საკუბიტრილ/ვალსარტანის კომბინაციის გავლენა გულის ჰისტომორფოლოგიურ და მორფომეტრულ ცვლილებებზე
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2023.06.08საკვანძო სიტყვები:
sacubitril, valsartan, combination, cardiac, histomorphological, morphometricანოტაცია
არტერიული ჰიპერტენზია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც კვლავ რჩება კარდიოვასკულური დაავადებების გართულების ძირითად რისკფაქტორად. ვინაიდან, არტერიული ჰიპერტენზია მრავალ ორგანოს და ორგანოთა სისტემას აზიანებს, მნიშვნელოვანია მისი განვითარების ადრეულ ეტაპზე მკურნალობის დაწყება და გულის რემოდელირების პროგრესირების თავიდან აცილება. კვლევა ჩატარდა „ვისტარის“ ჯიშის 40 მამრ ვირთაგვაზე, წონით 250,0-300,0გ. ცხოველები რანდომულად დაიყო შემდეგ ჯგუფებად: I ჯგუფი – საკონტროლო (n=10); II ჯგუფი – ექსპერიმენტული, DOCA (დეზოქსიკორტიკოსტერონ აცეტატი) მარილოვან ხსნარებთან ერთად (n=10). ამ ჯგუფში არტერიული ჰიპერტენზიის მოდელირებისთვის 28 დღის განმავლობაში ინტრაპერიტონეული ინიექციით შეგვყავდა 25 მგ/კგ DOCA და სასმელად მიეწოდებოდათ მხოლოდ მარილოვანი ხსნარი (1% NaCl და 0.2% KCl), (n=10); III ჯგუფი – ნამკურნალევი ჯგუფი, რომლებშიც არტერიული ჰიპერტენზიის ჩამოყალიბების შემდეგ ინტრაპერიტონეული ინიექციით შეგვყავდა 30მგ/კგ საკუბიტრილ-ვალსარტანის კომბინაცია 2 კვირის განმავლობაში, (n=10); IV – პრევენციული ჯგუფი იღებდა ინტრაპერიტონეულად 25 მგ/კგ DOCA + სასმელ წყალში 1% NaCl და 0.2% KCl + 30 მგ/კგ და საკუბიტრილ-ვალსარტანის კომბინაცია 2 კვირის განმავლობაში, (n=10); კვლევის შედეგად საკონტროლო ჯგუფში ფოკალური ზომიერი სისხლსავსეობა და კარდიომიოციტების განივი განლაგება გამოვლინდა, ხოლო ჰიპერტენზიის პირობებში პარკუჭის წინა კედელში კონტროლთან შედარებით განვითარდა კარდიომიოციტების ჰიპერტროფია და პერივასკულური სივრცის ფიბროზი; მკურნალობის შემდგომ პერიოდში ადგილი ჰქონდა განივზოლიანობის შენარჩუნებას, ალაგ-ალაგ ბოჭკოვანი სტრუქტურების არქიტექტონიკის დაკარგვით და ტალღისებური სტრუქტურით. არტერიული ჰიპერტენზიის პრევენციის მიზნით დაავადების მოდელირებასთან ერთად საკუბიტრილ-ვალსარტანით მკურნალობის შემთხვევაში, უპირატესად გამოვლინდა განივზოლიანობის შენარჩუნება. მიღებული შედეგებიდან გამომდინარე საკუბიტრილ-ვალსარტანის კომბინაცია, მისი პრევენციული გამოყენებისას არტერიული ჰიპერტენზიის ფორმირების პროცესში, თრგუნავს გულის რემოდელირების განვითარებას.
Downloads
წყაროები
Wermelt JA, Schunkert H. Management der arteriellen Hypertonie [Management of arterial hypertension]. Herz. 2017 Aug;42(5):515-526. German. doi: 10.1007/s00059-017-4574-1. PMID: 28555286.
SPRINT Research Group; Wright JT Jr, Williamson JD, Whelton PK, et al. A Randomized Trial of Intensive versus Standard Blood-Pressure Control. N Engl J Med. 2015 Nov 26;373(22):2103-16. doi: 10.1056/NEJMoa1511939. Epub 2015 Nov 9. Erratum in: N Engl J Med. 2017 Dec 21;377(25):2506. PMID: 26551272; PMCID: PMC4689591.
Tomek J, Bub G. Hypertension-induced remodelling: on the interactions of cardiac risk factors. J Physiol. 2017 Jun 15;595(12):4027-4036. doi: 10.1113/JP273043. Epub 2017 Mar 30. PMID: 28217927; PMCID: PMC5471416.
Porter KE, Turner NA. Cardiac fibroblasts: at the heart of myocardial remodeling. Pharmacol Ther. 2009 Aug;123(2):255-78. doi: 10.1016/j.pharmthera.2009.05.002. Epub 2009 May 19. PMID: 19460403.
Brown RD, Jones GM, Laird RE, Hudson P, Long CS. Cytokines regulate matrix metalloproteinases and migration in cardiac fibroblasts. Biochem Biophys Res Commun. 2007 Oct 12;362(1):200-205. doi: 10.1016/j.bbrc.2007.08.003. Epub 2007 Aug 9. PMID: 17706606; PMCID: PMC2017114.
Cheng TH, Leung YM, Cheung CW, Chen CH, Chen YL, Wong KL. Propofol depresses angiotensin II-induced cell proliferation in rat cardiac fibroblasts. Anesthesiology. 2010 Jan;112(1):108-18. doi: 10.1097/01.anes.0000365960.74268.21. PMID: 20032702.
Abe H, Takeda N, Isagawa T, Semba H, et al. Macrophage hypoxia signaling regulates cardiac fibrosis via Oncostatin M. Nat Commun. 2019 Jun 27;10(1):2824. doi: 10.1038/s41467-019-10859-w. PMID: 31249305; PMCID: PMC6597788.
Wang Y, Thatcher SE, Cassis LA. Measuring Blood Pressure Using a Noninvasive Tail Cuff Method in Mice. Methods Mol Biol. 2017;1614:69-73. doi: 10.1007/978-1-4939-7030-8_6. PMID: 28500596.
Bella JN, Palmieri V, Roman MJ, Liu JE, Welty TK, Lee ET, Fabsitz RR, Howard BV, Devereux RB. Mitral ratio of peak early to late diastolic filling velocity as a predictor of mortality in middle-aged and elderly adults: The strong heart study. Circulation. 2002;105:1928–1933.
Sanz J, Sánchez-Quintana D, Bossone E, Bogaard HJ, Naeije R. Anatomy, Function, and Dysfunction of the Right Ventricle: JACC State-of-the-Art Review. J Am Coll Cardiol. 2019 Apr 2;73(12):1463-1482. doi: 10.1016/j.jacc.2018.12.076. PMID: 30922478.
Santos M, Shah AM. Alterations in cardiac structure and function in hypertension. Curr Hypertens Rep. 2014 May;16(5):428. doi: 10.1007/s11906-014-0428-x. PMID: 24639061; PMCID: PMC4051201.
Yang Y, Wang Y, Gao PJ. Osteopontin associated with left ventricular hypertrophy and diastolic dysfunction in essential hypertension. J Hum Hypertens. 2020 May;34(5):388-396. doi: 10.1038/s41371-019-0246-3. Epub 2019 Sep 2. PMID: 31477824.
Le TT, Lim V, Ibrahim R, et al. The remodelling index risk stratifies patients with hypertensive left ventricular hypertrophy. Eur Heart J Cardiovasc Imaging. 2021 May 10;22(6):670-679. doi: 10.1093/ehjci/jeaa040. PMID: 32255186; PMCID: PMC8110315.
Muiesan ML, Salvetti M, Monteduro C, Bonzi B, Paini A, Viola S, Poisa P, Rizzoni D, Castellano M, Agabiti-Rosei E. Left ventricular concentric geometry during treatment adversely affects cardiovascular prognosis in hypertensive patients. Hypertension. 2004;43:731–738.
Effects of perindopril-indapamide on left ventricular diastolic function and mass in patients with type 2 diabetes: The advance echocardiography substudy. J Hypertens. 2011;29:1439–1447.
Lafuse WP, Wozniak DJ, Rajaram MVS. Role of Cardiac Macrophages on Cardiac Inflammation, Fibrosis and Tissue Repair. Cells. 2020 Dec 31;10(1):51. doi: 10.3390/cells10010051. PMID: 33396359; PMCID: PMC7824389.
Mondaca-Ruff D, Araos P, Yañez CE, Novoa UF, Mora IG, Ocaranza MP, Jalil JE. Hydrochlorothiazide Reduces Cardiac Hypertrophy, Fibrosis and Rho-Kinase Activation in DOCA-Salt Induced Hypertension. J Cardiovasc Pharmacol Ther. 2021 Nov;26(6):724-735. doi: 10.1177/10742484211053109. Epub 2021 Oct 8. PMID: 34623176.