წყალტუბო და მისი მინერალური წყლები

წყალტუბო და მისი მინერალური წყლები

ავტორები

  • მარინა შავიანიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2024.04.04

საკვანძო სიტყვები:

Tskaltubo, resort, mineral baths

ანოტაცია

წყალტუბო მეტად თავისებური და უძველესი კურორტია. მას გააჩნია განსაკუთრებული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და დაგეგმარება, მინერალური წყაროების განსაკუთრებული შემადგენლობა, განსხვავებული მკურნალობის მეთოდიკა და რაც მთავარია მკურნალობის მაღალი ეფექტურობა. კურორტს აქვს რგოლური დაგეგმარება, რომლის ცენტრში მდებარეობს ბალნეოლოგიური ზონა, თავისი სააბაზანოებით. წყლის მინერალიზაცია შეადგენს 0,8 გ/ლ. წყალი თავის შემადგენლობაში შეიცავს 6 იონს და განეკუთვნება რთული წყლების ჯგუფს. ასეთი შემადგენლობის წყალი ბუნებაში იშვიათად გვხდება. წყლის შემადგენლობა სტაბილურია და დროთა განმავლობაში არ იცვლება. წყლის შემადგენლობაში ასევე შედის მიკროელემენტები. წყლის მჟავა-ტუტოვანი ბალანსი ნეიტრალურია და შეადგენს 7,2. ტემპერატურის მხრივ წყალი მიეკუთვნება იზოთერმულ წყლებს, მისი ტემპერატურა შეადგენს 33-34o. წყალტუბოს მინერალურ წყლებს აქვს დიდი დებიტი 15-18 მლნ. ლ/დღ/ღ ეს კი საშუალებას გვაძლევს სრულიათ განსხვავებული მკურნალობის მეთოდიკის გამოყენებისა - განდინარე აბაზანის მეთოდიკისა. წყლის შემადგენლობაში ასევე შედის აირები რადონი, აზოტი, არგონი, ჰელიუმი. წყლის რადიოაქტივობა შეადგენს 1-2,7 ნკ/ლ. წყალი არ შეიცავს ძლიერ მომქმედ და ტოქსიურ ნივთიერებებს და ამიტომ მისი დანიშვნა შეიძლება დაავადების ისეთ ფაზაში და სტადიაში, როდესაც სხვა ბალნეოპროცედურები უკუნაჩვენებია. წყალტუბოს მინერალურ წყლებს გააჩნიათ მკურნალობის ფართო სპექტრი. ისინი ნაჩვენებია გულ-სისხლძარღვთა, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემების, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, გინეკოლოგიური და კანის დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის მოშლილობების დროს.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

ო. შავიანიძე, გ. შავიანიძე, მ. შავიანიძე. წყალტუბოს სამკურნალო ფაქტორები, 1992.

ო.შავიანიძე, გ.შავიანიძე, მ. შავიანიძე. კურორტი წყალტუბო და მისი სამკურნალო ფაქტორები, 1990.

მ. შავიანიძე. კურორტი წყალტუბო, მისი სამკურნალო წყაროები და ღვაწლმოსილი ადამიანები, 2022.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

როგორ უნდა ციტირება

შავიანიძე მ. (2024). წყალტუბო და მისი მინერალური წყლები. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (4), 19–21. https://doi.org/10.52340/jecm.2024.04.04

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...