Mamuka Machitidze (Reminder)
ანოტაცია
ქუთაისი მუდამ ძლიერი და ამაყი იყო თავისი გამორჩეული შვილებით, ქუთაისში კი ძნელია იყო გამორჩეული, იგი რჩეულთა ქალაქია, აქ მუდამ ძგერდა გულანთებული, მამულზე მოფიქრალი ადამიანების გული. ქუთაისი მუდამ ამაყობდა ექიმთა ძლიერი არმიით, გამორჩეული კეთილსინდისიერებით რომ ემსახურებოდნენ საკუთარ ხალხსა და საკუთარ სინდისს. მათ შორის ერთი მრავალთაგანია მამუკა მაჩიტიძე, კაცი სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული, ადამიანზე შეყვარებული, სინდის-ნამუსზე შეყვარებული, გამორჩეული გულსხმიერებითა და კაცურკაცობით.ღმერთი ადამიანს რა სიმდიდრესაც მოჰმადლებს ბედნიერებაა. ადამიანებს ერთი მუზის მსახურებაც უმძიმთ, მამუკა მაჩიტიძეს კი უხვად დააბერტყა ღმერთმა ნიჭიერება, რომელიც ხან პოეზიაში, ხან მხატვრობაში, ხან მუსიკაში გამოსჭვივოდა. კარგ ექიმს, რომელსაც საკუთარ თავზე მეტად უყვარდა პაციენტი, ქუთაისური გამორჩეული იუმორითაც იზიდავდა მათ. ეხმარებოდა ყველას უშურველად, ხელგაშლილობით, ლამაზი სიტყვით, ღიმილით, იმედით, ახალი სიცოცხლის ტრფიალით.რამდენი წელია მამუკა ზეციურ საქართველოს შეუერთდა, დღეს მისი ამ რამდენიმე ლექსით გვინდა გავიხსენოთ და გაგახსენოთ ღიმილიანი ადამიანი, ღმერთთანაც და საკუთარ თავთანაც მართალი მამუკა მაჩიტიძე.