ოსტეოპოროზის რეაბილიტაციის თანამედროვე მიდგომები: კონსერვატიული მკურნალობის ეფექტურობის ანალიზი

ოსტეოპოროზის რეაბილიტაციის თანამედროვე მიდგომები: კონსერვატიული მკურნალობის ეფექტურობის ანალიზი

ავტორები

  • ქეთევან კონცელიძე მ. იაშვილის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი, ბათუმი, საქართველო
  • თამუნა გორგაძე მ. იაშვილის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი, ბათუმი, საქართველო
  • ნერიმან ცინცაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ნატო ზოსიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ანანო ვერძაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2025.06.33

საკვანძო სიტყვები:

osteoporosis, rehabilitation, physiotherapy, exercise, fracture, prevention

ანოტაცია

ოსტეოპოროზი წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას, რომელიც იწვევს ძვლის სიმკვრივის დაქვეითებას, ძვლების მტვრევადობასა და მოტეხილობების რისკის ზრდას. დაავადება განსაკუთრებით ხშირია მენოპაუზის შემდგომ ქალებში და ხშირად ვლინდება ბარძაყის ყელის, ხერხემლისა და მხრის მოტეხილობებით. დაავადების განვითარების საფუძველს წარმოადგენს ძვლის მასის დაქვეითება და მინერალური ბალანსის დარღვევა, რაც ამცირებს ძვლის მექანიკურ გამძლეობას. მკურნალობა და რეაბილიტაცია წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას, როგორც სამედიცინო, ისე სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით. თანამედროვე მიდგომები ეფუძნება ფარმაკოლოგიური მკურნალობისა და რეაბილიტაციის სტრატეგიების ინტეგრაციას, რაც მიზნად ისახავს ძვლოვანი ქსოვილის გამაგრებას, ფუნქციური შესაძლებლობების აღდგენასა და გართულებების პრევენციას. ფიზიოთერაპია, თერაპიული ვარჯიშები, ბალანსოთერაპია და კურორტული ფაქტორების გამოყენება გადამწყვეტ როლს ასრულებს მოძრაობით აქტივობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.

თანამედროვე კვლევების მიხედვით, ინტეგრირებული რეაბილიტაციის პროგრამები — მათ შორის ROPE ტიპის რეზისტენტული ვარჯიშები, სენსომოტორული და ბალანსის ტრენინგი, ფიზიოთერაპიული მეთოდები (მაგნიტოთერაპია, ელექტროთერაპია) და ბალნეოთერაპია — უზრუნველყოფს ძვლის მინერალური სიმკვრივის ზრდას, ტკივილის ინტენსივობის 40%-მდე შემცირებას და ვარდნის რისკის 23–30%-ით კლებას. კვლევები ასევე აჩვენებს, რომ კომპლექსური რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კუნთოვან ძალას, პროპრიოცეფციას და ფუნქციურ აქტივობას, რაც ამცირებს მოტეხილობების ალბათობას მაღალი რისკის ჯგუფში.

სტატია მიმოიხილავს ოსტეოპოროზის რეაბილიტაციის თანამედროვე მიდგომებს, წარმოადგენს კლინიკურ მაგალითებს და ხაზს უსვამს ფიზიოთერაპიის გადამწყვეტ როლს დაავადების მართვასა და პრევენციაში.

 

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

International Osteoporosis Foundation (IOF). Global Facts on Osteoporosis. 2021.

Kanis JA et al. Osteoporosis and fragility fractures in Europe: Burden, management and outcomes. Arch Osteoporos. 2020;15:59.

Johnell O, Kanis JA. Epidemiology of osteoporotic fractures. Osteoporos Int. 2005;16 Suppl 2:S3–S7.

Hernlund E et al. Osteoporosis in the elderly: Vertebral fractures and mortality. Osteoporos Int. 2013;24:2343–2350.

Georgian National Osteoporosis Association. Annual Report 2022.

Adjara Regional Bone Health Study, 2020–2023.

Melton LJ 3rd. Epidemiology of fractures. Bone. 2003;33:113–118.

Rizzoli R et al. Prevention of osteoporosis: A global perspective. Osteoporos Int. 2014;25:2049–2063.

Landin LA. Epidemiology of childhood fractures. Acta Orthop Scand. 1997;68:617–624.

Giangregorio LM, Papaioannou A. Rehabilitation in osteoporosis: evidence and guidelines. Curr Osteoporos Rep. 2006;4:138–144.

Koller A et al. Post-fracture rehabilitation in osteoporosis. J Clin Med. 2022;11:845.

Petrov S, Dimitrov P. Therapeutic massage and kinesitherapy in osteoporotic patients. Phys Med Rehabil. 2021;37:23–29.

Shumway-Cook A, Woollacott M. Motor Control: Theory and Practical Applications. 2017.

Popov V. Instrumental physiotherapy: Principles and applications. Rehabil Med. 2019;54:10–18.

Petrova V et al. Calcium-ion electrophoresis in postmenopausal women: Effects on BMD. J Bone Miner Res. 2023;38:112–120.

Gao L et al. Fluoride electrophoresis combined with EMS and resistance exercise. Osteoporos Int. 2024;35:45–53.

Li H et al. PEMF therapy for osteoporosis: Effects on BMD and pain. Clin Rehabil. 2024;38:201–210.

Zhang Y et al. Magnetotherapy plus rehabilitation in vertebral fractures. Spine J. 2023;23:845–855.

Dimitrova A et al. Balneotherapy and therapeutic exercise in osteoporotic patients. Int J Biometeorol. 2022;66:1207–1216.

Ivanov I et al. Radon baths and rehabilitation for osteoporosis. J Phys Ther Sci. 2023;35:98–105.

Smith P et al. ROPE exercises for postmenopausal osteoporosis: A 10-year retrospective study. Osteoporos Int. 2022;33:1847–1858.

Brown JP, Josse RG. Clinical practice guidelines for osteoporosis: Rehabilitation and monitoring. CMAJ. 2020;192:E844–E851.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-12-06

როგორ უნდა ციტირება

კონცელიძე ქ., გორგაძე თ., ცინცაძე ნ., ზოსიძე ნ., & ვერძაძე ა. (2025). ოსტეოპოროზის რეაბილიტაციის თანამედროვე მიდგომები: კონსერვატიული მკურნალობის ეფექტურობის ანალიზი. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (6), 178–185. https://doi.org/10.52340/jecm.2025.06.33

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 3 4 5 6 7 8 9 10 11 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...