ფრანგული ამბულატორიული საკეისრო კვეთა (FAUCS) - დედის და ნაყოფის გამოსავალი: კლინიკის 5 წლის გამოცდილება

ფრანგული ამბულატორიული საკეისრო კვეთა (FAUCS) - დედის და ნაყოფის გამოსავალი: კლინიკის 5 წლის გამოცდილება

ავტორები

  • დავით დავარაშვილი
  • ვახტანგ ბარკალაია
  • სოფიო თამაზაშვილი
  • მაკა ციციშვილი
  • თემურ იზორია
  • ინგა ობოლაძე
  • ანა დარგუაშვილი
  • სალომე გოგიაშვილი

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2023.05.20

საკვანძო სიტყვები:

caesarian section, FAUCS, maternal and neonatal outcome

ანოტაცია

რეტროსპექტიული კვლევა ჩატარდა ჩვენი კლინიკის მასალაზე და მოიცავს 03.2018 – 07.2023 პერიოდს. გამოცდილი ქირურგების მიერ გაკეთებულია 1245 ფრანგული ექსტრაპერიტონიალური საკეისრო კვეთა (I ჯგუფი) და შესადარებლად გაანალიზირებულია 250 კლასიკური ს/კვეთა ქვედა სეგმენტში ფანენშტილის განაკვეთიდ (II ჯგუფი). ორსულობის ვადა მერყეობდა 36-41 კვ ფარგლებში. I ჯგუფში - 509 (40.88%) საკეისრო კვეთა იყო პირველადად ჩატარებული, 632 (50.76%) - ერთჯერ გადატანილი კლასიკური საკეისრო კვეთის შემდეგ, 2-ჯერ გადატანილი საკეისრო კვეთის შემდეგ 71 (5.7%), 3-ჯერ გადატანილი ს/კ - 33 (2.65%), განმეორებითი FAUCS გაკეთდა 29 (2,3%) შემთხვევაში.

კლასიკურ ს/კ - თან შედარებამ გვიჩვენა, რომ ძირითადი მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება. ძირითადად მკვეთრი უპირატესობა იყო გამოხატული FAUCS-ის დროს ტკივილის ინტენსიობის, რეაბილიტაციის სისწრაფის, ხანმოკლე პოსტოპერაციული პერიოდის პარამეტრებში.

ამგვარად, ფრანგული საკეისრო (FAUCS) არის ოპერაცია, რომელიც მოითხოვს მინიმალურ ჩარევას, რბილი ქსოვილების სეპარაციას მინიმალური ტრავმით, რაც შემდგომში სწრაფი შეხორცებების და ქსოვილების რეგენერაციის გარანტია. ის მაქსიმალურად მორგებულია და დამზოგველია დედის ორგანიზმისთვის. ექიმი, რომელიც გეგმავს დაეუფლოს ფრანგული მეთოდით საკეისრო კვეთას, სასურველია დახელოვნდეს გამოცდილ ქირურგთან, რომელიც ფლობს მეთოდს, რათა ოპერაცია ჩატარდეს სრულფასოვნად და თავიდან იყოს აცილებული მოსალოდნელი გართულებები.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

World Health Organization (16 June 2021) Caesarean Section Rates Continue to Rise, Amid Growing Inequalities in Access. Available at: https://www.who.int/news/item/16-06-2021-caesarean-section-rates-continue-to-rise-amid-growing-inequalities-in-access (Accessed: 29 April 2023)

Osterman MJK, Hamilton BE, Martin JA, Driscoll AK, Valenzuela CP. Births: Final Data for 2021. Natl Vital Stat Rep. 2023; 72(1):1-53.

Manhes H. Lesec G. Biosurgery. First draft of a definition for a new philosophy in surgery. Rev Fr Mecanigue. 1998; 1:53-54

Fauck D, Ami O, et al. Comparative Study – Extraperitoneal Cesarean Section versus vaginal delivery. Int J Gynaecol Obstet Suppl. 2000.

Ami O., FauckM et al. The French Ambulatory Cesarean Section: Technique and Interest. Int J Gynaecol Clin Pract, 2017; 4: 131

Shlomi Sagi et al. A randomized double blind controlled trial – Modified French Ambulatory Cesarean Section vs. standard cesarean section, N 903, Suppl.to Jan 2020. AJOG, s561

Dimassi K., Ami O. et al. French ambulatory cesarean: mother and newborn safety. Int J Gynaecol Obstet. 2020;148(2):198-204. doi:10.1002/ijgo.13013

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-10-12

როგორ უნდა ციტირება

დავარაშვილი დ., ბარკალაია ვ., თამაზაშვილი ს., ციციშვილი მ., იზორია თ., ობოლაძე ი., … გოგიაშვილი ს. (2023). ფრანგული ამბულატორიული საკეისრო კვეთა (FAUCS) - დედის და ნაყოფის გამოსავალი: კლინიკის 5 წლის გამოცდილება. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (5). https://doi.org/10.52340/jecm.2023.05.20

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...