სტუდენტების ცოდნისა და დამოკიდებულებების შეფასება ორგანოთა ტრანსპლანტაციის მიმართ საქართველოში

სტუდენტების ცოდნისა და დამოკიდებულებების შეფასება ორგანოთა ტრანსპლანტაციის მიმართ საქართველოში

ავტორები

  • მარიამ მოსიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ნინო ჩიხლაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2026.01.04

საკვანძო სიტყვები:

students' knowledge, attitudes, organ transplantation, Georgia

ანოტაცია

ორგანოთა ტრანსპლანტაცია თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა, რომელიც სიცოცხლის გადარჩენის და გახანგრძლივების შესაძლებლობას აძლევს მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებს. საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ აღნიშნული პროცესის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული არა მხოლოდ საკანონმდებლო ჩარჩოზე, არამედ პროფესიულ ტრენინგებზე, სამართლებრივ ცნობიერებასა და მოსახლეობის მუდმივ ინფორმირებულობაზე.

საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის 1 ნოემბერს მიიღო ახალი კანონი, რომელმაც ჩაანაცვლა 2000 წელს მოქმედი „საქართველოს კანონი ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“.

კვლევის მიზანი იყო ორგანოთა ტრანსპლანტაციის მიმართ სტუდენტების, როგორც აქტიური მოქალაქეების, ცოდნისა და დამოკიდებულებების შეფასება საქართველოში ახალი კანონმდებლობის მიღების შემდეგ, აღსანიშნავია, რომ კონკრეტულად ამ კონტექსტში მსგავსი კვლევა არ ჩატარებულა. სტუდენტების დამოკიდებულებები შეფასდა სპეციალურად შემუშავებული ანონიმური კითხვარის გამოყენებით. შედეგები ცხადყოფს მნიშვნელოვან განსხვავებას ორგანოთა გადანერგვის მიმართ დადებით დამოკიდებულებასა (87.7%) და აღნიშნული საკითხისადმი ინფორმირებულობას შორის. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულთა 80%-მა სწორად განსაზღვრა დონაციის ცნება, 64.6% არ ფლობს ინფორმაციას ცოცხალი დონაციის დროს სამართლებრივი მოთხოვნების შესახებ, მხოლოდ 26.2%-ია გათვითცნობიერებული ორგანოს ფულის სანაცვლოდ გადაცემის, როგორც სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედების შესახებ. საინტერესოა ისიც, რომ რესპონდენტთა მხოლოდ 24.6%-სთვის იყო ცნობილი ტრანსპლანტაციის საკითხის მარეგულირებელი მოქმედი კანონმდებლობა. თუმცა, მონაწილეთა 90.8% აღიარებდა სახელმწიფო რეგულაციის მნიშვნელობას.

კვლევამ აჩვენა, რომ დადებითი დამოკიდებულების მიუხედავად, სტუდენტების დამოკიდებულება დაფუძნებულია მორალურ ცნებებზე, ვიდრე ცოდნაზე. ავტორები რეკომენდაციას უწევენ კოორდინირებულ სახელმწიფო საგანმანათლებლო კამპანიებს, რათა დონაციის კულტურა ინფორმირებული და პასუხისმგებელი გადაწყვეტილებების საფუძველზე დადგინდეს.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფიები

მარიამ მოსიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მედიცინის ფაკულტეტი

ნინო ჩიხლაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მედიცინის ფაკულტეტი

წყაროები

Bezinover, D., Saner, F. (2019). Organ transplantation in the modern era. BMC Anesthesiology, 19(1), 54.

Black, C. K., Termanini, K. M., Aguirre, O., Hawksworth, J. S., Sosin, M. (2018). Solid organ transplantation in the 21st century. Annals of Translational Medicine, 6(20), 409.

Bogomazova, I. O. (2022). On the implementation of the WHO guiding principles on human cell, tissue and organ transplantation. Medicne Pravo.

Bramstedt, K. A. (2019). When donors become patients: The ethics of living donor evaluations. Transplantation, 103(3), 472–474.

Etheredge, H. R. (2021). International comparative organ donation policies: Lessons for South Africa. Risk Management and Healthcare Policy, 14, 2379–2389.

European Commission. (2021). Report on Organ Donation and Transplantation — Policy and Practice in Member States. Publications Office of the European Union.

Fasce, E. et al. (2023). Health-Related Quality of Life in Heart Transplant Recipients: A Systematic Review. [Journal Name]. doi:10.4067/s0034-98872023000700908

Lewis, A., Capron, A. M., Shapiro, M., Goold, S., Arnold, R. M., Batten, D., et al. (2020). The ethical and policy implications of organ donation after circulatory determination of death: A report from the Hastings Center. Transplantation Reviews, 34(1), 100512.

Loua, A., et al. (2020). A review of policies and programmes for human organ and tissue donations and transplantations, WHO African Region. Bulletin of the World Health Organization.

მამულაშვილი, ბ. (2016). ბიოეთიკა (გვ. 212–246). თბილისი, საქართველო.

Matesanz, R., Domínguez-Gil, B., Coll, E., de la Rosa, G., & Marazuela, R. (2019). Factors influencing the development of organ donation and transplantation in European Union countries: Spanish experience. Transplant International.

Murphy, S. V., & Atala, A. (2014). 3D bioprinting of tissues and organs. Nature Biotechnology, 32(8), 773–785. https://doi.org/10.1038/nbt.2958

Pinter, J., et al. (2016). Perspectives of elderly kidney transplant recipients: thematic synthesis of qualitative research. Nephrology Dialysis Transplantation, 31(9), 1531–1539.

ქურციკიძე, მ. (2024). გვამურ დონაციასთან დაკავშირებული გამოწვევები. სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის ჟურნალი, 1, 45–70.

საქართველოს კანონი ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ. (2023). საქართველოს პარლამენტი. https://matsne.gov.ge/ka/document/view/5952836?publication=1

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-03-13

როგორ უნდა ციტირება

მოსიძე მ., & ჩიხლაძე ნ. (2026). სტუდენტების ცოდნისა და დამოკიდებულებების შეფასება ორგანოთა ტრანსპლანტაციის მიმართ საქართველოში. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (1), 27–31. https://doi.org/10.52340/jecm.2026.01.04

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...