მალთაშუა დისკის თიაქრის განვითარების რისკის ფაქტორები და მენეჯმენტი
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2025.05.11საკვანძო სიტყვები:
Risk Factors, Management, Intervertebral, Disc Herniationანოტაცია
მალთაშუა დისკის თიაქარი წარმოადგენს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და რთულ პათოლოგიას, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს პიროვნების როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას. კვლევის მიზანი იყო მალთაშუა დისკის თიაქრის ხელშემწყობი რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირება მართვის მეთოდების განსასაზღვრად. ჩატარდა აღწერითი რაოდენობრივი კვლევა სპეციალურად შემუშავებული კითხვარის გამოყენებით. გაანალიზდა და დამუშავდა 120 რესპონდენტის მონაცემები. რესპონდენტები გამოკითხულნი იყვნენ Google Forms-ის საშუალებით. რესპონდენტთა პაციენტების უმრავლესობას (56,67%) დადგენილი ჰქონდა ლუმბალური თიაქარი, 21,67%-ს - ცერვიკალური თიაქარი, ხოლო 14,17% - თორაკალური თიაქარი. ეს მდგომარეობა მამაკაცებში 1.2-ჯერ უფრო ხშირი იყო, ვიდრე ქალებში, ხოლო შემთხვევათა ორი მესამედზე მეტი (72,5%) დიაგნოზირებული იყო 30-59 წლის ასაკის პირებში. დაზარალებულ პირებს შორის დისკის თიაქრის პოტენციური რისკ-ფაქტორები მოიცავდა: პროფესიული საქმიანობა: რესპონდენტთა 66,7% დაკავებული იყო საოფისე საქმიანობით და მათგან 67,5% 4 საათზე მეტს ატარებდა მჯდომარე მდგომარეობაში; პროფესიული დატვირთვა: შემთხვევათა 69%-ში დატვირთვა ხელს უწყობდა მდგომარეობის სიხშირეს და სიმძიმეს; მოწევა: მონაწილეთა 55,8% მწეველი იყო. ყველაზე ეფექტური პრევენციული ზომები იყო ფიზიკური ვარჯიში (39,2%) და სამსახურში სწორი პოზის შენარჩუნება (22,5%). რეაბილიტაციაზე დაფუძნებული მართვის მიდგომები ყველა შემთხვევაში აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დაფიქსირდა 46,67%-ში.
Downloads
წყაროები
Adams MA, Roughley PJ. What is intervertebral disc degeneration, and what causes it? 2006 Aug15; 31(18):2151-61.
Bydon M, Answers the most frequently asked questions about herniated disks, 2023, 1.
Grang L, Gaudin P, Trocme C, Phelip X, Morel F, Juvin R. Intervertebral disk degeneration and herniation: the role of metalloproteinases and cytokines. Joint Bone Spine. 2001 Dec;68(6):547-53.
Hoffeld K, Lenz M, Egenolf P, et al. Patient-related risk factors and lifestyle factors for lumbar degenerative disc disease: a systematic review. Neurochirurgie. 2023 Sep;69(5)
Lavelle WF, et al. Pediatric disk herniation. J Am Acad Orthop Surg. 2011 Nov;19(11):649-56.
Siccoli A, Staartjes VE, Klukowska AM, et al. Overweight and smoking promote recurrent lumbar disk herniation after discectomy. Eur Spine J. 2022 Mar;31(3):604-613.
Zhang AS, Xu A, Ansari K, et al. Lumbar Disc Herniation: Diagnosis and Management. Am J Med. 2023 Jul;136(7):645-651.
Than CA, Valiotis AK, et al. Discectomy for Lumbar Disc Herniation in Pediatric and Adolescent Populations: A Systematic Review and Meta-Analysis. Cureus. 2024 Jul 5;16(7):e63880.
Sayin Gülensoy E, Gülensoy B. A 9-year retrospective cohort of patients with lumbar disc herniation: Comparison of patient characteristics and recurrence frequency by smoking status. Medicine (Baltimore). 2022 Dec 23;101(51):e32462.
Kim, D. H., Lee, J. Y., & Park, H. S. (2023). Effect of prolonged sitting posture on lumbar disc hydration and height. Journal of Biomechanics, 145, 111419.
