ზოგიერთი ენდოკრინული პათოლოგიის გავრცელება საქართველოში კოვიდ-19 პანდემიის პირობებში
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2022.07.44საკვანძო სიტყვები:
endocrine disorders, Georgia, Covid-19 pandemicანოტაცია
კვლევის მიზანს წარმოადგენდა ზოგიერთი ენდოკრინული პათოლოგიის გავრცელების მიმოხილვა საქართველოში კოვიდ-19 პანდემიის პირობებში. გაანალიზებულ იქნა ენდოკრინული სისტემის ზოგიერთი დაავადების გავრცელება 2015-დან 2021 წლამდე პერიოდში, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი - I და II ტიპის, ასევე ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები - იოდდეფიციტური ჰიპოთირეოზი და ჰიპოთირეოზის სხვა ფორმები, თიროიდიტი, თირეოტოქსიკოზი. დადგინდა, რომ პანდემიის პერიოდში ავადობის მაჩვენებელი აღნიშნული დავადებებით მნიშვნელოვნად (თითქმის 2-ჯერ) ნაკლები იყო პანდემიამდე დაფიქსირებულ სიდიდეებზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, სავარაუდოდ, ეს მაჩვენებლები ვერ ასახავს დაავადებულთა ჭეშმარიტ რიცხვს, რაც კოვიდ-19 პამდემიის პირობებში მოსახლეობის იზოლაციასა და აღრიცხვიანობის მოშლას უკავშირდება. მიმდინარე პანდემიის ფონზე ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევები სათანადოდ ჯერ არ არის შესწავლილი. მოსაზრება კოვიდ-19-თან ენდოკრინული და კვებითი მოშლილობების კავშირის შესახებ უმეტესად სავარაუდოა და ემყარება მცირე მასშტაბის უახლეს კვლევებს. კორელაციური კავშირის არსებობის შესახებ სარწმუნო დასკვნების მისაღებად საჭიროა აღნიშნულ საკითხზე კვლევების შემდგომი გაგრძელება, კერძოდ, კოვიდ-19 ინფექციაგადატანილ და ვაქცინირებულ ადამიანთა ჯგუფებში ფარისებრი ჯირკვლისა და პანკრეასის დისფუნქციის შემთხვევების გამოვლენისა და სიხშირის შესწავლა.
Downloads
წყაროები
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2015-2021 წლების სტატისტიკური ცნობარი.
ნ. ვეფხვაძე, ნ. ცხოვრებაძე, ი. ცხოვრებაძე, თ. ქოჩორაძე, ი. კუგოტი. არაინფექციური ქრონიკული დაავადებებისა და მათი რისკ-ფაქტორების გავრცელების შეფასება საქართველოს მოსახლეობაში. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, 2018 (4):83-86.
Capezzone M., Tosti-Balducci M., Morabito E.M., Caldarelli G.P., Sagnella A., Cantara S., Alessandri M., Castagna M.G. Silent thyroiditis following vaccination against COVID-19: report of two cases. Journal of Endocrinological Investigation, 2022 (45):1079-1083.
https://link.springer.com/article/10.1007/s40618-021-01725-y
Lui DTW, Lee CH, Chow WS, Lee ACH, Tam AR, Fong CHY, Law CY, Leung EKH, To KKW, Tan KCB, Woo YC, Lam CW, Hung IFN, Lam KSL. Thyroid dysfunction in relation to immune profile, disease status, and outcome in 191 patients with COVID-19. J Clin Endocrinol Metab, 2021 (106):e926–e935. https://doi.org/10.1210/clinem/dgaa813
Pal R, Banerjee M. COVID-19 and the endocrine system: exploring the unexplored. Journal of Endocrinological Investigation, 2020 (43):1027–1031. https://doi.org/10.1007/s40618-020-01276-8
Peric S., Stulnig T.M. Diabetes and COVID-19, Wiener Klinische Wochenschrift, 2020 (132):356-361. https://link.springer.com/article/10.1007/s00508-020-01672-3