აუტოიმუნური თირეოიდიტის გავრცელების თავისებურება აჭარის მოსახლეობაში
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2022.06.016საკვანძო სიტყვები:
Autoimmune Thyroiditis, Hormone, D Vitaminანოტაცია
ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადებები მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულ დაავადებათა შორისაა წარმოდგენილი. ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნურ დაავადებას მიეკუთვნება ჰაშიმოტოს თირეოიდიტი და ბაზედოვის დაავადება. კვლევის მიზანი იყო საქართველოში, კერძოდ, აჭარის პოპულაციაში აუტოიმუნური თირეოიდიტის გავრცელების თავისებურების გამოკვლევა. საკვლევ მასალად გამოიყენებოდა პაციენტის სისხლი, ხოლო მეთოდად იმუნოფერმენტული მეთოდი. გამოკვლევებით დადგინდა გარკვეული კორელაციის არსებობა სქესთან და ასაკთან მიმართებაში. ჩატარებული კვლევის შედეგად აუტოიმუნური თირეოიდიტით დაავადებულთაგან მამრობითთან შედარებით უფრო მეტი რაოდენობით აღმოჩნდა მდედრობითი სქესის წარმომადგენლები. ამასთან, დაავადება უფრო ხშირ შემთხვევაში გამოვლინდა რეპროდუქციულ ასაკში. შევისწავლეთ 18-დან 70 წლამდე ასაკის 1104 პაციენტი, რომელთაგან აუტოიმუნური თირეოიდიტით დაავადებული აღმოჩნდა 31%.
Downloads
წყაროები
Brix T.H., Hegedüs L., Gardas A., Banga J.P., Nielsen C.H. Monozygotic twin pairs discordant for Hashimoto's thyroiditis share a high proportion of thyroid peroxidase autoantibodies to the immunodominant region A. Further evidence for genetic transmission of epitopic “fingerprints”. Journal Autoimmunity, 2011; 44(3), 188-194.
Cho J.H., Gregersen P. K. Genomics and the multifactorial nature of human autoimmune disease. New England Journal of Medicine. 2011; 365(17), 1612-1623.
Mughal B.B., Fini J.B., Demeneix B.A. Thyroid-disrupting chemicals and brain development: an update. Endocrine connections, 2018; 7(4), R160-R186.
Núñez A, Bedregal P, Becerra C, Grob L F. Neurodevelopmental assessment of patients with congenital hypothyroidism. Rev Med Chil. 2017; Dec; 145(12):1579-1587.
Weetman A., DeGroot L.J. Autoimmunity to the Thyroid Gland. 2000; [Updated 2016 Jan 14]. Endotext [Internet]. South Dartmouth (MA): MDText. com, Inc.