Salvia sclarea L.-ს მიწისზედა ვეგეტაციურ და გენერაციულ ორგანოთა მიკროსტრუქტურული თავისებურება

Salvia sclarea L.-ს მიწისზედა ვეგეტაციურ და გენერაციულ ორგანოთა მიკროსტრუქტურული თავისებურება

ავტორები

  • თეონა კორკოტაძე
  • ქეთევან მჭედლიძე
  • გიორგი ჭაბაშვილი
  • ვახტანგ მშვილდაძე
  • დალი ბერაშვილი

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2022.06.003

საკვანძო სიტყვები:

Lamiaceae, Salvia sclarea L., Microstructural analyses

ანოტაცია

შესწავლილია თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ნაკვეთზე კულტივირებული, პერსპექტიული სამკურნალო მცენარის - S. sclarea-ს მიწისზედა ვეგეტაციური და გენერაციული ორგანოების შინაგანი აგებულების თავისებურებანი.მცენარის მიწისზედა ორგანოები ინტენსიურად შებუსულია ერთ ან მრავალუჯრედიან ფუძიანი, კონუსური მრავალუჯრედოვანი (2-11-14) და ჯირკვლოვანი სფეროსებრთავიანი ტრიქომებით; დამახასიათებელია ფოთლის მრუდხაზიანი და მრუდკედლიანი ეპიდერმული ქსოვილის ფუძემდებარე უჯრედები; სავენტილაციო სისტემა წარმოდგენილია დიაციტური ტიპის ბაგის აპარატით. ფოთოლი ბიფაციალურია, სავენტილაციო სისტემის განწყობის თვალსაზრისით ამფისტომატური, ხოლო რბილობი დორზოვენტრალური სტრუქტურით ხასიათდება.მიწისზედა ორგანოთა შინაგან აგებულებაში აქტიურად წარმოდგენილია შერეული ტიპის კოლენქიმა, პოლიგონალური სტრუქტურის ძირითადი პარენქიმა და სეკრეტორული სავალები; მუხლთშორისის ტრანზიტული სისტემა მონოციკლურია, ღეროს, ფოთლის ყუნწსა და მთავარ ძარღვში აისახება კოლატერალური ტიპის გამტარი კონების დიფერენცირება.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

საქართველოს ფლორა ტ.XI; გამომცემლობა „მეცნიერება”, თბილისი, 1987, 150-162.

http://theplantlist.org/1.1/browse/A/Lamiaceae/Salvia/

R. Gagnidze - Vascular plants of Georgia, a nomenclatural checklist; Tbilisi, 2005, 138.

Nomenclatural checklist of flora of Georgia, Tbilisi, 2018, 170.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-09-06

როგორ უნდა ციტირება

კორკოტაძე თ. ., მჭედლიძე ქ. ., ჭაბაშვილი გ. ., მშვილდაძე ვ. ., & ბერაშვილი დ. . (2022). Salvia sclarea L.-ს მიწისზედა ვეგეტაციურ და გენერაციულ ორგანოთა მიკროსტრუქტურული თავისებურება. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (6). https://doi.org/10.52340/jecm.2022.06.003

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...