პოლიპრაგმაზიის რისკები ჰიპერტენზიის მკურნალობაში

პოლიპრაგმაზიის რისკები ჰიპერტენზიის მკურნალობაში

ავტორები

  • თამაზ ჭუმბურიძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ნინო ნემსიწვერიძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • თამარ ჩიკვილაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ნინო კალატოზიშვილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • იოსებ თომაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2023.04.13

საკვანძო სიტყვები:

Polypharmacy, chronic hypertension, treatment, risks

ანოტაცია

პოლიპრაგმაზია, ანუ პოლიფარმაცია თანამედროვე მედიცინის გადაუჭრელი პრობლემაა. განსაკუთრებით ხშირია ასეთი შემთხვევები, ქრონიკული ჰიპერტენზიის მკურნალობაში.

ნაშრომის კვლევის მიზანს წარმოადგენდა პოლიპრაგმაზიის აღმოფხვრის საკითხებში კლინიკური ფარმაცევტის როლის დადგენა; იმის გარკვევა, თუ რამდენად ხშირია 5-ზე მეტი მედიკამენტი ექიმის დანიშნულებებში და როგორია ექიმის და ფარმაცევტის თანამშრომლობა ფარმაკოთერაპიულ პროცესში.

კვლევა ჩატარდა „ს/ს ევექსის კლინიკების” ბაზაზე. შედგენილ იქნა ორი ტიპის კითხვარი, რომელიც განკუთვნილი იყო ექიმების და მათი პაციენტებისათვის. გამოკითხვა ატარებდა ანონიმურ ხასიათს, გამოკითხულ იქნა არტერიული ჰიპერტენზიის მქონე 120 პაციენტი და „ს/ს ევექსის კლინიკებში“ მომუშავე სხვადასხვა პროფილის 73 ექიმი. მიღებული შედეგებით ჩანს, რომ პაციენტთა 60%-ს ენიშნება 5-ზე მეტი მედიკამენტი, რაც ზრდის პოლიპრაგმაზიის სიხშირეს.

გამოკითხულ ექიმთა 65% მხოლოდ ზეპირსიტყვიერად, ხოლო 25% საერთოდ არ უხსნის პაციენტს მედიკამენტის მიღების თავისებურებებს, რამაც შესაძლოა მიგვიყვანოს წამალთა არასწორ გამოყენებით გამოწვეულ არასასურველ და საზიანო ურთიერთქმედებასთან. სწორედ ასეთ დროს საჭიროა კლინიკურმა ფარმაცევტმა უზრუნველყოს პაციენტი საჭირო ინფორმაციით და საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს ფარმაკოთერაპიული პროცესის მონიტორინგი.

მიგვაჩნია, რომ კლინიკური ფარმაცევტი სათანადო კვალიფიკაციის მიღების შემდეგ შეძლებს ექიმთან ერთად პოლიპრაგმაზიის არასასურველი შედეგების მინიმუმამდე დაყვანას.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფიები

თამაზ ჭუმბურიძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

თსსუ სოციალური და კლინიკური ფარმაციის დეპარტამენტი, თბილისი, საქართველო

ნინო ნემსიწვერიძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

თსსუ სოციალური და კლინიკური ფარმაციის დეპარტამენტი, თბილისი, საქართველო

თამარ ჩიკვილაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

თსსუ სოციალური და კლინიკური ფარმაციის დეპარტამენტი, თბილისი, საქართველო

ნინო კალატოზიშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

თსსუ სოციალური და კლინიკური ფარმაციის დეპარტამენტი, თბილისი, საქართველო

იოსებ თომაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

თსსუ სოციალური და კლინიკური ფარმაციის დეპარტამენტი, თბილისი, საქართველო

წყაროები

მოზრდილებში პირველადი ჰიპერტენზიის მართვა, პროტოკოლი. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის N01-260/ო ბრძანება.

ბეჟან წინამძღვრიშვილი, ლევან ყურაშვილი, დალი ტრაპაიძე, ვახტანგ ბარბაქაძე და სხვ. არტერიული ჰიპერტენზია. ნაციონალური გაიდლაინის სრული ვერსია. 2019 წ.

“არტერიული ჰიპერტენზია – პრიორიტეტი ქვეყნის მოსახლეობის ავადობისა და სიკვდილიანობის სტრუქტურაში”, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. ჯანმო, არაგადამდებ დაავადებათა პროფილი, საქართველო, 2011 (ეპიდემიოლოგიური ბიულეტენი, 2013, სექტემბერი, N9, ტომი 17.

თ. ჭუმბურიძე, ნ. კიკალიშვილი. კლინიკური ფარმაცია - თბილისი, 2006 წ.

თ. ჭუმბურიძე, ნ. ნემსიწვერიძე, დ. შუბითიძე. ფარმაცევტული ზრუნვა თბილისი, 2019 წ.

ინსულტის მართვის გაიდლაინი, WHO Global status report on noncommunicable diseases, 2010. http://www.who.int/nmh/publications/ncd_report_full_en.pdf

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-25

როგორ უნდა ციტირება

ჭუმბურიძე თ., ნემსიწვერიძე ნ., ჩიკვილაძე თ., კალატოზიშვილი ნ., & თომაძე ი. (2023). პოლიპრაგმაზიის რისკები ჰიპერტენზიის მკურნალობაში. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (4), 48–52. https://doi.org/10.52340/jecm.2023.04.13

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...