედიკამენტები, რომლებიც ფასით უფრო ეკონომიურები იყვნენ, მაგრამ ხარისხით ბრენდებს უტოლდებოდნენ. ფარმაკოეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით ჩვენს მიერ გაკეთებული გაანგარიშებით კლინიკის მიერ შეძენილი სხვადასხვა ფარმაკოლოგიური ჯგუფის 55 მედიკამენტიდან 30 მედიკამენტის ჩანაცვლებამ ეკონომიურად ხელსაყრელი ანალოგით, გამოიწვია ფასთა შორის სხვაობა, ანუ დანაზოგი - 35066 ლარი.
Downloads
წყაროები
WHO model list of essential medicines - 22nd list, 2021
Selection of essential medicines at country level Using the WHO model list of essential medicines to update a national essential medicines list. 2020- 21 April.
Basic documents 42 edition, Geneva, 2021 Constitution of WHO including amendments, Accepted up to 31/December/2020
Accepted by the general assembly of the united nations on 10/12/1948. Universal declaration of Humans right. 2005
Accepted by 16/12/1996. International covenant on economic social and cultural right
Substantive issues arising in the implementation of the International Covenant on Economic, Social and Cultural Rights. Committee on economic, social and cultural right. United nation. Economic and social council. General comment no14. 22nd session Geneva 25 april-12/04/2000.
Essential medicines for universal health coverage/ Martha Gyansa-Lutterodt,Veronika J Wirtz, Hans V Hogerzeil, s Ellen F M 't Hoen,b Anita K Wagner, r Prashant Yadav, Andrew L Gray, Maryam Bigdeli, Lembit Rägo, A4rash Rashidian, Cornelis P de Joncheere, j Regina M Mbindyo, Helene Möller, Margaret A Ewen, Sun Jing, i Vera L Luiza, , Bernard Pécoul, Dennis Ross-Degnan, and Michael R Reich,