სურსათის აფლატოქსინებზე კვლევის შედეგების შეფასება საქართველოში
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2025.04.27საკვანძო სიტყვები:
Assessment, Research, Results, Aflatoxins, Food, Georgiaანოტაცია
საქართველოში სურსათში აფლატოქსინების გავრცელების საკითხი მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. კვლევის მიზანი იყო სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019-2025 წლებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგების შეფასება. მიღებული მონაცემების მიხედვით, 2019 წელს აფლატოქსინ M1 რძის ნიმუშებში არ დაფიქსირდა, თუმცა 2022 წლიდან ნიმუშების დადებითი მაჩვენებლების ზრდა შეინიშნება. 2025 წელს 5 ნიმუშში დაფიქსირდა ნორმების გადაჭარბება. თხილის ნიმუშების კვლევებმა შედარებით დაბალი დაბინძურების დონე აჩვენა (1.6%), თუმცა ექსპორტისთვის განკუთვნილ პროდუქციაზე კონტროლი მკაცრია. სომხეთის გამოცდილებამ აჩვენა, რომ სწორი რეგულაციებით შესაძლებელია აფლატოქსინების დონის შემცირება. დასკვნის მიხედვით, საქართველოში საჭიროა ცხოველთა საკვების ხარისხის გაკონტროლება, შენახვის პირობების გაუმჯობესება, ფერმერთა ცნობადობის დონის ამაღლება და მონიტორინგის სისტემების გაძლიერება.
Downloads
წყაროები
World Health Organization (WHO). (2020). Mycotoxins.
European Food Safety Authority (EFSA). (2020). Risk assessment of aflatoxins in food.
International Agency for Research on Cancer (IARC). (2015). Aflatoxins. IARC Monographs, Volume 100F.
Kumar, P., Mahato, D. K., Kamle, M., Mohanta, T. K., & Kang, S. G. (2022). Aflatoxins: A global concern for food safety, human health and their management. Frontiers in Microbiology, 13, 850.
FAO/WHO. (2021). Safety evaluation of certain contaminants in food: Aflatoxins. Joint FAO/WHO Expert Committee on Food Additives.
