საკვერცხის ორსულობის დიაგნოსტიკა: კლინიკური შემთხვევის აღწერა
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2023.03.15საკვანძო სიტყვები:
Ectopic pregnancy, ovarian pregnancy, laparoscopy, laparotomy, methotrexateანოტაცია
საშვილოსნოსგარე ორსულობა არის ჩანასახის ლოკალიზაცია საშვილოსნოს გარეთ, ყველაზე ხშირად კი ეს ხდება ფალოპის მილში. საშვილოსნოსგარე ორსულობის საკვერცხის ფორმა ორსულობის იშვიათი ფორმაა და მისი სიხშირე 0,3-3%-ს შეადგენს. საკვერცხის ორსულობის დიაგნოსტიკა საკმაოდ რთულია და მისი დიაგნოსტირება შესაძლებელია მხოლოდ ქირურგიული ჩარევის ან ოპერაციის შემდეგ მიღებული პრეპარატის პათომორფოლოგიური კვლევის შედეგად. დღეისათვის საშვილოსნოსგარე ორსულობის ქირურგიული მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდათ მიიჩნევა მკურნალობა მეტოტრექსატით, თუმცა უმეტესად მკურნალობა ტარდება ქირურგიული (ლაპარატომიული, ლაპარასკოპული) მეთოდებით. ჩვენს შემთხვევაში წარმოდგენილია 35 წლის ქალი, რომელმაც ქირურგიული მკურნალობა ჩაიტარა თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ოპერაციულ ჩარევამდე სტაციონარში ჩატარებული კვლევებით და დიაგნოსტიკური მეთოდებით დადგენილ იქნა სავარაუდო დიაგნოზი: მარცხენა ფალოპის მილის ორსულობა მიმდინარე აბორტის ტიპით, ჰემოპერიტონეუმი, რის შემდეგაც ჰემოდინამიკური მაჩვენებლების არასტაბილურობის გათვალისწინებით, ნაწარმოები იქნა ლაპარატომიული ჩარევა, კერძოდ მარცხენამხრივი სალპინგექტომია და საკვერცხის სოლისებური რეზექცია. საკვერცხის ორსულობის დიაგნოზი კი მხოლოდ პრაპარატის მორფოლოგიური კვლევის შედეგად მოხდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს დიაგნოსტიკური მეთოდების სრულყოფის დანერგვაზე აღნიშნული პათოლოგიის დროს.
Downloads
წყაროები
Y. Melcer, R. Maymon, Z. Vaknin et al. Primary ovarian ectopic pregnancy: still a medical challenge. The Journal of reproductive medicine, 2016; 61(1–2):58–62.
L. Ge, W. Sun, L. Wang et al. Ultrasound classification and clinical analysis of ovarian pregnancy: a study of 12 cases. J Gynecol Obstet Hum Reprod. 2019 Nov; 48(9):731–737.
Stein MW, Ricci ZJ, Novak L, Robert SJH, Koenigsberg M. Sonographic comparison of the tubal ring of ectopic pregnancy with the corpus luteum. J Ultrasound Med. 2004; 23:57–62.
Medical treatment of ectopic pregnancy: The practice committee of the American society of reproductive. Fertil Steril. 2008; 90:S206–12.
Sergent F, Mauger-Tinlot F, Gravier A, Verspyck E, Marpeau L. Ovarian pregnancies: Revaluation of diagnostic criteria. J Gynecol Obstet Biol Reprod. 2002; 31:741.