გლობალური დათბობით განპირობებული კლიმატის ცვლილებები და მოსალოდნელი დაავადებების გავრცელების რისკები
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2022.07.38საკვანძო სიტყვები:
global warming, climate, mental health, Georgiaანოტაცია
გლობალური დათბობა არის ატმოსფეროს მიწისპირა ფენისა და მსოფლიო ოკეანეების საშუალო წლიური ტემპერატურის სწრაფი ზრდის პროცესი, რაც განპირობებულია ატმოსფეროში „სათბურის აირების“ კონცენტრაციის ზრდით. კლიმატის ცვლილება იწვევს ისეთი ექსტრემალური ამინდის მოვლენების გახშირებას, როგორიცაა: ძლიერი სიცხის ტალღები, ქარიშხლები და წყალდიდობები. აღნიშნული კი უკავშირდება მოსახლეობის კვების პროდუქტებით მომარაგების დეზორგანიზაციას. ასევე მატულობს საკვებით გავრცელებადი ზოონოზური დაავადებების, დაბინძურებულ წყალთან დაკავშირებული ავადობების, ტრანსმისიური გზით გადამდები დაავადებებისა და ფსიქიური აშლილობების რაოდენობა. ეკონომიურად დაუცველი მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო რთულია და სიკვდილის შემთხვევები მოსახლეობის ამ ჯგუფში კიდევ უფრო მაღალია. ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს მოისახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის ტენდენციების შესწავლა კლიმატის გლობალური ცვლილების პირობებში. ჩვენი კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ ფსიქიკური აშლილობები საქართველოში საკმაოდ გავრცელებულია, მაღალია ავადობის მაჩვენებლები ბავშვთა და მოზარდთა მოსახლეობაში, რაც ისეთი მცირე მოსახლეობიანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, სავალალო ხასიათს ატარებს.
Downloads
წყაროები
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2012-2021 წლების სტატისტიკური ცნობარი.
https://www.ipcc.ch/report/ar6/wg2/downloads/report/IPCC_AR6_WGII_FullReport.pdf
https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/climate-change-and-health
https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/infant-and-young-child-feeding