მენოპაუზისათვის დამახასიათებელი სიმპტომოკომპლექსის გამოვლინებაზე მოქმედი ფაქტორები
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2022.07.21საკვანძო სიტყვები:
menopause, hormonal treatment, quality, lifeანოტაცია
ქალთა 70%-ზე მეტისთვის ალების შეტევები მენოპაუზაზე გადასვლის პერიოდში გავრცელებულ სიმპტომს წარმოადგენს. ასეთი ქალები განიცდიან ცხოვრების ხარისხის დაქვეითებას, ძილის დარღევებს ან დათრგუნულ გუნება-განწყობაას. ალების შეტევების მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდია ჰორმონული მკურნალობა, მიუხედავად იმისა, რომ ის პოტენციური რისკების შემცველია, რადგან დადგენილია კავშირი ჰორმონულ მკურნალობასა და სარძევე ჯირკვლის, ენდომეტრიუმის კიბოსა და ვენური თრომბოემბოლიის განვითარებას შორის. ამიტომ მეცნიერები ცდილობენ არაჰორმონული მეთოდების შემუშავებას, მ.შ. ქცევით მიდგომებსაც. ჩვენი კვლევის მიზანიც არის არსებული კვლევების საფუძველზე დავადასტუროთ ქცევითი მეთოდის, კერძოდ, კვებითი ქცევის უდიდესი მნიშვნელობა და ეფექტურობა სხვა მეთოდებთან შედარებით. ალების შეტევების მქონე ქალებში აღინიშნება ანთების ბიომარკერები სისხლში, ვისცერალური ცხიმის დაგროვება. ამ მდგომარეობის მოხსნა შეუძლია ინდივიდუალურად შერჩეულ დიეტას, რადგან დადასტურებულია საკვების პროანთებითი და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, ჭარბი სითბოს დაგროვება გადაჭარბებული კვებისა და განსაზღვრული კატეგორიის სურსათის მიღებისას თერმოგენეზის შედეგად. აქედან გამომდინარე, ალების შეტევების მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ წონის კლებით და ეს უნდა ხდებოდეს პირველ რიგში, ჭარბ კვებაზე, საღამოს 6 სთ-ის შემდეგ კვებაზე, მარილზე, ანთების ინდექსის და მაღალი თერმოგენეზის მქონე პროდუქტებზე უარის თქმით.
Downloads
წყაროები
J.Eon Kim. Efficacy and Safety of Kudzu Flower–Mandarin Peel on Hot Flashes and Bone Markers in Women during the Menopausal Transition: A Randomized Controlled Trial. Nutrients. 2020; 12(11): 3237
K.L. Hidreth. Vascular dysfunction across the stages of the menopause transition is associated with menopausal symptoms and quality of life. Menopausa. 2018; 25(9): 1011-1019
Wan-Yu Huang et al. Circulating leptin and adiponectin are associated with insulin resistance in healthy postmenopausal women with hot flashes. PLoS One. 2017; 12(4): e0176430]
Wan-Yu Huang et al. Circulating interleukin-8 and tumor necrosis factor-α are associated with hot flashes in healthy postmenopausal women. PLoS One. 2017; 12(8): e0184011
M. Koenen et al. Obesity, Adipose Tissue and Vascular Dysfunction. Circ.Res. 2021. 2(128(7): 951-968
H. Ozcan. Complementary and alternative treatment methods for menopausal hot flashes used in Turkey. Afr Health. 2019; 19(4): 3001-3008
M. Saito et al. Brown Adipose Tissue, Diet-Induced Thermogenesis, and Thermogenic Food Ingredients: From Mice to Men. Front Endocrinol (Laussanne), 2020; 11:222
L. Turner, S. Santosa. Putting ATM to BED: How Adipose Tissue Macrophages Are Affected by Bariatric Surgery, Exercise, and Dietary Fatty Acids. Adv Nutr. 2021; 12(5): 1893-1910
R.C. Thurston et al. Behavioral weith loss for the management of menopausal hot flashes: a pilot study. Menopause 2015; 22(1): 59-65
Yoko B. Wang et al. Association between Dietary Inflammatory Index, Dietary Patterns, Plant-Based Dietary Index and the Risk of Obesity. Nutrients. 2021. 13(5): 1536