კოქსაკის ვირუსთან ასოცირებული ონიქომადეზი ბავშვებში: კლინიკურ-დერმოსკოპული პრეზენტაცია

კოქსაკის ვირუსთან ასოცირებული ონიქომადეზი ბავშვებში: კლინიკურ-დერმოსკოპული პრეზენტაცია

ავტორები

  • ხათუნა კუდავა

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2023.01.10

საკვანძო სიტყვები:

coxsackie virus, onychomadesis, dermoscopy, children, clinical case

ანოტაცია

კოქსაკის ვირუსთან ასოცირებული ონიქომადეზი პედიატრიული დერმატოლოგიისთვის აქტუალური პრობლემაა. შემთხვევა წარმოადგენს სწორედ ასეთი გართულების კლინიკურ-დერმოსკოპულ პრეზენტაციას 4 წლის პაციენტში. კოქსაკის ვირუსით გამოწვეული ხელის, ფეხის და პირის დაავადების დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ პაციენტს დაეწყო მნიშვნელოვანი ცვლილებები ხელების მტევნების ყველა და ტერფების პირველ და მეორე ფრჩხილებზე. ფრჩხილის ფირფიტა მოცილდა მატრიცას, ხოლო შუა და დისტალურ მიდამოებში მიმაგრებული დარჩა ფრჩხილის საწოლზე. პაციენტს არ ჰქონდა ფრჩხილების და თითების ტრავმის ისტორია, არც ფრჩხილებთან დაკავშირებული მავნე ჩვევები და არც თანმხლები სისტემური დაავადებები. მიკროსკოპული გამოკვლევით ონიქომიკოზი არ დადასტურდა. დერმოსკოპული გამოკვლევით შეფასდა ონიქოსკოპული მახასიათებლები. დაავადების პროგრესი მუდმივად კონტროლდებოდა. პაციენტის მდგომარეობა შეფასდა სამი კვირის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც ჯანმრთელი ფრჩხილის ფირფიტის ზრდასთან ერთად დაზიანებული ფრჩხილის ფირფიტა მიმაგრებული რჩებოდა ფრჩხილის საწოლზე. პაციენტს არ აღენიშნებოდა სუბიექტური სიმპტომები. ფრჩხილების ცვლილებები აწუხებდა მხოლოდ როგორც კოსმეტიკური დეფექტი. ორი თვის შემდეგ პაციენტი კლინიკურად გამოჯანმრთელდა და ფრჩხილის ფირფიტები სრულად აღდგა ყოველგვარი სტრუქტურული დარღვევების გარეშე. კოქსაკის ვირუსთან ასოცირებული ონიქომადეზი, მისი მნიშვნელობისა და განვითარების თავისებურებების გამო, კვლავ რჩება პედიატრიული დერმატოლოგიის აქტუალურ საკითხად.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

Chu D. H, Rubin A. I. Diagnosis and management of nail disorders in children; Pediatr Clin North Am. 2014; 61(2):293-308.

Mitsuishi T, Miyata K, Ando A, et al. Characteristic nail lesions in Kawasaki disease: Case series and literature review; J Dermatol. 2022; 49(2):232-238.

Hardin J, Haber R M; Onychomadesis: literature review; Br J Dermatol. 2015;172(3):592-6.

Apalla Z, Sotiriou E, Pikou O, et al. Onychomadesis after hand-foot-and-mouth disease outbreak in northern Greece: case series and brief review of the literature; Int J Dermatol. 2015; 54(9):1039-44.

Li D, Wu Y, Xing X, et al. Onychomadesis and potential association with HFMD outbreak in a kindergarten in Hubei province, China, 2017; BMC Infect Dis. 2019; 19(1):995.

Moreno E.N, López D. A, Jiménez R.J, et al. Outbreak of hand, foot and mouth disease with onychomadesis caused by Coxsackie virus A16 in Granada; An Pediatr (Barc). 2015; 82(4):235-41.

Guimbao J, Rodrigo P, Alberto M.J, at al. Onychomadesis outbreak linked to hand, foot, and mouth disease, Spain, July 2008; Euro Surveill. 2010;15(37):19663.

López Davia J, Hernández Bel P, Zaragoza Ninet V, at al. Onychomadesis outbreak in Valencia, Spain associated with hand, foot, and mouth disease caused by enteroviruses; Pediatr Dermatol 2011 Jan-Feb; 28(1):1-5.

Cabrerizo M, De Miguel T, Armada A, et al. Onychomadesis after a hand, foot, and mouth disease outbreak in Spain 2009; Epidemiol Infect. 2010;138(12):1775-8.

Lee D.K, Lipner S.R. Optimal diagnosis and management of common nail disorders; Ann Med. 2022; 54(1):694-712.

Mervak J.E. Hair and Nail Conditions; FP Essent. 2022; 517:27-34.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-03-02

როგორ უნდა ციტირება

კუდავა ხ. (2023). კოქსაკის ვირუსთან ასოცირებული ონიქომადეზი ბავშვებში: კლინიკურ-დერმოსკოპული პრეზენტაცია. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (1). https://doi.org/10.52340/jecm.2023.01.10

გამოცემა

სექცია

Articles

მსგავსი სტატიები

<< < 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...