მრავალძარღვას კრემის ფორმულაცია, ტექნოლოგია და ბიოფარმაცევტული შეფასება
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2023.04.22საკვანძო სიტყვები:
Plantain cream, formulation, technology, biopharmaceutical researchანოტაცია
საქართველოს ბაზარი გაჯერებულია სხვადასხვა ქვეყნის კოსმეტიკური საშუალებებით, რომლებიც ძირითადად დამზადებულია სინთეზური ნივთიერებების გამოყენებით. მათ სისტემატიურმა მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს რიგი არასასურველი შედეგები. აღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილია ახალი, კონკურენტუნარიანი ნატურალური პროდუქციის შექმნა მცენარეული ნედლეულის ბაზაზე.
საქართველოში მოზარდი სამკურნალო მცენარეებიდან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს დიდი მრავალძარღვა. ის გამოიყენება კანის დაბერების საწინააღმდეგოდ. მასში შემავალი პოლისაქარიდები, ფლავონოიდები და სხვა ფენოლური შენაერთები აძლიერებენ კანის ელასტიკურობას და სიმტკიცეს.
კვლევის მიზანს წარმოადგენდა ბიოფარმაცევტული კვლევების საფუძველზე მრავალძარღვას კრემების ფორმულაციის განსაზღვრა და ტექნოლოგიის დამუშავება.
ჩატარებული ბიოფარმაცევტული კვლევების საფუძველზე განსაზღვრულია მრავალძარღვას სქელი ექსტრაქტისა და პოლისაქარიდების შემცველი წ/ზ ტიპის ემულსიური კრემების ფორმულაცია და დამუშავებულია ტექნოლოგია.
მოწოდებული კრემები ხასიათდებიან კეთილხარისხოვნების ოპტიმალური მაჩვენებლებით. განსაზღვრულია მრავალძარღვას სქელი ექსტრაქტისა და პოლისაქარიდების შემცველი წ/ზ ტიპის ემულსიური კრემების სტრუქტურულ-მექანიკური თვისებები. მოწოდებულ კრემებს გააჩნია ოპტიმალური სამომხმარებლო თვისებებით.
მრავალძარღვას სქელი ექსტრაქტისა და პოლისაქარიდების ჯამის შემცველი კრემები არ გამოირჩევა ოსმოსური აქტივობით; მიკროსკოპული კვლევებით დადგენილია, რომ მრავალძარღვას სქელი ექსტრაქტისა და პოლისაქარიდების ჯამის შემცველი კრემები პოლიდისპერსიულია; მრავალძარღვას სქელი ექსტრაქტისა და პოლისაქარიდების ჯამის შემცველი კრემების სხვადასხვა პირობებში შენახვისას სტაბილურობის შესწავლით დადგენილია, რომ მოწოდებული კრემები ინარჩუნებენ კეთილხარისხოვნების ძირითად მაჩვენებლებს კვლევის მთელი პერიოდის (6 თვის) განმავლობაში.
Downloads
წყაროები
Kiran Yadav, Shashikant Maury, Dr.Mohd Wasiullah, Piyush Yadav. A review article on formulation and evaluation of herbal cold cream using curcumin longa. International Journal of Pharmaceutical Research and Applications. May-June 2023; 8(3):727-731.
Chauhan Lalita, Gupta Shalini. Creams: A Review on Classification, Preparation Methods, Evaluation and its Application. Journal of Drug Delivery & Therapeutics. 2020; 10(5-s):281-289.
Younes Najafian, Shokouh Sadat Hamedi, Masoumeh Kaboli Farshchi, Zohre Feyzabadi. Plantago major in Traditional Persian Medicine and modern phytotherapy: a narrative review Electronic Physician (ISSN: 2008-5842), February 2018, 10(2):6390-6399.
Muhammad Bahrain Ado¬m, Muhammad Taher, Muhammad Fathiy Mutalabisin et al. Chemical constituents and medical benefits of Plantago major. Biomedicine & Pharmacotherapy. Dec 2017; 96:348-360.
Aiman Saleh A. Mohammed, Muhammad Naveed, Norbert Jost. Polysaccharides; Clasifica¬ti¬¬on, Chemical Properties, and Future Perspective Applications in Fields of Pharmacology and Biological Medicine (A Review of Current Applications and Upcoming Potentialities). Journal of Polymers and the Environment. 2021; 29:2359–2371. https://doi.org/10.1007-/s10924-021-02052-2
Mirela Moldovan, Abir Lahmar, Catalina Bogdan, Simona Parauan, Ioan Tomuta, Maria Crisan. Formulation and evaluation of a water-in-oil cream containing herbal active ingredients and ferulic acid. Clujul Medical. 2017; 90(2):212-219.
Somnath S Davkhar, Aarti S Bhandari, Sanjivani A Akolkar. Formulation and Evaluation of Multipurpose Herbal Cream. Sys Rev Pharm 2023; 14(1):23-28.
Arun Kumar, Divyansh, Neha Ansari, Rahul Shukla, Gangeshwar Pratap Singh. Formu¬lation and Evaluation of Herbal Moisturizing Cream. IJPPR, 2022; 25(1):9-16.
Chandrashekhar B. Badwaik, Updesh B. Lade, Tikesh Agarwal, Prachi Barsagade, Madhuri Nandgave, Nilam Gaddamwar. Formulation and Evaluation of Herbal Face Cream. International Journal of Pharmaceutical Research and Applications. Jan-Feb 2022; 7(1):955-960.
Kartini, Babtista Merchyta Winarjo, Endang Wahyu Fitriani, Ridho Islamie. Formulation and pH-Physical Stability Evaluation of Gel and Cream of Plantago major Leaves Extract. Media Pharmaceutica Indonesiana. 2017;1(3):174-180.
Mahendran Sekar, Pavitra Sivalinggam and Afzan Mahmad. Formulation and evaluation of novel antiaging cream containing rambutan fruits extract. IJPSR, 2017; 8(3):1056-1065.
Alka Lohani, Anurag Verma, G. Hema, and Kamla Pathak. Topical Delivery of Geranium/Calendula Essential Oil-Entrapped Ethanolic Lipid Vesicular Cream to Combat Skin Aging. BioMed Research International. Volume 2021, Article ID 4593759, 13 pages https://doi.org/10.1155/2021/4593759.
Shinde Prajakta, Khule Shahu. Formulation and Evaluation of Vanishing Herbal Cream of Crude Drugs. Asian Journal of Pharmaceutical Research and Development. 2020; 8(3):66-69.