ვარიკოზული ვენების თრომბოზით და ტროფიკული წყლულებით გართულებული გენეტიკური თრომბოფილია - კლინიკური შემთხვევის აღწერა

ვარიკოზული ვენების თრომბოზით და ტროფიკული წყლულებით გართულებული გენეტიკური თრომბოფილია - კლინიკური შემთხვევის აღწერა

ავტორები

  • ნინო ლეკვეიშვილი
  • მარინა ყუფარაძე
  • ია ავალიანი
  • ანზორ მელია
  • ზაზა ბერიშვილი
  • გიგი გორგაძე
  • გიორგი ჟორჟოლიანი

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2023.03.12

საკვანძო სიტყვები:

Thrombophilia, Varicose veins, Thrombosis, Genetic factor, Anticoagulant therapy

ანოტაცია

ვარიკოზული ვენების განვითარებაში წამყვანია გენეტიკური ფაქტორი, თუმცა გარკვეული რისკ-ფაქტორები, მათ შორის: ჭარბი წონა, ხანდაზმული ასაკი, მდედრობითი სქესი, უმოძრაო ცხოვრების სტილი, ქვედა კიდურების ტრავმა და სხვა ხელს უწყობს მის ჩამოყალიბებას. თრომბოფილია ვენური თრომბოზისა და ქრონიკული მორეციდივე ტროფიკული წყლულის განვითარების რისკის ფაქტორია, თუმცა კავშირი მათ შორის კარგად არ არის შესწავლილი. მემკვიდრეობითი თრომბოფილია იშვიათი დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია მძიმე გართულებები. კორელაცია თრომბოფილიას, ვარიკოზულ ვენებს და ქრინიკულ ვენურ წყლულს შორის საკმაოდ ძლიერია. მოცემულ სტატიაში აღწერილია 43 წლის მამაკაცის შემთხვევა, რომელიც 2019 წლის ივლისში მკურნალობდა კლინიკის ინტენსიურ განყოფილებაში დიაგნოზით: ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, თრომბოფილია, ფლებიტი და თრომბოზი რეკანალიზაციის ფაზაში. ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური უკმარისობით, ორივე კიდურის ვარიკოზული ვენების ხანგრძლივი ისტორიით, შაქრიანი დიაბეტით. ჩივილებით: ადვილად დაღლა, სისუსტე, ქოშინი, გულის ფრიალი, ქვედა კიდურებში სიმძიმის და ტკივილის შეგრძნება, შეშუპება. ანამნეზში - ზედაპირული ვენების თრომბოფლებიტის გამწვავების რამდენიმე შემთხვევა. მიუხედავად არასაიმედო პროგნოზისა, ინტენსიური ანტიკოაგულაციური თერაპიის ფონზე მიღწეული იქნა რემისია. მორეციდივე თრომბოფლებიტის გათვალისწინებით, დაინიშნა სკრინინგი. ზემოაღწერილი შემთხვევა საინტერესოა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით, ვინაიდან აღწერილი მძიმე პროცესი გახდა მართვადი - მოხდა მწვავე ფორმის გადაყვანა ქრონიკულში ხანგრძლივი რემისიით. მოცემულ ეტაპზე დაავადება არ პროგრესირებს, დამატებით გართულებებს ადგილი არ აქვს.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

Abildgaard U. Olav Egeberg-arvelig antitrombinmangel og trombofili [Olav Egeberg-hereditary antithrombin deficiency and thrombophilia]. Tidsskr Nor Laegeforen. 2001 Feb 20;121(5):604-5. Norwegian. PMID: 11301618.

Bradbury A W, MacKenzie R K, Burns P, Fegan C European Journal of Vascular and Endovascular Surgery. 2002; 24(2):97-104.

Encyclopedia of Respiratory Medicine 2006, 486-490.

Gloviczki P, Comerota AJ, Dalsing MC, et al. The care of patients with varicose veins and associated chronic venous diseases: clinical practice guidelines of the Society for Vascular Surgery and the American Venous Forum. J Vasc Surg. 2011; 53(5):2S-48S.

Lucchi G, Bilancini S, Tucci S, Lucchi M. Superficial vein thrombosis in non-varicose veins of the lower limbs and thrombophilia. Phlebology. 2018 May; 33(4):278-281.

Milic DJ, Zivic SS, Bogdanovic DC, Karanovic ND, Golubovic ZV. Risk factors related to the failure of venous leg ulcers to heal with compression treatment. J Vasc Surg. 2009 May; 49(5):1242-1247.

Mitu F, Turcanu AM. Chronic venous insufficiency stage v ceap secondary to hereditary thrombophilia at a young man. Rev Med Chir Soc Med Nat Iasi. 2012 Oct-Dec; 116(4):1044-7.

Partsch H. Varicose veins and chronic venous insufficiency. Vasa. 2009 Nov; 38(4):293-301.

Robertson L, Lee AJ, Gallagher K, et al. Risk factors for chronic ulceration in patients with varicose veins: A case control study. J Vasc Surg. 2009 Jun; 49(6):1490-1498.

Schonauer V, Kyrle PA, Weltermann A, et al. Superficial thrombophlebitis and risk for recurrent venous thromboembolism. J Vasc Surg. 2003; 37(4):834-8.

Thornsberry LA, LoSicco KI, English JC 3rd. The skin and hypercoagulable states. J Am Acad Dermatol. 2013 Sep; 69(3):450-62.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-09-18

როგორ უნდა ციტირება

ლეკვეიშვილი ნ., ყუფარაძე მ., ავალიანი ი., მელია ა., ბერიშვილი ზ., გორგაძე გ., & ჟორჟოლიანი გ. (2023). ვარიკოზული ვენების თრომბოზით და ტროფიკული წყლულებით გართულებული გენეტიკური თრომბოფილია - კლინიკური შემთხვევის აღწერა. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (3). https://doi.org/10.52340/jecm.2023.03.12

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 6 7 8 9 10 11 12 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...