არასტეროიდული პრეპარატების გასაღების მარკეტინგული კვლევის შედეგები
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2024.04.09საკვანძო სიტყვები:
non-steroidal, drugs, marketing researchანოტაცია
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები მიეკუთვნება მსოფლიოში ყველაზე ხშირად მოხმარებულ წამლებს. საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე უკონტროლოდ იყიდება სხვადასხვა ჯგუფის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. ყველა ეს წამალი თავისი მრავალი გვერდითი ეფექტით სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას.
კვლევის მიზანი იყო შესწავლილიყო არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გაყიდვის ძირითადი ტენდენციები და მახასიათებლები, ასევე შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება. ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აღნიშნულ პრეპარატებს ექიმის დანიშნულებით მომხმარებლების მხოლოდ 20% ყიდულობს. ამას ემატება მოსახლეობის ინფორმირებულობის უკიდურესად დაბალი დონე ამ მიმართულებით. კვლევის შედეგების სათანადო შეფასების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აუცილებელია და მნიშვნელოვანია ქვეყანაში პრეპარატების გვერდითი ეფექტების მონიტორინგის ადეკვატური დამოუკიდებელი სისტემა.
Downloads
წყაროები
Benett, W.M., DeBroe, M.E. Analgesic nephropathy – a preventable renal disease. New England Journal of Medicine, 11 May 1989;320(19):1269-71.
Anon. Nonsteroidal anti-inflammatory agents: hazards of long-term use. WHO Drug information. 1991; 5(1):11.
Anon. NSAI restrictions on Australian PBS. Scrip, 29 Jan 1993; 1790:18.
ვ.ერიაშვილი, ნ.დუღაშვილი. ფარმაცებტული ბიზნესის საფუძვლები. 2006, თბილისი
ვ.ერიაშვილი, თ.ზარქუა. ფარმაცევტული ბიზნესის საფუძვლები. 2009, თბილისი