დნმ-ის გლობალური მეთილირების დონეები შაკიკის მქონე პაციენტებში საქართველოში

დნმ-ის გლობალური მეთილირების დონეები შაკიკის მქონე პაციენტებში საქართველოში

ავტორები

  • ნინო კრავეიშვილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  • ეკა კვარაცხელია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  • სანდრო სურმავა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  • მაია ზარანდია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  • მაია გაგუა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  • ნატო კვარაცხელია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  • ელენე აბზიანიძე ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2022.08.14

საკვანძო სიტყვები:

Migraine, DNA Methylation, MTHFR, C677T

ანოტაცია

  1. შესავალი: შაკიკი გავრცელებული, კომპლექსური ნევროლოგიური დაავადებაა, რომელსაც მკვეთრად გამოხატული გენეტიკური კომპონენტის არსებობა ახასიათებს. გენომის გაფართოებულმა ასოციაციურმა კვლევებმა (GWAS) გამოავლინა გენების ვარიანტები, რომლებიც მონაწილეობენ შაკიკის ინდუცირებაში. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ეპიგენეტიკური მექანიზმები, მაგ., დნმ-ის მეთილირება, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ანთებითი პროცესების ჩამოყალიბებაში. ჩვენი კვლევის მიზანი იყო დნმ-ის გლობალური მეთილირების დონეების შესწავლა შაკიკით დაავადებულ პირებში, რომლებსაც ჰქონდათ ჰომოცისტეინის მეტაბოლიზმში მონაწილე MTHFR გენის C677T პოლიმორფიზმი.

    მასალები და მეთოდები: კვლევაში მონაწილე პირთა (36 პაციენტი და 32 საკონტროლო პირი) MTHFR C677T გენოტიპირების ანალიზი ჩატარდა TaqMan ტექნოლოგიით (Thermo Scientific, USA). დნმ-ის გლობალური მეთილირება განისაზღვრა კოლორიმეტრული მეთოდით 5 მეთილციტოზინის რაოდენობრივი ანალიზის გზით (Zymo Research, Germany).

    მიღებული შედეგები: მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ TT გენოტიპების მქონე ინდივიდებში მეთილირებული ციტოზინის (5mC) რაოდენობა სტატისტიკურად მნიშვნელოვნად იყო შემცირებული შაკიკის ჯგუფში საკონტროლო ჯგუფთან შედარებით (P=0.001).

    დასკვნები: ჩვენს მიერ მიღებული შედეგები საშუალებას იძლევა შაკიკის პათოგენეზის შესასწავლად გამოყენებული იქნეს ეპიგენეტიკური მიდგომები. გარდა ამისა, მეთილირების დაქვეითებული დონეები შესაძლებელია გაუმჯობესდეს B6, B9, B12 ვიტამინების კვებითი დანამატების საშუალებით, რაც შეიძლება იყოს შაკიკის პრევენციის და მართვის სტრატეგია პაციენტებში MTHFR C677T პოლიმორფიზმით.

     

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

Headache Classification Committee of the International Headache Society (IHS). The International Classification of Headache Disorders, 3rd edition (beta version). Cephalalgia. 2013 Jul;33(9):629-808. doi: 10.1177/0333102413485658. PMID: 23771276.

Wessman M, Terwindt GM, Kaunisto MA, Palotie A, Ophoff RA. Migraine: a complex genetic disorder. Lancet Neurol. 2007 Jun;6(6):521-32. doi: 10.1016/S1474-4422(07)70126-6. PMID: 17509487.

MacGregor EA. Classification of perimenstrual headache: clinical relevance. Curr Pain Headache Rep. 2012 Oct;16(5):452-60. doi: 10.1007/s11916-012-0282-y. PMID: 22653664.

Pietrobon D, Striessnig J. Neurobiology of migraine. Nat Rev Neurosci. 2003 May;4(5):386-98. doi: 10.1038/nrn1102. PMID: 12728266.

Tsang BL, Devine OJ, Cordero AM, Marchetta CM, Mulinare J, Mersereau P, Guo J, Qi YP, Berry RJ, Rosenthal J, Crider KS, Hamner HC. Assessing the association between the methylenetetrahydrofolate reductase (MTHFR) 677C>T polymorphism and blood folate concentrations: a systematic review and meta-analysis of trials and observational studies. Am J Clin Nutr. 2015 Jun;101(6):1286-94. doi: 10.3945/ajcn.114.099994. Epub 2015 Mar 18. PMID: 25788000.

Crider KS, Yang TP, Berry RJ, Bailey LB. Folate and DNA methylation: a review of molecular mechanisms and the evidence for folate's role. Adv Nutr. 2012 Jan;3(1):21-38. doi: 10.3945/an.111.000992. Epub 2012 Jan 5. PMID: 22332098; PMCID: PMC3262611.

Ueland PM, Hustad S, Schneede J, Refsum H, Vollset SE. Biological and clinical implications of the MTHFR C677T polymorphism. Trends Pharmacol Sci. 2001 Apr;22(4):195-201. doi: 10.1016/s0165-6147(00)01675-8. PMID: 11282420.

Abzianidze E, Kvaratskhelia E, Tkemaladze T, Kankava K, Gurtskaia G, Tsagareli M. Epigenetic regulation of acute inflammatory pain. Georgian Med News. 2014 Oct;(235):78-81. PMID: 25416223.

Costello JF. DNA methylation in brain development and gliomagenesis. Front Biosci. 2003 Jan 1;8:s175-84. doi: 10.2741/1027. PMID: 12456310.

Eising E, A Datson N, van den Maagdenberg AM, Ferrari MD. Epigenetic mechanisms in migraine: a promising avenue? BMC Med. 2013 Feb 4;11:26. doi: 10.1186/1741-7015-11-26. PMID: 23379668; PMCID: PMC3584973.

Steiner TJ, Stovner LJ, Birbeck GL. Migraine: the seventh disabler. J Headache Pain. 2013 Jan 10;14(1):1. doi: 10.1186/1129-2377-14-1. PMID: 23566305; PMCID: PMC3606966.

Younger DS. Epidemiology of Migraine. Neurol Clin. 2016 Nov;34(4):849-861. doi: 10.1016/j.ncl.2016.06.011. PMID: 27719997.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-12-07

როგორ უნდა ციტირება

კრავეიშვილი ნ., კვარაცხელია ე., სურმავა ს., ზარანდია მ., გაგუა მ., კვარაცხელია ნ., & აბზიანიძე ე. (2022). დნმ-ის გლობალური მეთილირების დონეები შაკიკის მქონე პაციენტებში საქართველოში. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (8). https://doi.org/10.52340/jecm.2022.08.14

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...