კოვიდ-პაციენტებში გართულებების პრევენცია პოლიპრაგმაზიის, რაციონალური ფარმაკოთერაპიის საკვანძო საკითხების გათვალისწინებით

კოვიდ-პაციენტებში გართულებების პრევენცია პოლიპრაგმაზიის, რაციონალური ფარმაკოთერაპიის საკვანძო საკითხების გათვალისწინებით

ავტორები

  • ლუიზა გაბუნია
  • მანანა ღონღაძე
  • გიგი გორგაძე
  • გიორგი ვარაზი
  • ნინო კიკვაძე
  • ანა თვალაბეიშვილი
  • ნატალია ფილიპიტესი
  • ლონდა რუხაძე

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2022.07.45

საკვანძო სიტყვები:

covid-19, complications, prevention, polypharmacy, pharmacotherapy

ანოტაცია

SARS-Cov-2 ინფექციის პათოგენეზს მასიური იმუნური დისრეგულაცია და ქსოვილოვანი ჰიპოქსია უდევს საფუძვლად, ხოლო კოვიდ ინფექციის მიმდინარეობის სიმძიმის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორებია თანმხლები დაავადებები, ამიტომ საყურადღებოა მაღალი რისკ-ჯგუფის პაციენტების დროული გამოვლენა და მათი სათანადო, შესაბამისი რაციონალური ფარმაკოთერაპია. პოლიპრაგმაზიის პირობებში ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედების ალბათობა კიდევ უფრო მაღალია კოვიდ-პაციენტებში და ნეგატიურად აისახება დაავადების გამოსავალზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საინტერესო იყო კორელაციის დადგენა პოლიპრაგმაზიის შემთხვევებსა და SARS-CoV-2-ით ინფიცირებული ჰოსპიტალიზირებული კომორბიდული პაციენტების კლინიკურ შედეგს (ჰოსპიტალიზაციის დღეები და ლეტალობის მაჩვენებელი) შორის. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის საარქივო მონაცემების საფუძვეზე ჩატარებული იქნა რეტროსპექტული კვლევა. რანდომულად შერჩეული იქნა SARS-CoV-2-ით ინფიცირებული ჰოსპიტალიზირებული 300 პაციენტი (2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის დეკემბრამდე). შერჩეული 300 პაციენტიდან 197-ს ჰქონდა გამოწერილი 5 ან მეტი წამალი (პოლიპრაგმაზია). როგორც ჩატარებული კვლევის შედეგებიდან გამოირკვა, პოლიპრაგმაზია, გარკვეული მედიკამენტების ჭარბი კომბინირებული გამოყენება, დაკავშირებული იყო უარყოფითი კლინიკური შედეგების მაღალ მაჩვენებელთან COVID-19 პაციენტებში, განსაკუთრებით კი ხანდაზმულ, კომორბიდულ კოვიდ-პაციენტებში.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

McQueenie R, Foster HME, Jani BD, Katikireddi SV, Sattar N, Pell JP, Ho FK, Niedzwiedz CL, Hastie CE, Anderson J, et al. Multimorbidity, polypharmacy, and COVID-19 infection within the UK Biobank cohort. PLoS ONE. 2020;15(8): e0238091.

loanusi S, Mgbere O, Essien EJ. Polypharmacy among COVID-19 patients: a systematic review. J Am Pharm Assoc JAPhA. 2021;61(5):e14–25.

Potempski F, Bilimoria K: Polypharmacy in the age of COVID-19: medication management during a pandemic. University of Toronto Medical Journal 2021, 98(1):73-5.

Gutierrez-Valencia M, Izquierdo M, Cesari M, Casas-Herrero A, Inzitari M, Martinez-Velilla N. The relationship between frailty and polypharmacy in older people: a systematic review. Br J Clin Pharmacol. 2018;84(7):1432–44.

Pazan F, Wehling M. Polypharmacy in older adults: a narrative review of definitions, epidemiology and consequences. Eur Geriatr Med. 2021;12(3):443–52.

Page MJ, McKenzie JE, Bossuyt PM, Boutron I, Hoffmann TC, Mulrow CD, Shamseer L, Tetzlaff JM, Akl EA, Brennan SE. The PRISMA 2020 statement: an updated guideline for reporting systematic reviews. BMJ (Clinical research ed) 2021, 372.

Crescioli G, Brilli V, Lanzi C, Burgalassi A, Ieri A, Bonaiuti R, Romano E, Innocenti R, Mannaioni G, Vannacci A, et al. Adverse drug reactions in SARS-CoV-2 hospitalised patients: a case-series with a focus on drug-drug interactions. Intern Emerg Med. 2021;16(3):697–710.

Cantudo-Cuenca MD, Gutierrez-Pizarraya A, Pinilla-Fernandez A, Contreras-Macias E, Fernandez-Fuertes M, Lao-Dominguez FA, Rincon P, Pineda JA, Macias J, Morillo-Verdugo R. Drug-drug interactions between treatment specific pharmacotherapy and concomitant medication in patients with COVID-19 in the first wave in Spain. Sci Rep. 2021;11(1):12414.

Ailabouni NJ, Hilmer SN, Kalisch L, Braund R, Reeve E. COVID-19 pandemic: considerations for safe medication use in older adults with multimorbidity and polypharmacy. In., vol. 76: Oxford University Press US; 2021: 1068–1073.

Surmelioglu N, Yalcin N, Kuscu F, Candevir A, Inal AS, Komur S, Kurtaran B, Demirkan K, Tasova Y. Physicians’ knowledge of potential COVID-19 drug-drug interactions: an online survey in turkey. Postgrad Med. 2021;133(2):237–41.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-10-27

როგორ უნდა ციტირება

გაბუნია ლ. ., ღონღაძე მ. ., გორგაძე გ. ., ვარაზი გ. ., კიკვაძე ნ. ., თვალაბეიშვილი ა. ., … რუხაძე ლ. . (2022). კოვიდ-პაციენტებში გართულებების პრევენცია პოლიპრაგმაზიის, რაციონალური ფარმაკოთერაპიის საკვანძო საკითხების გათვალისწინებით. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (7). https://doi.org/10.52340/jecm.2022.07.45

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...